საყლაპავის სტენოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყლაპავის სტენოზისაყლაპავის სტენოზის კლინიკური ნიშანი დისფაგია გახლავთ. ძირითადად, ეს აწუხებს პაციენტს. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანული პათოლოგიით. იყოს მუდმივი ან სპაზმურ ხასიათს ატარებდეს და იყოს მორეციდივე.

— ორგანული დაზიანების შედეგად ჩამოყალიბებული დისფაგია ნელა იწყება და პროგრესირებადია. ჯერ მკვრივი საკვები და შემდეგ კი თხევადიც პაციენტს დისკომფორტს უქმნის. მოგვიანებით, შესაძლოა ვეღარც მოახერხოს მისი გადაყლაპვა. ამ დროს, პაციენტს აღენიშნება ჰიპერსალივაცია და ნერწყვის პირიდან გამოდევნა, რადგანაც მას გადაყლაპვა არ შეუძლია. ასევე, პაციენტი ძალიან მალე იკლებს წონაში და სუსტდება. ჩვილ ბავშვებში სტენოზმა შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემებიც, ხახა-ხორხის ნერწყვით შევსების გამო. ამ დროს, საჭიროა გაკეთდეს ხორხის და საყლაპავის პათოლოგიების დიფერენცირება.
— სპაზმური სტენოზები სპონტანურ ხასიათს ატარებს და ძირითადად, სითხის გადაყლაპვისას ვლინდება. ამ დროს, შესაძლოა ვლინდებოდეს სუნთქვითი მოშლილობაც, რაც ტრაქეაზე საყლაპავის ზეწოლით უნდა ავხსნათ. ასევე, საყლაპავის სპაზმური სტენოზის შეტევის დროს, ხდება სასულეში საკვების ან სითხის გადაცდენა.

მიზეზები შესაძლოა მრავალფეროვანი იყოს:

— თანდაყოლილი სტენოზი ჩვილებში;
— სიმსივნის გამო განვითარებული სტენოზი მოზრდილი ასაკის პაციენტებში;
— დამწვრობის ან დაწყლულების გამო ჩამოყალიბებული სტენოზები;

იშვიათ შემთხვევაში, საყლაპავის ობსტრუქციას-სტენოზს იწვევს მეზობელი ორგანოების დიდი ზომის სიმსივნეები.

აღსანიშნავია საყლაპავის პირის ქვეშ მდებარე კუნთის სპაზმური კონტრაქტურა – m. cricopharyngeus. ხახის ბეჭდისებრი კუნთის მკურნალობა, ამ შემთხვევაში, ქირურგიულია და მის გაკვეთას ითვალისწინებს.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები