სენიორაჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სენიორაჟი - (seigniorage, ფრანგ. seigniorage ბაჟი ფულის ბეჭდვის უფლებისათვის), მოგება, რომელსაც ხაზინა იღებს ფულის გამოშვების შედეგად. უდრის ფულის ნომინალურ ღირებულებასა და ემისიის ხარჯებს შორის სხვაობას. ფაქტობრივად, მოსახლეობის ხელთ არსებულ ფულზე გადასახადი. ჰიპერინფლაციის პირობებში სახელმწიფოს შემოსავლის მთავარი წყარო.
განვითარებულ ქვეყნებში სენიორაჟი VIG-ის 1-1,5%-ს შეადგენს. ინფლაციურ ეკონომიკებში იგი დიდ საფრთხეს ქმნის, რადგან მაღალი ინფლაცია ნაკლებად მიმზიდველს ხდის ვალუტას დამცირებს სენიორაჟით მისაღებ მომავალ შემოსავალს.