სენმუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სენმუტი და ნეფრურა

სენმუტი – უბრალო წარმოშობის, მაგრამ აშკარად არაორდინარული ნიჭის მქონე ეგვიპტელი, რომელიც გახდა დედოფალ ხატშეპსუტის ფავორიტი და ყველაზე გავლენიანი პირი მის კარზე. მისი კარიერა ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარია ძველ ეგვიპტეში. მთავარი არქიტექტორის გარდა, სენმუტს 80-ზე მეტი თანამდებობა ჰქონდა. მისი ხელმძღვანელობით დაიდგა ხატშეპსუტის ობელისკები ამონის ტაძარში კარნაკში. მისი პროექტით და ხელმძღვანელობით აიგო ასევე ხატშეპსუტის დეირ ელ-ბაჰარის ცნობილი ტაძარი. შემორჩენილია სპეციფიური დიზაინით (block statue) შესრულებული სენმუტის ქანდაკებები, სადაც ის გამოსახულია ხატშეპსუტის მცირეწლოვან ქალიშვილთან, ნეფრურასთან ერთად. ქანდაკებებში გადმოცემულმა საოცარი სიყვარულის და სიახლოვის განცდამ თანამედროვე მეცნიერებაში წარმოშვა ვარაუდი, რომ სენმუტი ნეფრურას მამა იყო. სენმუტის სამარხი დეირ ელ-ბაჰარიში ღირსშესანიშნავია ჭერზე გამოსახული ასტრონომიული რუკის გამო. როგორც ჩანს, ვარსკვლავები ამ ნიჭიერი ადამიანის მრავალმხრივი ინტერესის ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენდა. მის სამარხში ნაპოვნია ასევე ჯუჯა ცხენის და მაიმუნის მუმიები, რომლებიც შესანიშნავ სარკოფაგებში იყვნენ მოთავსებული. მის მეორე სამარხში, კურნაში, აღმოჩენილია 150-ზე მეტი ოსტრაკონი ტაძრების ნახაზებით, მოხსენებებით, ანგარიშებით, რელიგიური და ლიტერატურული ტექსტებით, მათ შორის „დარიგებები გადამწერებისათვის“ („Satire of the Trades“), „ამბავი სინუხეტის შესახებ“ და „ამონემხეტის დარიგება თავისი შვილისადმი“.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები