სიცოცხლის სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიცოცხლის სახლი – (ეგვ. „განსწავლულთა სახლი“), ძველ ეგვიპტეში კულტურული, საგანმანათლებლო და რელიგიური დაწესებულებები, რომლებიც ტაძრებთან არსებობდა. ისინი ბიბლიოთეკების როლსაც ასრულებდნენ. აქ ყველაზე განსწავლული ქურუმები, ე.წ. ჰიეროგრამატები იყვნენ დაკავებული.

„სიცოცხლის სახლებში“ იქმნებოდა ახალი ნაწარმოებები და ხდებოდა ძველი, არა მარტო რელიგიური, არამედ ასტრონომიული, სამედიცინო, მათემატიკური და მაგიური პაპირუსების კოპირება. ითვლება, რომ სწორედ სიცოცხლის სახლებში იქმნებოდა ისეთი სახის ლიტერატურა, როგორიცაა პირამიდების ტექსტები, სარკოფაგების და მკვდართა წიგნები. აქვე შეიძლებოდა შემდგომი განათლების მიღება და ცოდნის დახვეწა, რადგან განსწავლული ქურუმები სიცოცხლის სახლებში სხვებს უზიარებდნენ თავიანთ ცოდნას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი იყო ეგვიპტეში, მისი არსება ბოლომდე დადგენილი არ არის. უძველესი მოხსენიება დათარიღებულია პეპი II-ის მეფობით და განსაკუთრებით ხშირი ხდება ბერძნული პერიოდიდან. საკითხი შესწავლილი აქვთ გარდინერს და ვოლტენს. გარდინერის აზრით, სიცოცხლის სახლებში არ ხდებოდა სწავლება, ვოლტენს კი მიაჩნია, რომ გადამწერი, რომელიც სკოლაში წერა-კითხვას ისწავლიდა, სიცოცხლის სახლში ხვეწდა თავის განათლებას.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები