სომტუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სომტუსი – (ეგვ. Sm3 tßwj, „ორი ქვეყნის გამაერთიანებელი“), ეგვიპტური ღვთაება, რომელიც ძველი სამეფოს პერიოდიდან არის დაფიქსირებული. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, შევარდნის თავით და თავზე ორი მაღალი ბუმბულით. მოიხსენიებდნენ ხორის ეპითეტით „მაღალი ბუმბულების წყვილის მქონე“. სახელის, ეპითეტის და შევარდნის სახის გათვალისწინებით ხორის ერთ-ერთი სახეა. მოგვიანებით ხდება მათი გაერთიანება ხორსომტუსის სახით. სომტუსი შეერწყა ასევე რას, როგორც რა-სომტუსი და ამ კავშირის წყალობით შემოქმედ ღვთაებადაც მოიხსენიება. მისი მთავარი საკულტო ადგილი იყო დენდერა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები