სოფელ კუსირეთის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკლესიის გეგმა

სოფელ კუსირეთის ეკლესია - VIII-IX სს. - ძეგლი მდებარეობს სოფლის სამხრეთით 1 კმ., სასაფლაოზე. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: ”ქრისტე შეიწყალე თეკლა”.

ეკლესია ნაგებია შირიმისა და ქვიშაქვის კვადრებით. კონსტრუქციულ ნაწილებზე გამოყენებულია მოღვინისფრო თლილი ქვა. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით მსუბუქად წახნაგოვანი შვერილი აბსიდით. საკურთხევლის მხოლოდ ჩრდილოეთი ნაწილია შემორჩენილი, რომლის სიმაღლე 7-8 მეტრს აღწევს. აბსიდის წინ ქვის კანკელის ფრაგმენტებია. შიდა სივრცეს სამსაფეხურიანი პილასტრები ორ ტოლ ნაწილად ყოფს. პილასტრების კაპიტელებს კედლის თაღები და კამარის საბრჯენი თაღი ეყრდნობოდა. დასავლეთი კედლის შეისრული თაღები იმპოსტებს ეყრდნობა. ამავე კედელში გაჭრილია შიგნით თაღოვანი, გარედან არქიტრავული შესასვლელი. ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით. ეკლესიას სამივე მხრიდან გარშემოსავლელი ჰქონდა. ამჟამად გარშემოსავლელი. ეკლესია ნაგებია შირიმისა და ქვიშაქვის კვადრებით. კონსტრუქციულ ნაწილებზე გამოყენებულია მოღვინისფრო თლილი ქვა. მთლიანად განადგურებულია. შემორჩენილი დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლები მრავალ ადგილას გაბზარულ-ჩამონგრეულია. კედლების სიმაღლე ზოგან 8-9 მეტრს აღწევს, ზოგან უფრო ნაკლებს. ეკლესიის ირგვლივ მიწის დონე საკმაოდ აწეულია.



წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები