ტვინების გადინება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ტვინების გადინება“ - (brain drain), კვალიფიციური სამუშაო ძალის მიგრაცია, როგორც წესი, ღარიბიდან მდიდარ ქვეყანაში. განათლება, რომელიც მოითხოვს ინვესტიციებს ადამიანისეულ კაპიტალში, მისი მიღება გაცილებით იაფია დიდი შრომითი რესურსების მქონე ღარიბ ქვეყნებში, ვიდრე მდიდარში. კვალიფიკაციის მიღების შემდეგ ადამიანები გადადიან უფრო განვითარებულ ქვეყნებში, სადაც შემოსავალი შედარებით მაღალია. ასეთი მიგრაცია ზოგჯერ წახალისდება კანონებითა და ინსტიტუციური ფაქტორებით, ვინაიდან თვით მიმღები ქვეყნები არიან დაინტერესებული კვალიფიციური კადრების იმიგრაციით.