ურბანული დაგეგმარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქ. ტორონტოს ურბანული ცენტრი, კანადა

ურბანული დაგეგმარებააგლომერაციის, ქალაქისა თუ თემის სივრცითი მოწყობა. იგი უზრუნველყოფს ქალაქების, თემების ან მათი ნაწილების მდგრადი განვითარების ჩარჩო პირობების შექმნასა და განმტკიცებას; ითვალისწინებს სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვით ფაქტორებს. ისტორიულად ურბანული განვითარება ხშირად სპონტანური, ქაოტური მოვლენა იყო, ვიდრე გაწონასწორებული დაგეგმვის პროცესი, თუმცა გამიზნულად დაგეგმილი ან მართული 20 ქალაქებისა და დასახლებების მაგალითები ანტიკურ ხანამდეც არსებობდა. ბერძენი ჰიპოდამუსი (ძვ. წ. 408) დასავლური ქალაქგეგმარების მამად ითვლება. ალექსანდრე მაკედონელის ბრძანებით მან ალექსანდრიის გეგმა შეადგინა, რაც ხმელთაშუა სამყაროს იდეალიზებული ქალაქგეგმარების ბრწყინვალე ნიმუშია. ძველი რომაელები ქალაქგეგმარებაში კონსოლიდირებულ სქემას იყენებდენენ, რომელიც სამხედრო თავდაცვისა და სამოქალაქო ხელსაყრელობისთვის იყო განვითარებული. ადრეულ რენესანსის პერიოდში გამორჩეული ქალაქი იყო ფლორენცია, რომლის ვარსკვლავის ფორმის ფორტიფიკაციას დიდი გავლენა ჰქონდა რენესანსის ქალაქგეგმარების შემდგომ განვითარებაზე. მე-19 საუკუნის ბოლოს ურბანულ დაგეგმვაზე გავლენას ახდენს ახლად ჩამოყალიბებული არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის დისციპლინები, რომლებმაც თანდათან დაიწყო კოდიფიცირება რაციონალური და სტილისტური მიდგომებისა, ქალაქის პრობლემების გადაჭრაში ფიზიკური დიზაინის მეშვეობით. 1920-იანი წლებიდან არქიტექტურაში გაჩნდა მოდერნიზმი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიეცა გასაქანი და აშენდა პირველი მოდერნისტული შენობები და მთელი უბნებიც კი. ამჟამად, ყველაფრის უნიფორმულად და უნაკლოდ გარდაქმნის ნაცვლად ურბანული დაგეგმარების აქცენტი გადატანილია ინდივიდუალიზმსა და მრავალფეროვნებაზე საზოგადოებასა და ეკონომიკაში. ეს არის პოსტმოდერნისტული ერა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები