ფაიუმის კულტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფაიუმის კულტურა – (A ჯგუფი). წინადინასტიური კულტურა, რომელიც ნაპოვნია ფაიუმის ტბის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირებზე. ქრონოლოგიურად დაახლოებით ემთხვევა ბადარიულს. გათხრები აწარმოეს კატონ-ტომსონმა და გარდნერმა 1924-1926 წწ.

მოსახლეობა ცხოვრობდა მოწნულ ქოხებში, ნაყოფიერი მიწის გაყოლებით, ტბის კიდესთან. როგორც ჩანს, ნესტისაგან დაცვის გამო, საერთო მიწისქვეშა ბეღლები მდებარეობდა დასახლებიდან მოშორებით, უფრო დიდ სიმაღლეზე. მოშინაურებული ჰყავდათ ცხვარი, თხა და შესაძლოა საქონელი. სოფლის მეურნეობის კულტურებიდან ნაპოვნია ხორბალი და ქერი. მეტალი ნაპოვნი არ არის, რის გამოც თავიდან ფაიუმის A კულტურა ბადარიულზე უფრო ძველი ეგონათ. იცოდნენ ქსოვილის ქსოვა. მიცვალებულებს ასაფლავებდნენ დასახლებების შიგნით ან მათთან ახლოს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები