ფერდობის დახრილობის რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფერდობის დახრილობის რუკა – (inclination map of slope), მორფომეტრიული რუკა, გამოსახავს ფერდობის სივრცითი ორიენტაციის ერთ-ერთ მორფომეტრიულ მახასიათებელს – დახრილობას, რომელიც იქმნება ჰორიზონტულ სიბრტყესთან ά კუთხით. სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკაზე განისაზღვრება ჰორიზონტალების ქვედებულების სიხშირით, რომელთა შესაბამისი გრადუსები მოცემულია რუკის ქვედებულთა მასშტაბის დიაგრამაზე. აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესების და ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო ათვისების შეფასებისათვის.



წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები