ფერმას დიდი თეორემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფერმას დიდი თეორემა, ანუ ფერმას პრობლემა – ფრანგი მეცნიერის პ. ფერმას მტკიცება იმის შესახებ, რომ დიოფანტურ განტოლებას xn+yn = zn, სადაც n ორზე მეტი მთელი რიცხვია, არა აქვს ამოხსნა მთელ დადებით რიცხვთა სიმრავლეში. მიუხედავად პ. ფერმას შენიშვნისა, რომ მან შეძლო ამ თეორემის საოცარი დამტკიცების მონახვა, რომელიც ადგილის უქონლობის გამო ვერ ჩაწერა (ეს შენიშვნა ფერმამ დაწერა დიოფანტეს წიგნის კიდეებზე), დღემდე არ არის მიღებული ამ თეორემის ზოგადი დამტკიცება (და არც უარყოფილია). ფერმას დიდი თეორემა დამტკიცებულია მხოლოდ n-ის კერძო მნიშვნელობებისათვის, მაგალითად, ყველა n -თვის, როცა n<4002.

ამ თეორემისა და მის დამტკიცებისადმი ფართო ინტერესი და არაჯანსაღი აჟიოტაჟი დაიწყო მას შემდეგ, რაც 1907 წელს გამოცხადდა დიდი საერთაშორისო პრემია (100 ათასი გერმანული მარკა) ამ თეორემის დამტკიცებისათვის. გერმანიაში მთელი რიგი ინფლაციების გამო ეს პრემია პირველი მსოფლიო ომის ბოლოს გაუქმდა. ფერმას დიდი თეორემა დღესაც დიდ ინტერესს იწვევს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები