ფლიაკები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფლიაკები – (ბერძნ. fliak – ყბედობა, ხუმრობა), სახალხო წარმოდგენები ძველ საბერძნეთში, გავრცელებული ბერძნულ კოლონიებში იტალიის სამხრეთით, არქიპელაგის კუნძულებზე, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ზოგიერთ მხარეში. ფლიაკების ტექსტები შემონახული არ არის, ამიტომ ერთადერთი წყარო არის ლარნაკების მოხატულობა. ფლიაკები იყო მოკლე სახუმარო სცენები, სადაც ასახული იყო ყოველდღიურობა ან ღმერთების და გმირების სახალისო თავგადასავლები (უპირატესად ზევსის, დიონისეს, ჰერაკლეს); ზოგიერთ ფლიაკაში პაროდირებული იყო კომედია ან ტრაგედია. კომიკური სიტუაციების სიმწვავემ განაპირობა სპეციალური კოსტიუმების და ნიღბების აუცილებლობა ფლიაკების მსახიობთათვის. ისინი როლებს ასრულებდნენ შემოტმასნილი სამოსით, იდებდ ნენ მუცელს, უკანალს, მკერდს; მამაკაც პერსონაჟთა აუცილებელი ატრიბუტი იყო ფალოსი. ფლიაკებისათვის სცენურ მოედნად იყენებდნენ ხის ამაღლებულ ფიცარნაგებს ან სვეტებზე შემდგარი სცენას. დეკორაციად გამოყენებული იყო მოძრავი შირმები (პარაფრაგმები) ფარდით. ანტიკური დრამატული ჟანრებიდან ფლიაკების გავლენა ყველაზე მეტად იგრძნობა რომაულ ატელანაში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები