ფურტვენგლერი ვილჰელმ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვილჰელმ ფურტვენგლერი – (25 იანვარი 1886, ბერლინი – 30 ნოემბერი 1954, ებერშტაინბურგი], გერმანელი დირიჟორი და კომპოზიტორი. მისი ძირითადი მოღვაწეობა დაკავშირებულია ბერლინის ფილარმონიის ორკესტრთან 1922-45, 1947-52) და ვენის ფილარმონიის ორკესტრთან 1928-30, 1939-45). გასტროლებს მართავდა როგორც საოპერო და სიმფონიური დირიჟორი.
ვილჰელმ ფურტვენგლერი XX ს. ერთ-ერთი უდიდესი დირიჟორია. მისი რეპერტუარის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ ბეთჰოვენის, ბრამსის, ბრუკნერის სიმფონიები, მოცარტის, ვაგნერის ოპერები, ჰინდემითის, ბარტოკის, სტრავინსკის, პროკოფიევის ნაწარმოებები. ავტორია 3 სიმფონიისა და სხვა ინსტრუმენტული ნაწარმოების.