ქაფიანიძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ქაფიანიძე

ზურაბ ქაფიანიძე(დ. 1 აპრილი, 1937, ონის რაიონის სოფელი ნაკიეთი — გ. 4 ივლისი, 2011). თეატრისა და კინოს მსახიობი, რამდენიმე წიგნის ავტორი, ესტრადის მსახიობი, დეკლამატორი, საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, უკრაინის საპატიო მოქალაქე, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).

დაიბადა 1937 წელს ონის რაიონის სოფელ ნაკიეთში, 1961 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი და იმავე წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც რამდენიმე წელი დაყო და საინტერესო სცენური სახეები შექმნა. 1964 წელს კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა ახალგაზრდა მსახიობი მიიწვია მთავარი როლის შემსრულებლად ფილმში „მიხა“. ამ ფილმით იწყება ზურაბ ქაფიანიძის გზა როგორც ქართულ, ისე არაქართულ ეკრანზე. ზურაბ ქაფიანიძემ ორმოცამდე მთავარი თუ ეპიზოდური როლი განასახიერა. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ გარდა მას ხშირად იწვევდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისა თუ საზღვარგარეთის ქვეყნების კინოსტუდიები.

ზ. ქაფიანიძემ საინტერესო სახეები შექმნა: შოთა მანაგაძის „ხევსურულ ბალადაში“ (აპარეკა), თ. აბულაძის „ვედრებაში“ (ზვიადაური), შოთა მანაგაძის „ჯვარცმულ კუნძულში“ (სიმონა), ნ. სანიშვილის „დაისში“ (ცანგალა) და „ჩერმენში“ (ბერდია), რ. შარაბიძის „ამკლების დაბრუნებაში“ (ვაჟა ხრიოკაშვილი), ნ. მანაგაძის ფილმში „ამბავი ივანე კოტორაშვილისა“ (ივანე კოტორაშვილი), იუგოსლავიისა და სსრ კავშირის ერთობლივ ფილმში „ქორწილი“, დ. ბაქრაძის კინოეპოპეაში „ფიქრები კოვპაკზე“, გ. ლორთქიფანიძის ფილმში „წიგნი ფიცისა“ (პაპაი) და სხვა მრავალი.

1985 წელს, მრავალსერიიან მხატვრულ ფილმში „წიგნი ფიცისა“ ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულებისათვის, ზურაბ ქაფიანიძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

1999-2004 წლებში ზურაბ ქაფიანიძე იყო მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, ფრაქცია „XXI საუკუნე“.

ზურაბ ქაფიანიძე გარდაიცვალა 2011 წლის 4 ივლისს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.



წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 ‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები