ქრონიკული ფარინგიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრონიკული ფარინგიტიხახის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მისი ლორწოვანი გარსი შესაძლოა დაზიანდეს სამი მიზეზის გამო:

  1. სასუნთქი გზების პათოლოგიები: უკანა რინორეა, ცხვირის ობსტრუქცია, რომელიც იწვევს პირით სუნთქვას და ამით ლორწოვანის გაშრობას;
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები და აგრესიული აგენტები – ალკოჰოლი და რეფლუქს ეზოფაგიტი;
  3. ზოგადი მიზეზები, როგორიცაა: ალერგია და ლორწოვანზე განლაგებული ლიმფოიდური ქსოვილის ანთება;

მიზეზების მიხედვით, დათვალიერების დროს, კლინიკური ასპექტი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი:

— შეშუპებითი ფარინგიტი, ლორწოვანი გარსის შეშუპებით და ჰიპერემიით;
— კატარალური ფარინგიტი ლორწოვანის ჰიპერსეკრეციით;
— ჰიპერტროფიული ფარინგიტი, როდესაც ხახის ლიმფოიდური ქსოვილის ჰიპერტროფია იწვევს, ჟელესმაგვარ და გამკვრივებულ სეკრეტთან ერთად, საგრძნობ შეშუპებას და სანათურის შევიწროებას;
— ატროფიული ფარინგიტი, როდესაც ხახის უმეტეს ზედაპირზე ჩანს გათხელებული და განლეული ლორწოვანი გარსი;

ნებისმიერი ქრონიკული ფარინგიტის მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, დაფუძნებულია:

— ანამნეზის შეკრებაზე;
დანამატი წიაღების და ცხვირის ღრუს დეტალურ დათვალიერებაზე;
— უკანა რინორეის და ინფექციური სეკრეტის არსებობის აღმოჩენაზე;
— გასტროენტეროლოგიური პრობლემის არსებობის გარკვევაზე, რადგანაც რეფლუქსის არსებობის დროს, კატარალური ფარინგიტების მკურნალობა უშედეგოა, თუ მიზეზი არ მოიხსნა. ეს მიზეზი ხშირად არც აწუხებს პაციენტს, რადგანაც ვერ გრძნობს მას;

ასეთი ფარინგიტების ადგილობრივი მკურნალობა ეტიოლოგიური ფაქტორების მოხსნის გარეშე, უშედეგოა.

NOTA BENE
  • ხახის ლორწოვანი გარსის ანთება ხშირად არის ზემოთ ან ქვემოთ მდებარე ორგანოების პათოლოგიური ფუნქციონირების მეორადი პროცესი, რომელიც, შესაძლოა, არც იყოს შემჩნეული პაციენტის მიერ.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები