ყარაევი ყარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყარა აბულფაზ-ოღლუ ყარაევი − (5 თებარვალი 1918, ბაქო – 13 მაისი 1982, იქვე), აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. სსრკ სახალხო არტისტი (1959).

1946 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია(დ. შოსტაკოვიჩის კლასი). მან შექმნა: ბალეტები – „შვიდი მზეთუნახავი“ (1952, ბაქო), „ქუხილის ბილიკით“ (1958 ლენინგრ.), 3 სიმფონია (1944, 1946, 1968), სიმფონიური პოემა „ლეილი და მაჯნუნი“ (1947), „ალბანური რაფსოდია“ (1952), სიმფონიური გრავიურები „დონ კიხოტი“ (1960); ოპერა – „სამშობლო“ (ჯ. ჰაჯიევთან ერთად, 1945; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946), მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის და კინომუსიკა. 1946-იდან ყარა ყარაევი ბაქოს კონსერვატორიის პედაგოგია (1959-იდან პროფესორი, 1950-53 რექტორი). 1953-იდან აზერბაიჯანის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე იყო.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები