შაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შაი – (ეგვიპტ. სიტყვიდან „ხვედრი“, „ბედისწერა“) ერთდროულად იყო ბედისწერის ცნებაც და პერსონიფიკაციაც. გამოისახებოდა ანთროპომორფულად. ახლოს იდგა მოსავლის ქალღმერთთან თერმუტისთან. ორივენი განასახიერებდნენ ძალებს, რომელთა საშუალებით შემოქმედი ღვთაება ადამინებს ბედს გადაულოცავდა, ამიტომ რას მიმართავდნენ: „შენ შაი ხარ, შენ თერმუტისი ხარ“. თოტი შაის საშუალებით ადამიანს მისი ცხოვრების წლებს განუსაზღვრავდა. „ამონემოპეტის დარიგებებში“ (ახალი სამეფო) ნათქვამია, რომ „ამაოა სიმდიდრის ძიება, რადგან ვერ აიცდენ შენს შაის“. ბერძნულ-რომაულ დროში შეერწყა ალექსანდრიაში პოპულარულ გველის სახის ბედის ღვთაებას აგათოდაიმონს.