შენობა-ნაგებობების დაკვალვა ადგილზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შენობა-ნაგებობების დაკვალვა ადგილზემშენებლობის საწყის ეტაპზე საძირკვლებისათვის საჭირო ქვაბულის დაკვალვა დაკვალვითი ნახაზის მიხედვით, რომელშიც კოორდინატთა ღერძებად მიღებულია შენობის ურთიერთმართობული კედლების ღერძების გადაკვეთა. ვერტიკალური მიბმა ხორციელდება სახელმწიფო გეოდეზიური ქსელის რეპერზე, რომლის ნიშნული სამშენებლო მოედანზე გადმოაქვთ ნიველირით (ან ლაზერით) და ამაგრებენ ახლომდებარე არსებულ შენობაზე ან გრუნტში ჩაბეტონებულ ფოლადის მილზე. მიწის სამუშაოების დაწყება დასაშვებია გეოდეზიური დაკვალვითი სამუშაოების დამთავრების შემდეგ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები