შორეული აღმოსავლეთის კომისია იაპონიისათვის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შორეული აღმოსავლეთის კომისია იაპონიისათვის – დაარსდა 1945 წლის დეკემბერში სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვის თათბირის გადაწყვეტილებით. კომისიის ადგილსამყოფელი იყო ვაშინგტონში. მასში მონაწილეობდნენ სსრკ-ის, აშშ-ის. ინგლისის, ჩინეთის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ინდოეთისა და ფილიპინების წარმომადგენლები. მოგვიანებით ამ კომისიაში შევიდნენ ბირმა და პაკისტანი.

კომისიის ძირითადი მიზანი იყო იმ საერთო პოლიტიკური ხაზის ფორმულირება, რომლის მიხედვითაც იაპონიას უნდა შეესრულებინა კაპიტულაციის პირობები. კომისიის გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა ხმების უმრავლესობით, იმ პირობით, თუ სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის პოზიციები ერთმანეთს ემთხვეოდა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კომისიის გადაწყვეტილებებს კაპიტულაციის შემდეგ „იაპონიის მიმართ ძირითადი პოლიტიკის გატარების შესახებ,“ აგრეთვე გადაწყვეტილებებს იაპონიის ახალი კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების, იაპონიის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის შემცირების, აგრარული რეფორმების და გარდაქმნების შესახებ, რომელნიც მიიღეს კომისიის მუშაობის საწყის პერიოდში. კომისიამ მუშაობა შეწყვიტა 1952. სან-ფრანცისკოს სამშვიდობო ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან.



იხილე აგრეთვე

სან-ფრანცისკოს კონფერენცია 1951

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები