ჩახაზული და შემოხაზული ფიგურები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩახაზული და შემოხაზული ფიგურები

1. მრავალკუთხედს ეწოდება ჩახაზული ამოზნექილ წირში, ხოლო წირს – შემოხაზული მრავალკუთხედზე, თუ მრავალკუთხედის ყოველი წვერო წირზე მდებარეობს.

2. მრავალკუთხედს ეწოდება შემოხაზული წირზე, ხოლო წირს ჩახაზული მრავალკუთხედში, თუ მრავალკუთხედის ყოველი გვერდი ან მისი გაგრძელება ეხება წირს.

Caxazuli sa Semosazrvruli figurebi.png

ხშირ შემთხვევაში წირად მიიღება წრეწირი. მაგალითად, ყოველ სამკუთხედს აქვს ერთი შემოხაზული და ოთხი ჩახაზული წრეწირი, რომელთაგან სამი გარეჩახაზული წრეწირია. სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის ცენტრი მდებარეობს ბისექტრისების გადაკვეთის წერტილში, ხოლო სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის ცენტრი – გვერდების შუა წერტილებზე აღმართული პერპენდიკულარების გადაკვეთის წერტილში.

ამოზნექილ ოთხკუთხედზე შეიძლება შემოიხაზოს წრეწირი მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ მრავალკუთხედის მოპირდაპირე კუთხეების ჯამი 180°-ის ტოლია.

ამოზნექილ ოთხკუთხედში შეიძლება ჩაიხაზოს წრეწირი მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ მრავალკუთხედის მოპირდაპირე გვერდების ერთი წყვილის სიგრძეთა ჯამი ტოლია მოპირდაპირე გვერდების მეორე წყვილის სიგრძეთა ჯამისა.

ცენტრში

ჩახაზული და შემოხაზული ფიგურები ანალოგიურად განიხილება სივრცეში, სადაც ამოზნექილი მრავალკუთხედის ნაცვლად განიხილავენ მრავალწახნაგას, ხოლო ამოზნექილი წირის ნაცვლად – ამოზნექილ ზედაპირს, უფრო ხშირად სფეროს, კონუსს და სხვ. მაგალითად, შეიძლება სფეროში ჩაიხაზოს პრიზმა ან კონუსი. ასევე შეიძლება კონუსში ჩაიხაზოს სფერო და ა. შ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები