ცეცხლი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეცხლი – ცეცხლს ეგვიპტელები ორგვარად აღიქვამდნენ – როგორც დამანგრეველ, გამანადგურებელ ძალას და როგორც განმწმენდს და დაცვის საშუალებას. ცეცხლი ასოცირდებოდა მზესთან, ხორის თვალთან, რომელიც ანადგურებდა სიბნელეს და მასთან ერთად ბოროტ ძალებს, რომლებიც წყვდიადში არსებობდნენ, ამიტომ ის ტაძრის განსაწმენდად გამოიყენებოდა.

რელიგიური ცერემონიების დროს და ახალი წლის ღამეს ტაძრებში ჩირაღდნებს ანთებდნენ. მნიშვნელოვანი იყო ცეცხლი გარდაცვლილთა კულტშიც. გარდაცვლილი თავს იცავდა ცეცხლით სიბნელისა და ღამის სულებისაგან. „ცეცხლის დანთებისადმი“ ცალკე თავია მიძღვნილი „მკვდართა წიგნში“. მუმიის დამცველ სიმბოლოებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ლამპარს და ჩირაღდანს. როგორც გამანადგურებელი ძალა, ცეცხლი ურეუსში ბუდობდა და მისი მატარებლის მტრებს ანადგურებდა. გამანადგურებელი ცეცხლით იყვნენ ასევე დაჯილდოებულნი საიქიო სამყაროს დემონები, რომლებიც ცეცხლს „აფურთხებდნენ“ მოწინააღმდეგეს. საიქიო სამყაროს ძნელ გზაზე გარდაცვლილს ცეცხლოვანი ნაკადების გადალახვაც უწევდა (ორი გზის წიგნი).

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები