ციფრული რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ციფრული რუკა – (digital map), ზოგადგეოგრაფიული, თემატური ან სპეციალური რუკის ციფრული მოდელი. მიიღება კარტოგრაფიული წყაროების დიგიტალიზაცის, დისტანციური ზონდირების მონაცემთა ფოტოგრამმეტრიული დამუშავების, საველე აგეგმვის მონაცემების რეგისტრაციის გზით. წარმოდგენილია х და у კოორდინატების რიცხვითი მნიშვნელობებით, z აპლიკატით და კოდირებული ატრიბუტული მონაცემებით. წარმოადგენს საფუძველს ტრადიციული და ელექტრონული რუკების შესადგენად.