ცხვირის და ცხვირ-ხახის პოლიპოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხვირის და ცხვირ-ხახის პოლიპოზი — ამ დროს მიმდინარეობს ცხვირის ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიანი დეგენერაცია, რომელიც, წესით, არასოდეს განიცდის მალიგნიზაციას. მისი ლოკალიზაცია, როგორც წესი, ეთმოიდურ წიაღშია და პროცესი ორმხრივად მიმდინარეობს. ძგიდის და ნიჟარების ქსოვილი ინტაქტურია.

მოზრდილების პოლიპოზი

ეს პათოლოგია არცთუ ისე იშვიათია. როგორც წესი, იგი რინო-სინუსიტის შემდეგ, შეშუპებით ვითარდება.

მისი კლინიკური ნიშნებია:

— ქრონიკული, ცხვირის ორმხრივი ან ცალმხრივი ობსტრუქცია;
ანოსმია;
რინორეა;

რინოსკოპიით ჩანს:

— დიდი ზომის პოლიპი, რომელიც ხშირად ქოანებში გადადის;
— პატარა მრავლობითი პოლიპები, რომლებიც მხოლოდ ფიბროსკოპით ჩანს შუა სავალში;

CT კვლევა ცხადყოფს წიაღების ნაწილობრივ ან ტოტალურ დაჩრდილვას.

ამ კლინიკის შემთხვევაში, პაციენტი საჭიროებს:

— ალერგიული კვლევის ჩატარებას, რომელიც ხშირად უარყოფითია;
— თანმხლები ასთმის გამორიცხვას;
— ასპირინის მიმართ ალერგიულობის გამორიცხვას;
— პნევმოლოგის კონსულტაციას ბრონქული პათოლოგიის გამოსარიცხად. ბრონქული ჰიპერაქტივობის შემთხვევაში, მკურნალობა პნევმოლოგთან ერთად უნდა წარიმართოს.


FERNAND-WIDAL-ის სინდრომი, ასპირინის დაავადება ამ დაავადების მიზეზი ასპირინის მიმართ აუტანლობა გახლავთ. მსგავსი აუტანლობა შესაძლოა სხვა, არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და საჭმლის ინდუსტრიაში გამოყენებადი, ფერის მიმცემი პრეპარატის, ტარტრაზინის მიმართაც არსებობდეს.

აუტანლობის მექანიზმი არ არის ჩვეული იმუნოლოგიურ-ალერგიული მექანიზმი. იგი პირდაპირ ქსოვილის ანთებით რეცეპტორებზე მოქმედებს.

ჩვეული ფორმის დროს, ასპირინის აუტანლობას თან ახლავს პოლიპოზი და მძიმე ასთმური სინდრომი. ასევე, არსებობს მხოლოდ პოლიპოზური ფორმებიც.

აღსანიშნავია, რომ ვაზომოტორული რინიტი ხშირად აუტანლობის პირველ ნიშანს წარმოადგენს. ამის გამოსარკვევად, სტაციონარულ პირობებში (ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში), შეიძლება მაპროვოცირებელი ტესტის გაკეთება ასპირინით.

მკურნალობა

მკურნალობა მედიკამენტოზურია და ეფუძნება კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს:

  1. Per oss ფორმები (MEDROL, SOLUPRED);
  2. ადგილობრივი სტეროიდები (Etacid,Dymista);

ასევე, შესაძლოა უპრიანი იყოს თამბაქოს და სხვა ალერგიული ნივთიერებების აკრძალვა და ანტიჰისტამინური თერაპია.

პოლიპოზის ქირურგიული მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, როცა მედიკამენტოზურ მკურნალობას არ მოაქვს შედეგი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოპერაციის მიუხედავად, პაციენტმა მუდმივად უნდა მიიღოს ადგილობრივი სტეროიდები.

ქირურგიული მკურნალობის დროს, ჩვენ SHAVER-ით ვკვეთთ პოლიპებს. ეს საგძნობლად ამცირებს რეციდივებს.

NOTA BENE
  • ცხვირის პოლიპოზი, როგორც წესი, ორმხრივია. მისი ცალმხრივობის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ვივარაუდოთ არა ალერგიული, არამედ, სიმსივნოვანი პროცესი.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები