წრფის განტოლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წრფის განტოლება სხვადასხვა სახით დეკარტის კოორდინატებში ს ი ბ რ ტ ყ ე ზ ე.


1) ზოგადი სახის. Ax+By+C=0. (1)

A და B ერთდროულად არ უდრიან ნულს.


2) საკუთხო კოეფიციენტით. წრფე ადგენს φ კუთხეს 0x ღერძის დადებით მიმართულებასთან და კვეთს 0y ღერძს (0,b) წერტილში.

y = kx + b, k = tgφ. (2)

k -ს ეწოდება საკუთხო კოეფიციენტი.


3) ღერძთა მონაკვეთებში. წრფე კვეთს Ox ღერძს (a,0) წერტილში და 0y ღერძს (0,b) წერტილში:

Wrfi021.png (a≠0, b≠0). (3)


4) ნორმალური სახის განტოლება. x cos θ + y sinθ - p = 0, (4)

სადაც P – კოორდინატთა სათავიდან წრფეზე დაშვებული პერპენდიკულარის სიგრძეა, ხოლო θ – კუთხე 0x ღერძის დადებით მიმართულებასა და პერპენდიკულარს შორის.

ნორმალური სახის (4) განტოლება შეიძლება მიღებული იქნას ზოგადი სახის (1) განტოლებიდანაც, თუ მას გავამრავლებთ მაინტეგრებელ μ მამრავლზე

Wrfi031.png

μ -ს და C-ს ნიშნები ურთიერთსაწინააღმდეგო აქვთ.

თუ წრფის განტოლება მოცემულია ზოგადი სახით, მაშინ არსებობს დამოკიდებულებები:

(2)-ში: k = - A/B, φ = θ - π/2, როცა k>0; φ = θ + π/2, როცა k<0.
(3)-ში: a = -C/A, b = -C/B;
(4)-ში: Wrfi039.png


5) წრფეთა კონის განტოლება ცენტრით M(x0, y0) წერტილში:

y - y0 = k (x - x0). (5)


6) მოცემულ ორ M1 (x1, y1) და M2 (x2, y2) წერტილზე გამავალი წრფის განტოლება:

Wrfi049.png (6)


7) მანძილი M0 (x0, y0) წერტილიდან Ax + By + C = 0 წრფემდე:

Wrfi059.png (7)

ხოლო (4) სახით მოცემულ x cos θ + y sinθ − p = 0 წრფემდე

δ = x0 cos θ + y0 sinθ − p.


8) კუთხე ორ მოცემულ წრფეს შორის:

ა) თუ წრფეთა განტოლებები მოცემულია (1) ფორმით, მაშინ
Wrfi065.png (8)


ბ) თუ წრფეთა განტოლებები მოცემულია (2) ფორმით, მაშინ
Wrfi067.png


9) ორი წრფე იკვეთება ერთ წერტილში, როცა

Wrfi069.png ან k1≠k2; (9)


10) ორი წრფის პარალელობის პირობა:

Wrfi073.png ან k1=k2; (10)


11) ორი წრფის ურთიერთპერპენდიკულარობის პირობა:

A1A2 + B1B2 = 0, ან k1k2 = - 1. (11)


ს ი ვ რ ც ე შ ი


12) ზოგადი სახის: წრფე, როგორც ორი სიბრტყის თანაკვეთა:

Wrfiv081.png


13) მოცემულ ორ M1(x1, y1, z1) და M2 (x2, y2, z2) წერტილზე გამავალი წრფის განტოლება:

Wrfi087.png (13)


14) მოცემულ M1(x1, y1, z1) წერტილზე გამავალი და მიმმართველი Wrfi089.png (ℓ, m, n) ვექტორის პარალელური წრფის განტოლება:

Wrfi093.png (კანონიკური განტოლება), (14)

ან x = x1 + ℓt, y = y1 + mt, z = z1 + nt (პარამეტრული განტოლება).


15) კუთხე ორ მოცემულ წრფეს შორის:

თუ წრფეთა განტოლებები მოცემულია (14) ფორმით, მაშინ

Wrfi097.png (15)


16) ორი წრფის პარალელობის პირობა:

Wrfi099.png (16)


17) ორი წრფის ურთიერთპერპენდიკულარობის პირობა:

l1l2 + m1m2 + n1n2 = 0. (17)

პირველად პ. ფერმამ (1636) გამოთქვა შენიშვნა, რომ ნებისმიერი პირველი ხარისხის ორი ცვლადის განტოლება არის წრფის განტოლება. ამ ფაქტის დამტკიცება მოგვცა ი. დე ვიტომ (1658-1659). წრფის ნორმალური განტოლება ო. კოშისთან გვხვდება, მაგრამ საყოველთაო ხმარებაში შემოვიდა ო. გესეს გეომეტრიის სახელმძღვანელოს გამოსვლის შემდეგ (1861). კანონიკური ფორმით წრფის განტოლება სივრცეში შემოიღო ო. კოშიმ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები