ჭედადი თუჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ჭედადი თუჯი − რბილი და ბლანტი თუჯის სახეობა. მიიღება თეთრი თუჯის სხმულების ხანგრძლივი მოწვით და შემდეგი თერმული დამუშავებით. ამ დროს ნახშირბადი იღებს ფიფქისებრი გრაფიტის სახეს. გრაფიტიზაციის პროცესის დასაჩქარებლად და თვისებების გასაუმჯობესებლად მიმართავენ ჭედადი თუჯის მოდიფიცირებას მეტალური დანამატებით, როგორებიცაა: ალუმინი, ბორი, სტიბიუმი, ტიტანი, ტანტალი, ნიბიუმი, თუთია, ბისმუტი და სხვ. მეტალურგიული ქარხნები ძირითადად აწარმოებენ ფერიტულ და პერლიტურ ჭედად თუჯს, რომლისაგანაც ამზადებენ მანქანების მუხლა და გამანაწილებელ ლილვებს, დიზელის ძრავების დგუშებს, მოჭიდების დეტალებს, სარქვლების მხრეულებს და ა.შ. ჭედადი თუჯი კარგად მუშაობს მაღალი ტემპერატურის პირობებში, კარგად აქრობს ვიბრაციას, აქვს მაღალი დაღლილობითი სიმტკიცე და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები