ხალხური ლექსწყობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხალხური ლექსწყობა – რიტმულად ორგანიზებული ხალხური ლექსის სისტემა. ხალხური ლექსწყობის ფორმირებაში, ენობრივ მოვლენებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მუსიკამ და შესრულების გუნდურმა წესებმა. ხალხური ლექსის სასიმღერო ხასიათი ხალხური ლექსწყობის მუსიკასთან მჭიდრო კავშირმაც განაპირობა. დროთა განმავლობაში ხალხურმა ლექსწყობამ დამოუკიდებელი არსებობის უნარი შეიძინა, მაგრამ მუსიკის კვალი მის ბუნებას ბოლომდე შემორჩა. ქართული ხალხური ლექსწყობის ძირითადი კომპონენტებია: რიტმი, საზომი, რითმა, მახვილი, ინტონაცია, სტროფი. სალექსო სისტემის თვალსაზრსით იგი ახლოს დგას სილაბურ-ტონურთან.

ჯ. ბარდაველიძე



ლიტერატურა

ჯ. ბარდაველიძე, ქართული ხალხური ლექსწყობის საკითხები, 1960.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები