ხატმეხიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხატმეხიტი – (ეგვ. HB.t mhj.t, „თევზებიდან პირველი“), მენდესის ქალღმერთი, შესაძლოა უძველეს დროში იგივე სახელი ერქვა ნომს. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, თევზით თავზე, თევზის სახეობა დღეს უცნობია. იყო მენდესის ვერძის მეუღლე. გვიანდელი პერიოდის ოსირისის მითში ეხმარება ისიდას ოსირისის ნაწილების მოძებნაში, რის გამოც ხდება მისი ისიდასთან გაიგივება. გვხვდება ასევე, როგორც ხატხორის ერთ-ერთი გამოვლინების ფორმა.