ხსეფარნუგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხსეფარნუგი – ქართლის (იბერიის) მეფე II საუკუნის 60-იან წლებში. მას მოიხსენიებს არმაზისხევის ნეკროპოლში აღმოჩენილი ხსეფარნუგის ეზოსმოძღვრის უდროოდ გარდაცვლილი მეუღლის სერაფიტის საფლავის ქვის წარწერა. მასში ნათქვამია, რომ იოდმანგმანის (ეზოსმოძღვარი) მამა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარი იყო. სერაფიტის მამა კი - ფარსმან მეფის პიტიახში. ე.ი. ხსეფარნუგის წინამორბედი ფარსმან II იყო.

წარწერაში ყველა პიროვნების მამის სახელია მოხსენიებული, გარდა ხსეფარნუგ მეფისა. ლეონტი მროველის მიხედვით ფარსმან II ქველი მოწამლული იქნა. ამის გამო გ. მელიქიშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება ფარსმან II მართლაც შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ტახტი მისმა უშუალო მემკვიდრემ კი არ დაიკავა, არამედ ხსეფარნუგმა.

წარწერაში იოდმინგანი იწოდება „ძლევამოსილად და მრავალი გამარჯვების მომპოვებლად“. ე.ი. ამ დროს იბერია წარმატებით აწარმოებდა საგარეო ომებს.

ხსეფარნუგი არც ლეონტი მროველთან და არც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის.


წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები