ჯეი ჯონ
ჯონ ჯეი – (ინგლ. John Jay, 12 დეკემბერი [23 დეკემბერი] 1745 — 17 მაისი 1829), აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი.
1774-77 – კონტინენტური კონგრესის დელეგატი;
1778-79 – ამავე კონგრესის პრეზიდენტი;
1776-77 – ნიუ-იორკის შტატის პროვინციული კონგრესის წევრი. მონაწილეობდა ამ შტატის კონსტიტუციის შემუშავებაში;
1777-78 – ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე;
1779-82 – სრულუფლებიანი დესპანი, წარგზავნილი ესპანეთში მოსალაპარაკებლად აშშ-ის ცნობის, ფინანსური დახმარებისა და დიდი ბრიტანეთის საწინააღმდეგო სამხედრო კავშირის შესაქმნელად;
1782-83 – კონგრესის რწმუნებული პარიზში დიდ ბრიტანეთთან საზავო მოლაპარაკებისათვის, აქტიურად მონაწილეობდა ვერსალის (ამერიკა-ინგლისის) საზავო ხელშეკრულების 1782 შემუშავებაში;
1782-89 – კონტინენტური კონგრესის მდივანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, აქტიურად საქმიანობდა 1789 კონსტიტუციის მისაღებად;
1789-95 – აშშ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, აწარმოებდა მოლაპარაკებას დიდ ბრიტანეთთან და დადო მასთან ხელშეკრულება მეგობრობისა და ვაჭრობის (ჯეის ხელშეკრულება 1794) შესახებ;
1795-1801 – ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი;
1801-დან ჩამოსცილდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.