ჰიპსელისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიპსელისი – მეთერთმეტე ზემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი. რატომ ეძახდნენ ბერძნები ჰიპსელისს (Hypselis), გარკვეული არ არის. მდებარეობდა ასიუტიდან სამხრეთ დასავლეთით, თანამედროვე სოფელ შუტებთან. ნომის ნიშანი სეტხის ცხოველია ჩარჭობილი დანით. ხორის და სეტხის მითში ჰიპსელისი მოხსენიებულია, როგორც მათი შერიგების ადგილი. ამის გამოძახილია ნეკროპოლისის სახელი „ორივე ღმერთის ადგილი“ და ადგილობრივი ქურუმის წოდება „შემრიგებელი“. ძალიან ადრე სეტხის, როგორც ქალაქის მთავარი ღვთაების ადგილი ხნუმმა დაიკავა. მისი საკრალური ცხოველის, ცხვრის თავის ქალები ნაპოვნია ჰიპსელისის მოპირდაპირე მხარეს, ელ ბორშასთან.