ურაველი (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყრო)
(წყრო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[კატეგორია:მდინარეები სამხრეთ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:მდინარეები სამხრეთ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:მდინარეები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]]
 
[[კატეგორია:მდინარეები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]]
 +
[[კატეგორია:მტკვრის შენაკადები]]

მიმდინარე ცვლილება 17:39, 19 მაისი 2024 მდგომარეობით

ურაველი, (სატალაო, კალმახის წყალი, ცუნქისჴევი) – მდინარე ერუშეთის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მთა გუმბათის ჩრდილოეთ კალთაზე და მდინარე მტკვარს ერთვის სოფელ მინაძესთან (ახალციხის მუნიციპალიტეტი). მისი სიგრძეა 31 კმ, აუზის ფართობი – 338 კმ2

წყალდიდობა ახასიათებს გაზაფხულზე. წყალს იყენებენ სარწყავად. მასზე აგებულია ჰიდროელექტროსადგური. მდინარე ურავლის ხეობაში მდებარეობს ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი ურაველი, სადაც ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყალი. ხეობის ზედა წელში სუბალპური და ალპური მდელოებია, ხოლო ქვედა ნაწილში – ტყეები მუხის, ფიჭვის, არყის ხისა და წიფლის მონაწილეობით. ვახუშტი ბაგრატიონი მას ცუნქისჴევის სახელით იხსენიებს: „ახალციხისწყლისა მტკვრის შესართავს ზეით, მტკვარს მოერთვის ცუნქისჴევი. გამოსდის ერუშეთის მთას და მოდის აღმოსავლეთ-ჩდილოს შორის“.


[რედაქტირება] წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები