ორფევსი
| (2 მომხმარებლების 10 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ორფევსი''' – ''(ბერძნ.)'' თრაკიელი მგოსანი, მდინარის ღმერთის, ეაგროსის (სხვა ვერსიით, [[აპოლონი]]ს) და [[კალიოპე]]ს (სხვა ვერსიით, [[პოლიჰიმნია]]ს) ძე. | '''ორფევსი''' – ''(ბერძნ.)'' თრაკიელი მგოსანი, მდინარის ღმერთის, ეაგროსის (სხვა ვერსიით, [[აპოლონი]]ს) და [[კალიოპე]]ს (სხვა ვერსიით, [[პოლიჰიმნია]]ს) ძე. | ||
| − | [[ფაილი:Orfevsi.jpg|thumb|250პქ|'''ორფევსი'''.
კილიქსის ფერწერა (ძვ.წ. 470 წ.), ათენი, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი]] | + | [[ფაილი:Orfevsi.jpg|thumb|250პქ|'''ორფევსი'''.
კილიქსის [[ფერწერა]] (ძვ.წ. 470 წ.), ათენი, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი]] |
| − | [[ფაილი:Hermesi | + | [[ფაილი:Hermesi evridike da orfevsi.jpg|thumb|250პქ|მარცხნივ|'''ჰერმესი, ევრიდიკე და ორფევსი.'''
[[ბარელიეფი]] (ძვ.წ. V ს. დედნის ახ.წ. II ს. ასლი), ნეაპოლი, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი.]] |
[[ფაილი:Orfevsi1.jpg|thumb|250პქ|'''ორფევსი'''.
მოზაიკა (ახ.წ. III ს.), პალერმო, ეროვნული მუზეუმი.]] | [[ფაილი:Orfevsi1.jpg|thumb|250პქ|'''ორფევსი'''.
მოზაიკა (ახ.წ. III ს.), პალერმო, ეროვნული მუზეუმი.]] | ||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
გამო გარდაიცვალა. | გამო გარდაიცვალა. | ||
| − | უსაზღვრო იყო ორფევსის მწუხარება. აღარც მღეროდა, არც უკრავდა, ტყედ და ველად დაეხეტებოდა და საწყალობლად მოუხმობდა თავის მეუღლეს. მას მხოლოდ [[ექო]] პასუხობდა. მაშინ ორფევსმა საოცარი გადაწყვეტილება მიიღო: მიწის | + | უსაზღვრო იყო ორფევსის მწუხარება. აღარც მღეროდა, არც უკრავდა, ტყედ და ველად დაეხეტებოდა და საწყალობლად მოუხმობდა თავის მეუღლეს. მას მხოლოდ [[ექო (მითოლოგია)|ექო]] პასუხობდა. მაშინ ორფევსმა საოცარი გადაწყვეტილება მიიღო: მიწის |
ქვეშ ჩასვლა განიზრახა. თან მხოლოდ თავისი ჯადოსნური ჩანგი წაიღო. [[ქარონი]] ისე მოიხიბლა მისი სიმღერით, რომ წარბშეუხრელად გადაიყვანა [[სტიქსი]]ს მეორე ნაპირზე. აქ [[კერბეროსი|კერბეროსმა]], თვით კერბეროსმაც არ დაიყეფა! | ქვეშ ჩასვლა განიზრახა. თან მხოლოდ თავისი ჯადოსნური ჩანგი წაიღო. [[ქარონი]] ისე მოიხიბლა მისი სიმღერით, რომ წარბშეუხრელად გადაიყვანა [[სტიქსი]]ს მეორე ნაპირზე. აქ [[კერბეროსი|კერბეროსმა]], თვით კერბეროსმაც არ დაიყეფა! | ||
| − | გალობა არ შეუწყვეტია ორფევსს [[ჰადესი]] | + | გალობა არ შეუწყვეტია ორფევსს [[ჰადესი (ქვესკნელი)|ჰადესის]] განმგებელთა გარემოცვაშიც. იგი, ოდნავ ეხებოდა რა სიმებს, მოთქვამდა თავის |
| − | ბედზე და ეს მოთქმა მომაჯადოებელ სიმღერებად მოიღვრებოდა. მდუმარების სამეფო უწინდელზე მეტად გაირინდა და სასწაულთაგან უდიდესი სასწაული მოხდა: დაუცხრომელი [[ერინიები]], მრისხანე, უმოწყალო ერინიები ატირდნენ! | + | ბედზე და ეს [[მოთქმა]] მომაჯადოებელ სიმღერებად მოიღვრებოდა. მდუმარების სამეფო უწინდელზე მეტად გაირინდა და სასწაულთაგან უდიდესი სასწაული მოხდა: დაუცხრომელი [[ერინიები]], მრისხანე, უმოწყალო ერინიები ატირდნენ! |
| − | ჰადესმა შეისმინა ორფევსის ვედრება და ევრიდიკე დაუბრუნა. [[ჰერმესი|ჰერმესს]] უბრძანა მათი გაცილება, თან გააფრთხილა: | + | [[ჰადესი (ღმერთი)|ჰადესმა]] შეისმინა ორფევსის ვედრება და ევრიდიკე დაუბრუნა. [[ჰერმესი|ჰერმესს]] უბრძანა მათი გაცილება, თან გააფრთხილა: |
ორფევსის უკან უნდა ევლო ევრიდიკეს, მათ კვალდაკვალ კი – ჰერმესს. ორფევსს არასგზით უკან არ უნდა მიეხედა. გზა იყო ბნელი, იდუმალი, საოცრად გრძელი. და სადაც იყო, დღის ნათელიც გამოჩნდებოდა, რომ ორფევსი შეიპყრო დაუძლეველმა | ორფევსის უკან უნდა ევლო ევრიდიკეს, მათ კვალდაკვალ კი – ჰერმესს. ორფევსს არასგზით უკან არ უნდა მიეხედა. გზა იყო ბნელი, იდუმალი, საოცრად გრძელი. და სადაც იყო, დღის ნათელიც გამოჩნდებოდა, რომ ორფევსი შეიპყრო დაუძლეველმა | ||
სურვილმა, თვალი შეევლო ევრიდიკესთვის. მიიხედა თუ არა უკან, სამუდამოდ დაკარგა საყვარელი მეუღლე. იგი მარტო ამოვიდა დედამიწაზე. ამაოდ დაეძებდა ევრიდიკეს, ამაოდ ლამობდა კვლავ ჰადესში ჩასვლას. აღარავინ შეისმინა მისი ვედრება. კვლავ მშობლიურ თრაკიაში დაბრუნდა მგოსანი, მთებსა და ველებს მისი მოთქმა ეფინებოდა. ერთხელ, შეღამებისას [[ბაკქი ქალები|ბაკქ ქალებს]] გადაეყარა. გონებიდან გადასულმა [[მენადები|მენადებმა]] ასო-ასო აკუწეს იგი. ორფევსის თავი მდინარეში ჩავარდა და უსიცოცხლო ბაგეებით კვლავ ევრიდიკეს მოუხმობდა. მდინარემ მგოსნის თავი ზღვაში შეაცურა, | სურვილმა, თვალი შეევლო ევრიდიკესთვის. მიიხედა თუ არა უკან, სამუდამოდ დაკარგა საყვარელი მეუღლე. იგი მარტო ამოვიდა დედამიწაზე. ამაოდ დაეძებდა ევრიდიკეს, ამაოდ ლამობდა კვლავ ჰადესში ჩასვლას. აღარავინ შეისმინა მისი ვედრება. კვლავ მშობლიურ თრაკიაში დაბრუნდა მგოსანი, მთებსა და ველებს მისი მოთქმა ეფინებოდა. ერთხელ, შეღამებისას [[ბაკქი ქალები|ბაკქ ქალებს]] გადაეყარა. გონებიდან გადასულმა [[მენადები|მენადებმა]] ასო-ასო აკუწეს იგი. ორფევსის თავი მდინარეში ჩავარდა და უსიცოცხლო ბაგეებით კვლავ ევრიდიკეს მოუხმობდა. მდინარემ მგოსნის თავი ზღვაში შეაცურა, | ||
ხოლო ზვირთებმა კუნძულ ლესბოსზე გარიყეს. აქვე დაკრძალეს. მალე მის საფლავზე [[ორაკული]]ც გაჩნდა. [[მუზები|მუზებმა]] კი, რომელთა მსახურიც იყო მგოსანი, მისი სხეულის ნაწილები შეაგროვეს და [[ოლიმპოსი]]ს ძირას მიუჩინეს სამუდამო სასუფეველი. | ხოლო ზვირთებმა კუნძულ ლესბოსზე გარიყეს. აქვე დაკრძალეს. მალე მის საფლავზე [[ორაკული]]ც გაჩნდა. [[მუზები|მუზებმა]] კი, რომელთა მსახურიც იყო მგოსანი, მისი სხეულის ნაწილები შეაგროვეს და [[ოლიმპოსი]]ს ძირას მიუჩინეს სამუდამო სასუფეველი. | ||
| − | ანტიკური სამყაროდან ჩვენამდე შემორჩა ლარნაკთა ფერწერის დიდებული ნიმუშები, სადაც ორფევსის მითის ეპიზოდებია | + | [[ანტიკური]] სამყაროდან ჩვენამდე შემორჩა ლარნაკთა ფერწერის დიდებული ნიმუშები, სადაც ორფევსის მითის ეპიზოდებია |
ასახული. ამ შეყვარებულ მგოსანს [[ესქილე]]ს, ევრიპიდეს, ოვიდიუსის, ვერგილიუსის, შელის, რილკეს, ბრიუსოვის, ცვეტაევას და სხვა სახელოვან მწერალთა მრავალი ქმნილება მიეძღვნა. მნახველთა აღტაცებას იწვევს რუბენსისა და კანოვას ქანდაკებები. ოფენბახის, გლუკის, ჰაიდნის, ლისტის, ბერლიოზისა თუ სტრავინსკის მუსიკალური ნაწარმოებები. | ასახული. ამ შეყვარებულ მგოსანს [[ესქილე]]ს, ევრიპიდეს, ოვიდიუსის, ვერგილიუსის, შელის, რილკეს, ბრიუსოვის, ცვეტაევას და სხვა სახელოვან მწერალთა მრავალი ქმნილება მიეძღვნა. მნახველთა აღტაცებას იწვევს რუბენსისა და კანოვას ქანდაკებები. ოფენბახის, გლუკის, ჰაიდნის, ლისტის, ბერლიოზისა თუ სტრავინსკის მუსიკალური ნაწარმოებები. | ||
| ხაზი 38: | ხაზი 38: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითიური პოეტები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითიური მომღერლები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 20:05, 11 ნოემბერი 2021 მდგომარეობით
ორფევსი – (ბერძნ.) თრაკიელი მგოსანი, მდინარის ღმერთის, ეაგროსის (სხვა ვერსიით, აპოლონის) და კალიოპეს (სხვა ვერსიით, პოლიჰიმნიას) ძე.
ანტიკურ სამყაროშივე მოიპოვა საყოველთაო აღიარება მითოსმა ორფევსისა და ევრიდიკეს საბედისწერო სიყვარულზე. ამ ამაღელვებელმა ლეგენდამ საუკუნეები გამოიარა და მწერალთა შთაგონების წყაროდ იქცა. მითი კი ასეთია: თრაკიის მეფე ორფევსი, ახალგაზრდობითა და მშვენიერებით გამორჩეული, დიდებულად უკრავდა ჩანგზე და მღეროდა. ყველა სულდგმული სულგანაბული ყურს უგდებდა მის მუსიკობას. ხეები მისკენ ხრიდნენ რტოებს, მდინარეები ჩერდებოდნენ, ნადირები ფეხთით უწვებოდნენ, მთები იძროდნენ, ხოლო ორფევსი, საყოველთაო ყურადღებით გარემოცული, საოცარი ჰანგებით ავსებდა სამყაროს.
მას ცოლად ჰყავდა ხის მშვენიერი ნიმფა ევრიდიკე. მისი სილამაზე ყველას ხიბლავდა. ერთხელ იგი აპოლონის ძემ, არისტეოსმა იხილა და შეიყვარა. რა თქმა უნდა, მან არ იცოდა, რომ ევრიდიკე ორფევსის საყვარელი მეუღლე იყო, თორემ არც იფიქრებდა დადევნებას. ნიმფა გაექცა. ამ დროს კი მოხდა საშინელი რამ: ევრიდიკე შემთხვევით გველმა დაგესლა და ამის გამო გარდაიცვალა.
უსაზღვრო იყო ორფევსის მწუხარება. აღარც მღეროდა, არც უკრავდა, ტყედ და ველად დაეხეტებოდა და საწყალობლად მოუხმობდა თავის მეუღლეს. მას მხოლოდ ექო პასუხობდა. მაშინ ორფევსმა საოცარი გადაწყვეტილება მიიღო: მიწის ქვეშ ჩასვლა განიზრახა. თან მხოლოდ თავისი ჯადოსნური ჩანგი წაიღო. ქარონი ისე მოიხიბლა მისი სიმღერით, რომ წარბშეუხრელად გადაიყვანა სტიქსის მეორე ნაპირზე. აქ კერბეროსმა, თვით კერბეროსმაც არ დაიყეფა! გალობა არ შეუწყვეტია ორფევსს ჰადესის განმგებელთა გარემოცვაშიც. იგი, ოდნავ ეხებოდა რა სიმებს, მოთქვამდა თავის ბედზე და ეს მოთქმა მომაჯადოებელ სიმღერებად მოიღვრებოდა. მდუმარების სამეფო უწინდელზე მეტად გაირინდა და სასწაულთაგან უდიდესი სასწაული მოხდა: დაუცხრომელი ერინიები, მრისხანე, უმოწყალო ერინიები ატირდნენ!
ჰადესმა შეისმინა ორფევსის ვედრება და ევრიდიკე დაუბრუნა. ჰერმესს უბრძანა მათი გაცილება, თან გააფრთხილა: ორფევსის უკან უნდა ევლო ევრიდიკეს, მათ კვალდაკვალ კი – ჰერმესს. ორფევსს არასგზით უკან არ უნდა მიეხედა. გზა იყო ბნელი, იდუმალი, საოცრად გრძელი. და სადაც იყო, დღის ნათელიც გამოჩნდებოდა, რომ ორფევსი შეიპყრო დაუძლეველმა სურვილმა, თვალი შეევლო ევრიდიკესთვის. მიიხედა თუ არა უკან, სამუდამოდ დაკარგა საყვარელი მეუღლე. იგი მარტო ამოვიდა დედამიწაზე. ამაოდ დაეძებდა ევრიდიკეს, ამაოდ ლამობდა კვლავ ჰადესში ჩასვლას. აღარავინ შეისმინა მისი ვედრება. კვლავ მშობლიურ თრაკიაში დაბრუნდა მგოსანი, მთებსა და ველებს მისი მოთქმა ეფინებოდა. ერთხელ, შეღამებისას ბაკქ ქალებს გადაეყარა. გონებიდან გადასულმა მენადებმა ასო-ასო აკუწეს იგი. ორფევსის თავი მდინარეში ჩავარდა და უსიცოცხლო ბაგეებით კვლავ ევრიდიკეს მოუხმობდა. მდინარემ მგოსნის თავი ზღვაში შეაცურა, ხოლო ზვირთებმა კუნძულ ლესბოსზე გარიყეს. აქვე დაკრძალეს. მალე მის საფლავზე ორაკულიც გაჩნდა. მუზებმა კი, რომელთა მსახურიც იყო მგოსანი, მისი სხეულის ნაწილები შეაგროვეს და ოლიმპოსის ძირას მიუჩინეს სამუდამო სასუფეველი.
ანტიკური სამყაროდან ჩვენამდე შემორჩა ლარნაკთა ფერწერის დიდებული ნიმუშები, სადაც ორფევსის მითის ეპიზოდებია ასახული. ამ შეყვარებულ მგოსანს ესქილეს, ევრიპიდეს, ოვიდიუსის, ვერგილიუსის, შელის, რილკეს, ბრიუსოვის, ცვეტაევას და სხვა სახელოვან მწერალთა მრავალი ქმნილება მიეძღვნა. მნახველთა აღტაცებას იწვევს რუბენსისა და კანოვას ქანდაკებები. ოფენბახის, გლუკის, ჰაიდნის, ლისტის, ბერლიოზისა თუ სტრავინსკის მუსიკალური ნაწარმოებები.
თანამედროვე სამყაროში ორფევსი დიდებული მგოსნის სინონიმად იქცა.