ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია
(ახალი გვერდი: '''ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია''' - (neoclassic economic theory) - [[ეკონომიკუ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია''' - (neoclassic economic theory) | + | '''ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია''' - (neoclassic economic theory), [[ეკონომიკური თეორია|ეკონომიკური თეორიის]] ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. წარმოიშვა XIX საუკუნის 70-იან წლებში. მის სათავეებთან იდგნენ [[მენგერი კარლი|კ. მენგერი]], ფ. ვიზერი, [[ბემ-ბავერკი ოიგენ|ო. ბემ-ბავერკი]] ([[ავსტრიული სკოლა (ეკონომიკა)|ავსტრიული სკოლა]]), უ. ჯევონსი, [[ვალრასი ლეონ|ლ. ვალრასი]], ვ. პარეტო (მათემატიკური სკოლა) ჯ. ბ. კლარკი (ზღვრული მწარმოებლურობის ამერიკული სკოლა). ნეოკლასიკურმა მიმართულებამ დასრულებული სახეა. მარშალის (კემბრიჯის სკოლა) ნაშრომებში მიიღო. მისი თანამედროვე წარმომადგენლები არიან ჯ. ჰიკსი ([[დიდი ბრიტანეთი]]), [[სოლოუ რობერტ|რ. სოლოუ]], მ. ბრაუნი (აშშ) და სხვები. |
− | ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია ეყრდნობა XX საუკუნის მარჟინალიზმის ძირითად მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. იგი წარმოიშვა, პირველ ყოვლისა, შრომითი ღირებულების თეორიის კრიტიკული გადასინჯვის საფუძველზე. ავსტრიული და მათემატიკური სკოლის წარმომადგენლებმა, აგრეთვე ჯ. ბ. კლარკმა, დასაბამი მისცეს ზღვრული სარგებლიანობის | + | ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია ეყრდნობა XX საუკუნის [[მარჟინალიზმი|მარჟინალიზმის]] ძირითად მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. იგი წარმოიშვა, პირველ ყოვლისა, შრომითი ღირებულების თეორიის კრიტიკული გადასინჯვის საფუძველზე. ავსტრიული და მათემატიკური სკოლის წარმომადგენლებმა, აგრეთვე ჯ. ბ. კლარკმა, დასაბამი მისცეს [[ზღვრული სარგებლიანობის თეორია]]ს. |
− | პირველი ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელი, რომელშიც ზღვრული სარგებლიანობა | + | პირველი ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელი, რომელშიც ზღვრული სარგებლიანობა [[ფასი]]ს ერთადერთ საფუძვლად არის მიჩნეული, შექმნა ჯევონსმა. მოგვიანებით ეს კონცეფცია განავითარა ვალრასმა საყოველთაო ეკონომიკური წონასწორობის მოდელის ასაგებად. ზღვრული სარგებლიანობის თეორიის |
ზოგადმა პრინციპებმა შემდგომი განვითარება პოვა კლარკის ზღვრული მწარმოებლურობის თეორიაში. ნეოკლასიკურ თეორიას სერიოზული დარტყმა მიაყენა კეინზიანელობის წარმოშობამ. კეინზიანელების კრიტიკისა და ეკონომიკაში წარმოქმნილი ახალი მოთხოვნილებების გავლენით, ნეოკლასიკური | ზოგადმა პრინციპებმა შემდგომი განვითარება პოვა კლარკის ზღვრული მწარმოებლურობის თეორიაში. ნეოკლასიკურ თეორიას სერიოზული დარტყმა მიაყენა კეინზიანელობის წარმოშობამ. კეინზიანელების კრიტიკისა და ეკონომიკაში წარმოქმნილი ახალი მოთხოვნილებების გავლენით, ნეოკლასიკური | ||
− | მიმართულების მიმდევრებმა გადასინჯეს ზოგიერთი ძველი კონცეფცია და ნაწილობრივ შეცვალეს თავიანთი დამოკიდებულება [[სახელმწიფო|სახელმწიფოს]] მიმართ. ისინი აღიარებენ | + | მიმართულების მიმდევრებმა გადასინჯეს ზოგიერთი ძველი კონცეფცია და ნაწილობრივ შეცვალეს თავიანთი დამოკიდებულება [[სახელმწიფო|სახელმწიფოს]] მიმართ. ისინი აღიარებენ [[ეკონომიკა]]ში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობას საბაზრო ძალების თავისუფალი მოქმედების უზრუნველყოფისათვის. ამასთან, ნეოკლასიკური მიმართულების თანამედროვე წარმომადგენლებიც, კეინზიანელებისაგან განსხვავებით, უარყოფენ სახელმწიფო კონტროლს კვლავწარმოების პროცესებისადმი, განსაკუთრებით სახელმწიფო ხარჯების ზრდისადმი და მოითხოვენ ეკონომიკაში ჩარევის შემოფარგვლას რეგულირების ფულადსაკრედიტო ფორმებით. |
− | უკანასკნელ პერიოდში ეკონომიკის რეგულირების კეინზიანური მოდელის წინააღმდეგ განსაკუთრებით მწვავედ გაილაშქრა ნეოკლასიკური მიმართულების ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ნაირსახეობამ - [[მონეტარიზმი|მონეტარიზმმა]]. მისი მთავარი წარმომადგენელია ამერიკელი ეკონომისტი მ. ფრიდმენი. ამ მიმდინარეობას | + | უკანასკნელ პერიოდში ეკონომიკის რეგულირების კეინზიანური მოდელის წინააღმდეგ განსაკუთრებით მწვავედ გაილაშქრა ნეოკლასიკური მიმართულების ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ნაირსახეობამ - [[მონეტარიზმი|მონეტარიზმმა]]. მისი მთავარი წარმომადგენელია ამერიკელი ეკონომისტი [[ფრიდმენი მილთონ|მ. ფრიდმენი]]. ამ მიმდინარეობას დასავლეთში„ფრიდმენის ანტიკეინზიანურ რევოლუციასაც” კი უწოდებენ. მონეტარისტები ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ფულად სფეროს ანიჭებენ, [[მაკროეკონომიკა|მაკროეკონომიკური]] წონასწორობის მთავარ პირობად თვლიან მიმოქცევაში ფულადი მასის მყარ ზრდას წლიურად 3-5%-ის ფარგლებში და მოითხოვენ ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ყველა ფორმის მკვეთრ შეზღუდვას. |
− | არსებითი ევოლუცია განიცადა | + | არსებითი ევოლუცია განიცადა ზღვრული სარგებლიანობის თეორიამ. ფასწარმოქმნის პროცესების ანალიზის აუცილებლობამ მის წარმომადგენლებს უკარნახა, უარეყოთ ამ პროცესების ახსნა მხოლოდ სარგებლიანობის სუბიექტური ფაქტორის საფუძველზე. ამის შედეგად ყურადღების ცენტრმა სარგებლიანობიდან ფასწარმოქმნის ფაქტორების კომპლექსზე გადაინაცვლა. ამაში განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა ა. მარშალმა. მან კვლევის ცენტრში მოაქცია ფასების ფორმირება სხვადასხვა [[ბაზარი (ეკონომიკა)|ბაზარზე]] [[მოთხოვნა|მოთხოვნისა]] და [[მიწოდება|მიწოდების]] ურთიერთმოქმედების გავლენით. ამასთან, იგი იმ აზრის იყო, რომ სარგებლიანობა ფასების განსაზღვრაში შეიძლება მთავარ როლს ასრულებდეს დროის მცირე მონაკვეთში, მაგრამ ხანგრძლივი პერიოდისათვის უპირველეს მნიშვნელობას იძენს წარმოების დანახარჯები. მარშალის მოძღვრებიდან იღებს სათავეს აგრეთვე თანამედროვე ნეოკლასიკური მიმართულების ორი განშტოება - [[ფირმის თეორია]] და კეთილდღეობის თეორია. ზღვრული სარგებლიანობის თეორია არსებითად სამომხმარებლო არჩევნის თეორიაში გადაიზარდა, ამასთან, ამოსავალმა დებულებებმა კარდინალური ცვლილებები განიცადა. ზღვრული მწარმოებლურობის თეორია თავდაპირველად წარმოიშვა როგორც ღირებულების შექმნისა და განაწილების თეორია, [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ კი მან ბიძგი მისცა ეკონომიკური ზრდის ნეოკლასიკური თეორიის განვითარებას. ამასთან, ნეოკლასიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს მაკროეკონომიკური მეთოდების ანალიზზე. მათ მთავარ მიზნად იქცა ეკონომიკის ბალანსირებული ზრდის პირობების ანალიზი, აგრეთვე ეკონომიკური ზრდის ცალკეული ფაქტორების როლის შეფასება, რამაც წარმოებრივი ფუნქციების კვლევის განვითარება განაპირობა. |
− | ნეოკლასიკური პრინციპების რეალიზაციის ახალი სფერო ტექნოლოგიური ცვლილებების ანუ ტექნიკური პროგრესის თეორია გახდა. ამ თეორიის მიმდევრები არიან რ. სოლოუ, მ. ბრაუნი და სხვ. | + | ნეოკლასიკური პრინციპების რეალიზაციის ახალი სფერო ტექნოლოგიური ცვლილებების ანუ ტექნიკური პროგრესის თეორია გახდა. ამ თეორიის მიმდევრები არიან [[სოლოუ რობერტ|რ. სოლოუ]], მ. ბრაუნი და სხვ. |
− | ეკონომიკაში მიმდინარე ტექნიკურ ცვლილებებს წარმოებრივი ფუნქციების პარამეტრების ცვლილებებს უკავშირებენ. ნეოკლასიკურმა მიმართულებამ, კეინზიანელობასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა | + | ეკონომიკაში მიმდინარე ტექნიკურ ცვლილებებს წარმოებრივი ფუნქციების პარამეტრების ცვლილებებს უკავშირებენ. ნეოკლასიკურმა მიმართულებამ, კეინზიანელობასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა „ნეოკლასიკურ სინთეზს”, რომელმაც ფართო განვითარება პოვა ეკონომიკური ზრდის თეორიაში. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
− | |||
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | [[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | ||
+ | [[კატეგორია:ეკონომიკური თეორია]] |
მიმდინარე ცვლილება 16:38, 14 დეკემბერი 2022 მდგომარეობით
ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია - (neoclassic economic theory), ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. წარმოიშვა XIX საუკუნის 70-იან წლებში. მის სათავეებთან იდგნენ კ. მენგერი, ფ. ვიზერი, ო. ბემ-ბავერკი (ავსტრიული სკოლა), უ. ჯევონსი, ლ. ვალრასი, ვ. პარეტო (მათემატიკური სკოლა) ჯ. ბ. კლარკი (ზღვრული მწარმოებლურობის ამერიკული სკოლა). ნეოკლასიკურმა მიმართულებამ დასრულებული სახეა. მარშალის (კემბრიჯის სკოლა) ნაშრომებში მიიღო. მისი თანამედროვე წარმომადგენლები არიან ჯ. ჰიკსი (დიდი ბრიტანეთი), რ. სოლოუ, მ. ბრაუნი (აშშ) და სხვები.
ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია ეყრდნობა XX საუკუნის მარჟინალიზმის ძირითად მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. იგი წარმოიშვა, პირველ ყოვლისა, შრომითი ღირებულების თეორიის კრიტიკული გადასინჯვის საფუძველზე. ავსტრიული და მათემატიკური სკოლის წარმომადგენლებმა, აგრეთვე ჯ. ბ. კლარკმა, დასაბამი მისცეს ზღვრული სარგებლიანობის თეორიას.
პირველი ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელი, რომელშიც ზღვრული სარგებლიანობა ფასის ერთადერთ საფუძვლად არის მიჩნეული, შექმნა ჯევონსმა. მოგვიანებით ეს კონცეფცია განავითარა ვალრასმა საყოველთაო ეკონომიკური წონასწორობის მოდელის ასაგებად. ზღვრული სარგებლიანობის თეორიის ზოგადმა პრინციპებმა შემდგომი განვითარება პოვა კლარკის ზღვრული მწარმოებლურობის თეორიაში. ნეოკლასიკურ თეორიას სერიოზული დარტყმა მიაყენა კეინზიანელობის წარმოშობამ. კეინზიანელების კრიტიკისა და ეკონომიკაში წარმოქმნილი ახალი მოთხოვნილებების გავლენით, ნეოკლასიკური მიმართულების მიმდევრებმა გადასინჯეს ზოგიერთი ძველი კონცეფცია და ნაწილობრივ შეცვალეს თავიანთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. ისინი აღიარებენ ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობას საბაზრო ძალების თავისუფალი მოქმედების უზრუნველყოფისათვის. ამასთან, ნეოკლასიკური მიმართულების თანამედროვე წარმომადგენლებიც, კეინზიანელებისაგან განსხვავებით, უარყოფენ სახელმწიფო კონტროლს კვლავწარმოების პროცესებისადმი, განსაკუთრებით სახელმწიფო ხარჯების ზრდისადმი და მოითხოვენ ეკონომიკაში ჩარევის შემოფარგვლას რეგულირების ფულადსაკრედიტო ფორმებით.
უკანასკნელ პერიოდში ეკონომიკის რეგულირების კეინზიანური მოდელის წინააღმდეგ განსაკუთრებით მწვავედ გაილაშქრა ნეოკლასიკური მიმართულების ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ნაირსახეობამ - მონეტარიზმმა. მისი მთავარი წარმომადგენელია ამერიკელი ეკონომისტი მ. ფრიდმენი. ამ მიმდინარეობას დასავლეთში„ფრიდმენის ანტიკეინზიანურ რევოლუციასაც” კი უწოდებენ. მონეტარისტები ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ფულად სფეროს ანიჭებენ, მაკროეკონომიკური წონასწორობის მთავარ პირობად თვლიან მიმოქცევაში ფულადი მასის მყარ ზრდას წლიურად 3-5%-ის ფარგლებში და მოითხოვენ ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ყველა ფორმის მკვეთრ შეზღუდვას.
არსებითი ევოლუცია განიცადა ზღვრული სარგებლიანობის თეორიამ. ფასწარმოქმნის პროცესების ანალიზის აუცილებლობამ მის წარმომადგენლებს უკარნახა, უარეყოთ ამ პროცესების ახსნა მხოლოდ სარგებლიანობის სუბიექტური ფაქტორის საფუძველზე. ამის შედეგად ყურადღების ცენტრმა სარგებლიანობიდან ფასწარმოქმნის ფაქტორების კომპლექსზე გადაინაცვლა. ამაში განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა ა. მარშალმა. მან კვლევის ცენტრში მოაქცია ფასების ფორმირება სხვადასხვა ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთმოქმედების გავლენით. ამასთან, იგი იმ აზრის იყო, რომ სარგებლიანობა ფასების განსაზღვრაში შეიძლება მთავარ როლს ასრულებდეს დროის მცირე მონაკვეთში, მაგრამ ხანგრძლივი პერიოდისათვის უპირველეს მნიშვნელობას იძენს წარმოების დანახარჯები. მარშალის მოძღვრებიდან იღებს სათავეს აგრეთვე თანამედროვე ნეოკლასიკური მიმართულების ორი განშტოება - ფირმის თეორია და კეთილდღეობის თეორია. ზღვრული სარგებლიანობის თეორია არსებითად სამომხმარებლო არჩევნის თეორიაში გადაიზარდა, ამასთან, ამოსავალმა დებულებებმა კარდინალური ცვლილებები განიცადა. ზღვრული მწარმოებლურობის თეორია თავდაპირველად წარმოიშვა როგორც ღირებულების შექმნისა და განაწილების თეორია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი მან ბიძგი მისცა ეკონომიკური ზრდის ნეოკლასიკური თეორიის განვითარებას. ამასთან, ნეოკლასიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს მაკროეკონომიკური მეთოდების ანალიზზე. მათ მთავარ მიზნად იქცა ეკონომიკის ბალანსირებული ზრდის პირობების ანალიზი, აგრეთვე ეკონომიკური ზრდის ცალკეული ფაქტორების როლის შეფასება, რამაც წარმოებრივი ფუნქციების კვლევის განვითარება განაპირობა.
ნეოკლასიკური პრინციპების რეალიზაციის ახალი სფერო ტექნოლოგიური ცვლილებების ანუ ტექნიკური პროგრესის თეორია გახდა. ამ თეორიის მიმდევრები არიან რ. სოლოუ, მ. ბრაუნი და სხვ.
ეკონომიკაში მიმდინარე ტექნიკურ ცვლილებებს წარმოებრივი ფუნქციების პარამეტრების ცვლილებებს უკავშირებენ. ნეოკლასიკურმა მიმართულებამ, კეინზიანელობასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა „ნეოკლასიკურ სინთეზს”, რომელმაც ფართო განვითარება პოვა ეკონომიკური ზრდის თეორიაში.