ვარიეტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ვარიეტე''' – (ფრანგ. Varieté), თავისებური სახის თეატრი, რომლის წარმოდგენებში ერთმანეთთანაა შერწყმული თეატრალური, საესტრადო და საცირკო ხელოვნების ჟანრები. სახელწოდება წარმოსდგა თეატრ „ვარიეტედან“, რომელიც დაარსდა პარიზში 1920 წ. ტერმინი „ვარიეტე“ უცხოეთის ქვეყნებში იხმარება უფრო ფართო მნიშვნელობითაც, კერძოდ შეესაბამება „ესტრადას“ და გულისხმობს კაბარეებისა და ბურლესკის თეატრების წარმოდგენებსაც. ვარიეტეს სცენაზე წარმოიშვა და დამკვიდრდა თეატრალური მიმოხილვის. (რევიუს) ჟანრი, როდესაც ცალკეული ნომრები გაერთიანებულია ერთი პირობითი სიუჟეტით. [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ვარიეტეს წინამორბედი იყო პარიზის კაფეშანტანები და კაბარეები.
+
'''ვარიეტე''' – (ფრანგ. variete, ლათ. varietas – მრავალსახეობა, ნაზავი) – თეატრების სახეობა, რომელთა სპექტაკლებში გაერთიანებულია დრამატული, მუსიკალური, ესტრადის და [[საცირკო ხელოვნება|საცირკო ხელოვნების]] [[ჟანრი|ჟანრები]].  
  
 +
სახელწოდება წარმოიშვა თეატრიდან „ვარიეტე“, რომელიც დაარსდა პარიზში 1720 წელს ტერმინი „ვარიეტე“ დასავლეთში უფრო ფართო გაგებით იხმარება და შეესატყვისება „ესტრადას“. მასში ნაგულისხმევია [[კაბარე]]ს და ბურლესკური თეატრების წარმოდგენები. ვარიეტეს სპექტაკლები უმეტესად ატარებს მსუბუქ, გამრთობ ხასიათს. მის წიაღში აღმოცენდა და დამკვიდრდა [[რევიუ]]ს ჟანრი, რომელშიც ცალკეული ნომრები გაერთიანებულია პირობითი სიუჟეტით. როგორც სანახაობითი ქმედების სახეობა, ვარიეტე გავრცელდა XIX-XX სს. მიჯნაზე კაპიტალისტური ქვეყნების უმსხვილეს ქალაქებში (ძირითადად, დედაქალაქებში). [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ვარიეტეს წინამორბედებად მიჩნეულია პარიზული [[კაფე-შანტანი|კაფეშანტანები]] და კაბარეები, სადაც არტისტული [[ბოჰემა]] აწყობდა იმპროვიზაციულ [[დივერტისმენტი|დივერტისმენტებს]], კამერულ, ინტიმურ წარმოდგენებს [[შანსონიე]]ების და [[ცირკი]]ს არტისტების მონაწილეობით.
 +
 +
XX საუკუნის 20-იანი წწლების დასაწყისიდან იშლება ზღვარი ვარიეტესა და კაბარეს შორის. ქრება ვარიეტეს ძირითადი ნიშანი მაგიდები სცენის წინ, რაც მას აკავშირებდა რესტორანთან. დასავლეთში ყველაზე დიდი და თანამედროვე თეატრი-ვარიეტეებია „ფოლი ბერჟერი“ და „ლიდო“ პარიზში, „პალადიუმი“ – ლონდონში.
  
  
ხაზი 7: ხაზი 10:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:ვარიეტე]]

21:31, 10 მარტი 2023-ის ვერსია

ვარიეტე – (ფრანგ. variete, ლათ. varietas – მრავალსახეობა, ნაზავი) – თეატრების სახეობა, რომელთა სპექტაკლებში გაერთიანებულია დრამატული, მუსიკალური, ესტრადის და საცირკო ხელოვნების ჟანრები.

სახელწოდება წარმოიშვა თეატრიდან „ვარიეტე“, რომელიც დაარსდა პარიზში 1720 წელს ტერმინი „ვარიეტე“ დასავლეთში უფრო ფართო გაგებით იხმარება და შეესატყვისება „ესტრადას“. მასში ნაგულისხმევია კაბარეს და ბურლესკური თეატრების წარმოდგენები. ვარიეტეს სპექტაკლები უმეტესად ატარებს მსუბუქ, გამრთობ ხასიათს. მის წიაღში აღმოცენდა და დამკვიდრდა რევიუს ჟანრი, რომელშიც ცალკეული ნომრები გაერთიანებულია პირობითი სიუჟეტით. როგორც სანახაობითი ქმედების სახეობა, ვარიეტე გავრცელდა XIX-XX სს. მიჯნაზე კაპიტალისტური ქვეყნების უმსხვილეს ქალაქებში (ძირითადად, დედაქალაქებში). საფრანგეთში ვარიეტეს წინამორბედებად მიჩნეულია პარიზული კაფეშანტანები და კაბარეები, სადაც არტისტული ბოჰემა აწყობდა იმპროვიზაციულ დივერტისმენტებს, კამერულ, ინტიმურ წარმოდგენებს შანსონიეების და ცირკის არტისტების მონაწილეობით.

XX საუკუნის 20-იანი წწლების დასაწყისიდან იშლება ზღვარი ვარიეტესა და კაბარეს შორის. ქრება ვარიეტეს ძირითადი ნიშანი მაგიდები სცენის წინ, რაც მას აკავშირებდა რესტორანთან. დასავლეთში ყველაზე დიდი და თანამედროვე თეატრი-ვარიეტეებია „ფოლი ბერჟერი“ და „ლიდო“ პარიზში, „პალადიუმი“ – ლონდონში.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები