ონა-კაბუკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ონა-კაბუკი''' – ტრადიციული იაპონური  [[თეატრი|თეატრ]] [[კაბუკი]][[დასი|დასების]] სახელწოდება ამ [[თეატრი]]ს განვითარების ადრეულ სტადიაში (XVII საუკ. დასაწყისი).  
+
'''ონნა-კაბუკი''' – [[კაბუკი]]ს დასის სახელწოდება ადრეულ ხანაში (მე-17 საუკუნის დასაწყისში). კაბუკის დამაარსებლად ითვლება შინტოისტური ტაძრის [[ქურუმი]] ქალი ო-კუნი. მან შექმნა პატარა [[დასი]] და წარმოადგინა [[ცეკვა]], სადაც ჩაის სახლის გოგონები ეკეკლუცებოდნენ მამაკაცებს. ამ ცეკვამ სათავე დაუდო კაბუკის თეატრს. სულ მალე წარმოიშვა კურტიზანი ქალებისაგან შემდგარი კაბუკის დასები. ისინი წარმოდგენებს მართავდნენ ღია ცის ქვეშ. წარმოდგენა მოიცავდა საცეკვაო სცენებს, [[პანტომიმა]]ს, მარტივ სიმღერებს, ორაზროვან [[დიალოგი (დრამატული)|დიალოგებს]]. ამ დასში იყვნენ მამაკაცებიც, რომლებიც ძირითადად ასრულებდნენ ქალების როლებს, და პირიქით, ქალები ხშირად ასრულებდნენ მამაკაცის როლებს. ეს წარმოდგენები იზიდავდა ქალაქის მცხოვრებლებს (განსაკუთრებით, სამხედროებს) თავისი ფრივოლურობით, ეროტიკით. 1629 წელს ფეოდალურმა მთავრობამ აკრძალა ეს წარმოდგენები. მათ ნაცვლად წარმოიშვა ჭაბუკთა კაბუკი ([[ვაკაშუუ-კაბუკი]]), შემდგომ კი, მამაკაცთა კაბუკი ([[იაროო-კაბუკი|იარო-კაბუკი]], ანუ კაბუკი).
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:იაპონური თეატრი]]
 
[[კატეგორია:იაპონური თეატრი]]
 
[[კატეგორია:კაბუკის თეატრი]]
 
[[კატეგორია:კაბუკის თეატრი]]

მიმდინარე ცვლილება 01:24, 14 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ონნა-კაბუკიკაბუკის დასის სახელწოდება ადრეულ ხანაში (მე-17 საუკუნის დასაწყისში). კაბუკის დამაარსებლად ითვლება შინტოისტური ტაძრის ქურუმი ქალი ო-კუნი. მან შექმნა პატარა დასი და წარმოადგინა ცეკვა, სადაც ჩაის სახლის გოგონები ეკეკლუცებოდნენ მამაკაცებს. ამ ცეკვამ სათავე დაუდო კაბუკის თეატრს. სულ მალე წარმოიშვა კურტიზანი ქალებისაგან შემდგარი კაბუკის დასები. ისინი წარმოდგენებს მართავდნენ ღია ცის ქვეშ. წარმოდგენა მოიცავდა საცეკვაო სცენებს, პანტომიმას, მარტივ სიმღერებს, ორაზროვან დიალოგებს. ამ დასში იყვნენ მამაკაცებიც, რომლებიც ძირითადად ასრულებდნენ ქალების როლებს, და პირიქით, ქალები ხშირად ასრულებდნენ მამაკაცის როლებს. ეს წარმოდგენები იზიდავდა ქალაქის მცხოვრებლებს (განსაკუთრებით, სამხედროებს) თავისი ფრივოლურობით, ეროტიკით. 1629 წელს ფეოდალურმა მთავრობამ აკრძალა ეს წარმოდგენები. მათ ნაცვლად წარმოიშვა ჭაბუკთა კაბუკი (ვაკაშუუ-კაბუკი), შემდგომ კი, მამაკაცთა კაბუკი (იარო-კაბუკი, ანუ კაბუკი).


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები