სამსონ აბაშიძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბაშიძე სამსონ“ გადაიტანა გვერდზე „სამსონ აბაშიძე“ გადამისამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 01:20, 20 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

სამსონ აბაშიძე – (ფსევდონიმები: „თერგდალეული“, „ჯვარელი“, „ზემო იმერელი“), (1835-1894) — პუბლიცისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, მსახურობდა ალექსანდრე მეორის სამხედრო ამალაში, იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. იქვე დაუახლოვდა მომავალ „თერგდალეულებს“. იზიარებდა ი. ჭავჭავაძის ესთეტიკურ-ლიტერატურულ მრწამსს. თავის პუბლიცისტურ-კრიტიკულ და სატირულ თხზულებებს ბეჭდავდა „ცისკარსა“ და „საქართველოს მოამბეში“, მას ეკუთვნის „რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ“ („ცისკარი“, 1862, N 2), რომელშიც გაკრიტიკებულია ი. ჭავჭავაძის წინააღმდეგ მიმართული ე. წერეთლის წერილი. თარგმნა ლესინგისნათან ბრძენი“. ითვლება გოგოლის თხზულებათა პირველ ქართველ მთარგმნელად. ს. აბაშიძის წიგნი „ნაწერები“ გამოიცა 1957 წ.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები