სონორისტიკა
(ახალი გვერდი: '''სონორისტიკა''' — (ფრანგ. sonorisme, ინგლ. sonorism), მუსიკალური ხელოვნების...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''სონორისტიკა''' — (ფრანგ. | + | '''სონორისტიკა''' — (ფრანგ. sonore, ხმოვანება, ჟღერადობა. სინონიმები: სონორიკა, სონორულობა, გერმ. Klangfarbe, Klangkompozition), ინგლ. |
+ | sonorism და სხვ.) XX საუკუნის 50-60-იანი წლების მიჯნაზე წარმოშობილი მხატვრული მიმართულება და კომპოზიციის ტექნიკა, რომელიც უპირატესობას ანიჭებს [[ბგერა|ბგერის]] ფიზიკურ ბუნებას და მუსიკალური ჟღერადობების გარკვეულ ხარისხს, რომელიც სხვადასხვაგვარად ორგანიზებული ბგერითი კომპლექსებით მიიღწევა. | ||
+ | ტერმინი სონორისტიკა (sonorystyka) ეკუთვნის პოლონელ მუსიკოლოგ იოზეფ ხომინსკის (Chominski, 1961), რომელიც (ისევე როგორც ტადეუშ ზელინსკი) აღნიშნავს, რომ თავდაპირველად კომპოზიტორები დაინტერესდნენ საკუთრივ ჟღერადობით, მისი ფერით, კონსისტენციით, წყობით და მიმართულებით. სონორისტიკა წარმოიშვა, როგორც XIX-XX საუკუნეების მიჯნის კომპოზიტორების აკუსტიკური სივრცის გაფართოებისკენ სწრაფვის შედეგი. განსაკუთრებით მკაფიოდ სონორისტიკის წანამძღვრებს ვხვდებით [[დებიუსი კლოდ|დებიუსი]]ს, [[შონბერგი არნოლდ|შონბერგი]]ს, [[ვარეზი ედგარ|ვარეზი]]ს შემოქმედებაში. ასე, მაგალითად, ვარეზის მუსიკის მკვლევარი, მწერალი ალეხო კარპენტიერი წერს, რომ მას „..უპირველეს ყოვლისა, აინტერესებს ბგერითი მასების მოძრაობა, განსხვავებული შრეების მნიშვნელობა, მოცულობათა მათემატიკურად ზუსტი დოზირება“ (Канпертьер, 1990), ანუ სწორედ ის მახასიათებლები, რომლებიც სონორისტიკაში მუსიკალური ქსოვილის უმთავრეს პარამეტრებთანაა დაკავშირებული. მეორე მხრივ, სონორისტიკა წარმოიშვა, როგორც 50-იან წლებში შექმნილი ელექტრონული და კონკრეტული მუსიკის ნორმატიული ანალოგი. | ||
+ | სონორისტიკა დაიბადა როგორც კომპოზიციის ტექნიკა და გადაიქცა მსოფლაღქემის გარკვეულ ტიპად, რადგან მისი მრავალგვარი ბგერითი ობიექტები და ამ ობიექტებით ოპერირების მეთოდი, ჩვენი აზრით, ახლოსაა სამყაროს იმ მოდელთან, რომელიც XX საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა: უსასრულოდ გამრავლებული, თავისი არსით შეუცნობადი ობიექტების ერთობლიობა. | ||
+ | სონორისტიკაში ჩამოყალიბდა ბგერის ახალი, ტრადიციულისგან განსხვავებული კონცეფცია, რომელიც მის გარეთ არსებული რეალობის, ანდა გარე სამყაროზე ადამიანის რეაქციის შედეგის რეპრეზენტანტი კი აღარაა, არამედ თვითმყოფადი და თვითკმარი ობიექტია. ბგერა სონორისტიკაში თვითონ ქმნის მშვენიერების სამყაროს და ესთეტიკური ღირებულებების სისტემას, სონორისტიკაში ბგერას შესაძლებელია მრავალი განსხვავებული მახასიათებელი ჰქონდეს, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი მნიშნელოვანი [[ტემბრი|ტემბრია]]. სწორედ ტემბრის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გამო ზოგიერთი მკვლევარი (მაგალითად, ცტირად კოჰოუტეკი) ამ მოვლენის აღსანიშნავად იყენებს ტერმინს „ტემბრების მუსიკა“ (Когоутек, 1976:236-255). მაგრამ ტემბრი არაა ერთადერთი პარამეტრი, რომელიც ქმნის სონორისტიკის უჩვეულო ბგერით სამყაროს. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სხვათა შორის. | ||
+ | სონორისტიკის ძირითადი პრინციპების განხილვამდე აღვნიშნავთ, რომ ბგერის ფიზიკური ბუნების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს XX საუკუნის 70-იან წლებში, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ჩამოყალიბებული მიმართულება, ცნობილი სპექტრული მუსიკის სახელით (Musuque cpectrale). ფრანგი სპექტრალისტი კომპოზიტორები გაერთიანდნენ ჯგუფში Groupe de l’ltineraire (ჯგუფი გზა), ხოლო [[გერმანია]]ში ანალოგიური ინტერესები გამომჟღავნდა შტოკჰაუზენის | ||
+ | მოწაფეების შემოქმედებაში. ისინი შეისწავლიან და მუსიკალურ ნაწარმოებებში იყენებენ ბგერის სპექტრს, როგორც კომპოზიციის მასალას. ტერმინი '''სპექტრული მუსიკა''' პირველად იყო გამოყენებული 1979 წელს დიუფურის მიერ სტატიაში, სადაც ხაზს უსვამდა ბგერის სპექტრის შესწავლის მნიშვნელობას. კომპოზიტორი-სპექტრალისტები შემოქმედებით პროცესში სხვადასხვა ჟღლერადობების (ბგერა, [[აკორდი]], ბუნებრივი ხმა და სხვ.) სპექტრული ანალიზისთვის ხშირად იყენებენ კომპიუტერულ პროგრამებს. ამასთან, ქსენაკისის ალბათობის თეორიაზე და რთულ მათემატიკურ გამოთვლებზე დაფუძნებული მეთოდის მსგავსად, აქაც, ტექნიკური რესურსები მხოლოდ საშუალებაა მხატვრულ-ესთეტიკური შედეგის მისაღწევად. ქსენაკისის, ისევე, როგორც „სპექტრალისტების“ – გრიზეს, მიურაის, ეტვოშის, ფრიტჩის და სხვა კომპოზიტორების – მთავარი ამოცანაა განსაკუთრებული ბგერითი სამყაროს შექმნა. | ||
+ | |||
+ | XX საუკუნეში ჩამოყალიბებულ კომპოზიციის სხვა ტექნიკათა შორის სონორისტიკა გამოირჩევა პრინციპული უსისტემობით. ანუ, მოდალობის, ტონალობის, [[დოდეკაფონია|დოდეკაფონიის]] ან [[ტოტალური სერიალიზმი|სერიალიზმისგან]] განსხვავებით, იგი მუსიკალური ენის ორგანიზებისთვის არ ქმნის გრამატიკულ სტრუქტურებს, რომლებიც იერარქიულად იქნებოდნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ამგვარად, სონორისტიკა წარმოადგენს ახალი, არადოგმატული ტიპის მუსიკალურ ენას. ენა მას მხოლოდ მეტაფორულად შეიძლება ვუწოდოთ, ვინაიდან იგი ენის არსებობის ძირითად ფორმებს არ პასუხობს და ამით, გარკვეული თავლსაზრისით, თავისუფალ [[ატონალობა|ატონალობას]] ემსგავსება. ამასთანავე, თავისუფალი ატონალობისგან განსხვავებით, სონორისტიკა სარგებლობს მუსიკალური ენის ყველა სხვა რესურსით. | ||
+ | |||
+ | ბუნებრივია, იბადება კითხვა: რა კრიტერიუმებით შეიძლება სონორული ნაწარმოებების ანალიზი? | ||
+ | |||
+ | სონორისტიკაში ნებისმიერი სხვა საკომპოზიტორო ტექნიკის მსგავსად, მოქმედებს მუსიკალური ქსოვილის ორგანიზების ძირითადი სივრცული პარამეტრები − ჰორიზონტალი და ვერტიკალი, როგორც მუსიკის უმთავრესი დროით-სივრცული კანონზომიერებების ასახვა. მაგრამ აქ ისინი განსაკუთრებული ფორმით წარმოგვიდგებიან. ტრადიციულად ორგანიზებული მუსიკალური მასალისგან განსხვავებით იგი აქ სრულიად ახალ სივრცულ პირობებში ვითარდება: აქტუალური აღარაა ისეთი ტრადიციული ცნებები, როგორიცაა [[მელოდია]], თანხლება, მრავალხმიანობის სხვა ფორმები, არამედ შეიძლება ვისაუბროთ სხვადასხვაგვარ მრავალბგერიან ობიექტებზე, რომელთა ფაქტურა, ტემბრი, არტიკულაცია სხვადასხვაგვარადაა ორგანიზებული. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ობიექტები ინარჩუნებენ მუსიკალური ქსოვილის საბაზისო მახასიათებლებს− ვერტიკალს და ჰორიზონტალს, და სწორედ ამიტომ სონორული ნაწარმოებების სხვადასხვა სახის ბგერითი ობიექტების სისტემატიზება შესაძლებელია ამ მახასიათებლების გათვალისწინებით. | ||
+ | |||
+ | აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მუსიკალურ ხელოვნებაში, მისი ბუნებიდან გამომდინარე, საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ჰორიზონტალურ სტრუქტურებზე და მათ ვერტიკალურ ასპექტზე, ვინაიდან შეუძლებელია ვერტიკალური სტრუქტურების დიფერენციაციის მკაფიო და ობიექტური კანონების დადგენა (მუსიკაში სივრცის პირობითი არსებობის გამო). | ||
+ | |||
+ | შესაბამისად, სონორისტიკაში არსებული რეალური ჰორიზონტალური სტრუქტურები და მათი ვერტიკალური ასპექტები, დიდი მრავალფეროვნებით და შიდა ორგანიზების სირთულით ხასიათდება. განსაკუთრებით მრავალფეროვანია სტრუქტურების ვერტიკალური ასპექტი, რომელიც შეიძლება იყოს ვარირებული ერთი ბგერიდან ბგერათა სიმრავლემდე, ანუ იყოს თანხმოვანება, იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორი აღნაგობისაა იგი. | ||
+ | |||
+ | '''ვრტიკალი: ბგერა. კლასტერი. სონორული აკორდი.''' | ||
+ | |||
+ | სონორული სტრუქტურების ყველაზე ელემენტარული ვერტიკალი შეიძლება იყოს ერთი ბგერა, რომელიც ტემბრულად და რეგისტრულად გამოიყოფა საერთო ფაქტურიდან, აქვს საკუთარი ტემბრული და არტიკულაციური მახასიათებლები, რომლებიც მის ინდივიდუალურ სახეს ქმნიან. ტემბრულად და რეგისტრულად გამოყოფილი ერთი ბგერა პარტიტურებში საკმაოდ იშვიათად გვხვდება. | ||
+ | |||
+ | '''მაგალითი №10'''<br /> | ||
+ | '''ერთი ბგერა: ქ. პენდერეცკი. Fluorescenses''' | ||
+ | |||
+ | [[ფაილი:Erti bgera.JPG|marcxniv|350პქ|]] | ||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | მრავალბგერიანი ვერტიკალი სონორისტიკაში ორგვარი შეიძლება იყოს − კლასტერული და არაკლასტერული. | ||
+ | |||
+ | კლასტერი – (ინგ. Claster ton-Claster, – მტევანი, კონა, ჯგუფი და სხვ.) თანხმოვანება, რომლის შემადგენელი ბგერები თანმიმდევრობითაა განლაგებული. კლასტერები პირველად XX საუკუნის პირველ ნახევარში გამოიყენეს ჩ. აივზმა, ჰ. კოუელმა, ბ. ბარტოკმა, მაგრამ განსაკუთრებით ფართო გავრცელება 50-60-იან წლებში ჰპოვეს. ამგვარი ბგერითი კომპლექსების გამოყენება, უპირველეს ყოვლისა, ნაკარნახები იყო ტემბრის სფეროში ახალი რესურსების ძიებით, ვინაიდან ბგერათსიმაღლებრივი პარამეტრი კლასტერისთვის მეორეხარისხოვანია. | ||
+ | |||
+ | კლასტერების აღნაგობის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს გარკვეული ინტერვალის ერთიანი ბგერითი მასით შევსება, რომელიც შესაძლებელია, არ იყოს შეზღუდული ტემპერირებული წყობით და ფართოდ მიმართავდეს მიკროქრომატიკას. ბუნებრივია, კლასტერების ასეთ | ||
+ | სტრუქტურას შედეგად მოსდევს რეგისტრული პარამეტრის აქცენტირება, ხოლო ბგერათსიმაღლებრივის კი, პირიქით, ნიველირება. აქ იბადება კითხვა: რა გვაძლევს საფუძველს ვისაუბროთ კლასტერების მრავალფეროვნებაზე? | ||
+ | |||
+ | კლასტერების ჟღერადობაში მრავალფეროვნება სხვადასხვა ხერხით მიიღწევა, კერძოდ, კლასტერების სიმკვრივის და სიფართოვის, რეგისტრის, მათში შემავალი ბგერების ნაწარმოების ქსოვილში attacca-ს, დინამიკის, ტემბრის და არტიკულაციის ცვალებადობის მეშვეობით, რაც კლასტერებს განსხვავებულ შეფერილობას სძენს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კლასტერების ჟღერადობაზე პარამეტრების ასეთი სიმრავლე მოქმედებს, მათი დიფერენცირება, უმთავრესად, ორი ნიშნითაა შესაძლებელი: განაპირა ბგერებს შორის ინტერვალის სიდიდის და მისი შევსების სიმკვრივიდან გამომდინარე. | ||
+ | |||
+ | ინტერვალის სიდიდიდან გამომდინარე, კლასტერები შეიძლება იყოს: | ||
+ | |||
+ | # სრული − ოქტავით ან მასზე დიდი ინტერვალით შემოფარგლული და სრული ბგერათრიგის შემცველი; | ||
+ | # არასრული − ოქტავაზე ნაკლები ინტერვალით შემოფარგლული და, შესაბამისად, არასრული ბგერათრიგის შემცველი. | ||
+ | |||
+ | კლასტერებს განსაკუთრებილ შეფერილობას აძლევს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი – მისი სივრცული განაწილება, ანუ სიმკვრივე. ამ თვალსაზრისით კლასტერი შეიძლება იყოს მჭიდრო და გაშლილი. მჭიდრო კლასტერები შედგებიან მინიმუმ მეოთხედ- და მაქსიმუმ მთელტონიანი ინტერვალებისგან და ქმნიან კომპაქტურ ბგერით ობიექტებს, ხოლო გაშლილი კი – სხვადასხვა ინტერვალებისგან, რომლებიც სხვადასხვა რეგისტრში არიან გადანაწილებული. გვხვდება, როგორც ერთგვ | ||
+ | |||
+ | აროვანი (მაგალითად, [[ტერცია|ტერციები]], [[კვარტა (მუსიკა)|კვარტები]] და სხვ.), ისე სხვადასხვა ინტერვალისგან შემდგარი გაშლილი კლასტერები. | ||
+ | |||
+ | '''მაგალითი №11'''<br /> | ||
+ | '''სრული, მჭიდრო (მეოთხედტონიანი) კლასტერი. ქ. პენდერეცკი. Tren''' | ||
+ | |||
+ | [[ფაილი:Tren.JPG|მარცხნივ|350პქ|]] | ||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | '''მაგალითი №12'''<br /> | ||
+ | '''არასრული, მჭიდრო (ნახევარტონიანი) კლასტერი. ქ. პენდერეცკი. Fluorescences''' | ||
+ | |||
+ | [[ფაილი:Magaliti 12.JPG|მარცხნივ|250პქ|]] | ||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | '''მაგალითი №13''' <br /> | ||
+ | '''სრული, გაშლილი კლასტერი. დ. ლიგეტი. Atmosferes''' | ||
+ | |||
+ | [[ფაილი:MagaliTi 13.JPG|მარცხნივ|250პქ|]] | ||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | არაკლასტერული სონორული ვერტიკალი ყალიბდება ბგერების თანხმოვანებებში (უმეტესად დისონირებულში) არარეგლამენტირებული შეერთებიდან, რომლებიც შეიძლება განვსაზღვროთ როგორც სონორული აკორდები. სონორული აკორდები გამოირჩევა ინდივიდუალური, განუმეორებელი სტრუქტურით და სხვადასხვაგვარად აიგება. გვხვდება, როგორც ბგერების შედარებით შეზღუდული რაოდენობის შემცველი სონორული აკორდები (5-6), ასევე კლასტერებთან მიახლოეისული სონორული აკორდებიც. ხშირია დისონირებული ინტერვალების გამოყენება ([[სეკუნდა|სეკუნდები]], ტრიტონები და სხვ.), თუმცა, შეიძლება შეგვხვდეს ტერციული სტრუქტურის სონორული აკორდებიც. | ||
+ | |||
+ | '''მაგალითი № 14'''<br /> | ||
+ | '''სონორული აკორდი. ტ. მიურაი. La Barque Mystique''' | ||
+ | |||
+ | [[ფაილი:MagaliTi 14.JPG|მარცხნივ|250პქ|]] | ||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | |||
+ | '''ჰორიზონტალი: ხაზი. შრე. ზოლი''' | ||
15:21, 10 ნოემბერი 2023-ის ვერსია
სონორისტიკა — (ფრანგ. sonore, ხმოვანება, ჟღერადობა. სინონიმები: სონორიკა, სონორულობა, გერმ. Klangfarbe, Klangkompozition), ინგლ. sonorism და სხვ.) XX საუკუნის 50-60-იანი წლების მიჯნაზე წარმოშობილი მხატვრული მიმართულება და კომპოზიციის ტექნიკა, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ბგერის ფიზიკურ ბუნებას და მუსიკალური ჟღერადობების გარკვეულ ხარისხს, რომელიც სხვადასხვაგვარად ორგანიზებული ბგერითი კომპლექსებით მიიღწევა.
ტერმინი სონორისტიკა (sonorystyka) ეკუთვნის პოლონელ მუსიკოლოგ იოზეფ ხომინსკის (Chominski, 1961), რომელიც (ისევე როგორც ტადეუშ ზელინსკი) აღნიშნავს, რომ თავდაპირველად კომპოზიტორები დაინტერესდნენ საკუთრივ ჟღერადობით, მისი ფერით, კონსისტენციით, წყობით და მიმართულებით. სონორისტიკა წარმოიშვა, როგორც XIX-XX საუკუნეების მიჯნის კომპოზიტორების აკუსტიკური სივრცის გაფართოებისკენ სწრაფვის შედეგი. განსაკუთრებით მკაფიოდ სონორისტიკის წანამძღვრებს ვხვდებით დებიუსის, შონბერგის, ვარეზის შემოქმედებაში. ასე, მაგალითად, ვარეზის მუსიკის მკვლევარი, მწერალი ალეხო კარპენტიერი წერს, რომ მას „..უპირველეს ყოვლისა, აინტერესებს ბგერითი მასების მოძრაობა, განსხვავებული შრეების მნიშვნელობა, მოცულობათა მათემატიკურად ზუსტი დოზირება“ (Канпертьер, 1990), ანუ სწორედ ის მახასიათებლები, რომლებიც სონორისტიკაში მუსიკალური ქსოვილის უმთავრეს პარამეტრებთანაა დაკავშირებული. მეორე მხრივ, სონორისტიკა წარმოიშვა, როგორც 50-იან წლებში შექმნილი ელექტრონული და კონკრეტული მუსიკის ნორმატიული ანალოგი.
სონორისტიკა დაიბადა როგორც კომპოზიციის ტექნიკა და გადაიქცა მსოფლაღქემის გარკვეულ ტიპად, რადგან მისი მრავალგვარი ბგერითი ობიექტები და ამ ობიექტებით ოპერირების მეთოდი, ჩვენი აზრით, ახლოსაა სამყაროს იმ მოდელთან, რომელიც XX საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა: უსასრულოდ გამრავლებული, თავისი არსით შეუცნობადი ობიექტების ერთობლიობა.
სონორისტიკაში ჩამოყალიბდა ბგერის ახალი, ტრადიციულისგან განსხვავებული კონცეფცია, რომელიც მის გარეთ არსებული რეალობის, ანდა გარე სამყაროზე ადამიანის რეაქციის შედეგის რეპრეზენტანტი კი აღარაა, არამედ თვითმყოფადი და თვითკმარი ობიექტია. ბგერა სონორისტიკაში თვითონ ქმნის მშვენიერების სამყაროს და ესთეტიკური ღირებულებების სისტემას, სონორისტიკაში ბგერას შესაძლებელია მრავალი განსხვავებული მახასიათებელი ჰქონდეს, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ტემბრია. სწორედ ტემბრის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გამო ზოგიერთი მკვლევარი (მაგალითად, ცტირად კოჰოუტეკი) ამ მოვლენის აღსანიშნავად იყენებს ტერმინს „ტემბრების მუსიკა“ (Когоутек, 1976:236-255). მაგრამ ტემბრი არაა ერთადერთი პარამეტრი, რომელიც ქმნის სონორისტიკის უჩვეულო ბგერით სამყაროს. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სხვათა შორის.
სონორისტიკის ძირითადი პრინციპების განხილვამდე აღვნიშნავთ, რომ ბგერის ფიზიკური ბუნების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს XX საუკუნის 70-იან წლებში, საფრანგეთში ჩამოყალიბებული მიმართულება, ცნობილი სპექტრული მუსიკის სახელით (Musuque cpectrale). ფრანგი სპექტრალისტი კომპოზიტორები გაერთიანდნენ ჯგუფში Groupe de l’ltineraire (ჯგუფი გზა), ხოლო გერმანიაში ანალოგიური ინტერესები გამომჟღავნდა შტოკჰაუზენის მოწაფეების შემოქმედებაში. ისინი შეისწავლიან და მუსიკალურ ნაწარმოებებში იყენებენ ბგერის სპექტრს, როგორც კომპოზიციის მასალას. ტერმინი სპექტრული მუსიკა პირველად იყო გამოყენებული 1979 წელს დიუფურის მიერ სტატიაში, სადაც ხაზს უსვამდა ბგერის სპექტრის შესწავლის მნიშვნელობას. კომპოზიტორი-სპექტრალისტები შემოქმედებით პროცესში სხვადასხვა ჟღლერადობების (ბგერა, აკორდი, ბუნებრივი ხმა და სხვ.) სპექტრული ანალიზისთვის ხშირად იყენებენ კომპიუტერულ პროგრამებს. ამასთან, ქსენაკისის ალბათობის თეორიაზე და რთულ მათემატიკურ გამოთვლებზე დაფუძნებული მეთოდის მსგავსად, აქაც, ტექნიკური რესურსები მხოლოდ საშუალებაა მხატვრულ-ესთეტიკური შედეგის მისაღწევად. ქსენაკისის, ისევე, როგორც „სპექტრალისტების“ – გრიზეს, მიურაის, ეტვოშის, ფრიტჩის და სხვა კომპოზიტორების – მთავარი ამოცანაა განსაკუთრებული ბგერითი სამყაროს შექმნა.
XX საუკუნეში ჩამოყალიბებულ კომპოზიციის სხვა ტექნიკათა შორის სონორისტიკა გამოირჩევა პრინციპული უსისტემობით. ანუ, მოდალობის, ტონალობის, დოდეკაფონიის ან სერიალიზმისგან განსხვავებით, იგი მუსიკალური ენის ორგანიზებისთვის არ ქმნის გრამატიკულ სტრუქტურებს, რომლებიც იერარქიულად იქნებოდნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ამგვარად, სონორისტიკა წარმოადგენს ახალი, არადოგმატული ტიპის მუსიკალურ ენას. ენა მას მხოლოდ მეტაფორულად შეიძლება ვუწოდოთ, ვინაიდან იგი ენის არსებობის ძირითად ფორმებს არ პასუხობს და ამით, გარკვეული თავლსაზრისით, თავისუფალ ატონალობას ემსგავსება. ამასთანავე, თავისუფალი ატონალობისგან განსხვავებით, სონორისტიკა სარგებლობს მუსიკალური ენის ყველა სხვა რესურსით.
ბუნებრივია, იბადება კითხვა: რა კრიტერიუმებით შეიძლება სონორული ნაწარმოებების ანალიზი?
სონორისტიკაში ნებისმიერი სხვა საკომპოზიტორო ტექნიკის მსგავსად, მოქმედებს მუსიკალური ქსოვილის ორგანიზების ძირითადი სივრცული პარამეტრები − ჰორიზონტალი და ვერტიკალი, როგორც მუსიკის უმთავრესი დროით-სივრცული კანონზომიერებების ასახვა. მაგრამ აქ ისინი განსაკუთრებული ფორმით წარმოგვიდგებიან. ტრადიციულად ორგანიზებული მუსიკალური მასალისგან განსხვავებით იგი აქ სრულიად ახალ სივრცულ პირობებში ვითარდება: აქტუალური აღარაა ისეთი ტრადიციული ცნებები, როგორიცაა მელოდია, თანხლება, მრავალხმიანობის სხვა ფორმები, არამედ შეიძლება ვისაუბროთ სხვადასხვაგვარ მრავალბგერიან ობიექტებზე, რომელთა ფაქტურა, ტემბრი, არტიკულაცია სხვადასხვაგვარადაა ორგანიზებული. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ობიექტები ინარჩუნებენ მუსიკალური ქსოვილის საბაზისო მახასიათებლებს− ვერტიკალს და ჰორიზონტალს, და სწორედ ამიტომ სონორული ნაწარმოებების სხვადასხვა სახის ბგერითი ობიექტების სისტემატიზება შესაძლებელია ამ მახასიათებლების გათვალისწინებით.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მუსიკალურ ხელოვნებაში, მისი ბუნებიდან გამომდინარე, საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ჰორიზონტალურ სტრუქტურებზე და მათ ვერტიკალურ ასპექტზე, ვინაიდან შეუძლებელია ვერტიკალური სტრუქტურების დიფერენციაციის მკაფიო და ობიექტური კანონების დადგენა (მუსიკაში სივრცის პირობითი არსებობის გამო).
შესაბამისად, სონორისტიკაში არსებული რეალური ჰორიზონტალური სტრუქტურები და მათი ვერტიკალური ასპექტები, დიდი მრავალფეროვნებით და შიდა ორგანიზების სირთულით ხასიათდება. განსაკუთრებით მრავალფეროვანია სტრუქტურების ვერტიკალური ასპექტი, რომელიც შეიძლება იყოს ვარირებული ერთი ბგერიდან ბგერათა სიმრავლემდე, ანუ იყოს თანხმოვანება, იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორი აღნაგობისაა იგი.
ვრტიკალი: ბგერა. კლასტერი. სონორული აკორდი.
სონორული სტრუქტურების ყველაზე ელემენტარული ვერტიკალი შეიძლება იყოს ერთი ბგერა, რომელიც ტემბრულად და რეგისტრულად გამოიყოფა საერთო ფაქტურიდან, აქვს საკუთარი ტემბრული და არტიკულაციური მახასიათებლები, რომლებიც მის ინდივიდუალურ სახეს ქმნიან. ტემბრულად და რეგისტრულად გამოყოფილი ერთი ბგერა პარტიტურებში საკმაოდ იშვიათად გვხვდება.
მაგალითი №10
ერთი ბგერა: ქ. პენდერეცკი. Fluorescenses
მრავალბგერიანი ვერტიკალი სონორისტიკაში ორგვარი შეიძლება იყოს − კლასტერული და არაკლასტერული.
კლასტერი – (ინგ. Claster ton-Claster, – მტევანი, კონა, ჯგუფი და სხვ.) თანხმოვანება, რომლის შემადგენელი ბგერები თანმიმდევრობითაა განლაგებული. კლასტერები პირველად XX საუკუნის პირველ ნახევარში გამოიყენეს ჩ. აივზმა, ჰ. კოუელმა, ბ. ბარტოკმა, მაგრამ განსაკუთრებით ფართო გავრცელება 50-60-იან წლებში ჰპოვეს. ამგვარი ბგერითი კომპლექსების გამოყენება, უპირველეს ყოვლისა, ნაკარნახები იყო ტემბრის სფეროში ახალი რესურსების ძიებით, ვინაიდან ბგერათსიმაღლებრივი პარამეტრი კლასტერისთვის მეორეხარისხოვანია.
კლასტერების აღნაგობის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს გარკვეული ინტერვალის ერთიანი ბგერითი მასით შევსება, რომელიც შესაძლებელია, არ იყოს შეზღუდული ტემპერირებული წყობით და ფართოდ მიმართავდეს მიკროქრომატიკას. ბუნებრივია, კლასტერების ასეთ სტრუქტურას შედეგად მოსდევს რეგისტრული პარამეტრის აქცენტირება, ხოლო ბგერათსიმაღლებრივის კი, პირიქით, ნიველირება. აქ იბადება კითხვა: რა გვაძლევს საფუძველს ვისაუბროთ კლასტერების მრავალფეროვნებაზე?
კლასტერების ჟღერადობაში მრავალფეროვნება სხვადასხვა ხერხით მიიღწევა, კერძოდ, კლასტერების სიმკვრივის და სიფართოვის, რეგისტრის, მათში შემავალი ბგერების ნაწარმოების ქსოვილში attacca-ს, დინამიკის, ტემბრის და არტიკულაციის ცვალებადობის მეშვეობით, რაც კლასტერებს განსხვავებულ შეფერილობას სძენს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კლასტერების ჟღერადობაზე პარამეტრების ასეთი სიმრავლე მოქმედებს, მათი დიფერენცირება, უმთავრესად, ორი ნიშნითაა შესაძლებელი: განაპირა ბგერებს შორის ინტერვალის სიდიდის და მისი შევსების სიმკვრივიდან გამომდინარე.
ინტერვალის სიდიდიდან გამომდინარე, კლასტერები შეიძლება იყოს:
- სრული − ოქტავით ან მასზე დიდი ინტერვალით შემოფარგლული და სრული ბგერათრიგის შემცველი;
- არასრული − ოქტავაზე ნაკლები ინტერვალით შემოფარგლული და, შესაბამისად, არასრული ბგერათრიგის შემცველი.
კლასტერებს განსაკუთრებილ შეფერილობას აძლევს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი – მისი სივრცული განაწილება, ანუ სიმკვრივე. ამ თვალსაზრისით კლასტერი შეიძლება იყოს მჭიდრო და გაშლილი. მჭიდრო კლასტერები შედგებიან მინიმუმ მეოთხედ- და მაქსიმუმ მთელტონიანი ინტერვალებისგან და ქმნიან კომპაქტურ ბგერით ობიექტებს, ხოლო გაშლილი კი – სხვადასხვა ინტერვალებისგან, რომლებიც სხვადასხვა რეგისტრში არიან გადანაწილებული. გვხვდება, როგორც ერთგვ
აროვანი (მაგალითად, ტერციები, კვარტები და სხვ.), ისე სხვადასხვა ინტერვალისგან შემდგარი გაშლილი კლასტერები.
მაგალითი №11
სრული, მჭიდრო (მეოთხედტონიანი) კლასტერი. ქ. პენდერეცკი. Tren
მაგალითი №12
არასრული, მჭიდრო (ნახევარტონიანი) კლასტერი. ქ. პენდერეცკი. Fluorescences
მაგალითი №13
სრული, გაშლილი კლასტერი. დ. ლიგეტი. Atmosferes
არაკლასტერული სონორული ვერტიკალი ყალიბდება ბგერების თანხმოვანებებში (უმეტესად დისონირებულში) არარეგლამენტირებული შეერთებიდან, რომლებიც შეიძლება განვსაზღვროთ როგორც სონორული აკორდები. სონორული აკორდები გამოირჩევა ინდივიდუალური, განუმეორებელი სტრუქტურით და სხვადასხვაგვარად აიგება. გვხვდება, როგორც ბგერების შედარებით შეზღუდული რაოდენობის შემცველი სონორული აკორდები (5-6), ასევე კლასტერებთან მიახლოეისული სონორული აკორდებიც. ხშირია დისონირებული ინტერვალების გამოყენება (სეკუნდები, ტრიტონები და სხვ.), თუმცა, შეიძლება შეგვხვდეს ტერციული სტრუქტურის სონორული აკორდებიც.
მაგალითი № 14
სონორული აკორდი. ტ. მიურაი. La Barque Mystique
ჰორიზონტალი: ხაზი. შრე. ზოლი