II კავშირებითი
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''II კავშირებითი''' – საუღლებელი ერთეული, დრო-კილოთა მეორე სერიის მწკრივი, [[დრო (გრამატიკა)|დრო]] – მომავალი, კილო – კავშირებითი ან ბრძანებითი, [[ასპექტი (გრამატიკა)|ასპექტი]] – სრული ან უსრული. | + | '''II კავშირებითი''' – საუღლებელი ერთეული, დრო-კილოთა მეორე სერიის [[მწკრივი (გრამატიკა)|მწკრივი]], [[დრო (გრამატიკა)|დრო]] – მომავალი, კილო – კავშირებითი ან ბრძანებითი, [[ასპექტი (გრამატიკა)|ასპექტი]] – სრული ან უსრული. |
II კავშირებითის მწკრივის ნიშნებია -ა,-ე, -ო; -ო გვაქვს [[ზმნა|ზმნებთან]], რომელთაც წყვეტილის მწკრივში -ე სუფიქსი მოუდის; -ე სუფიქსით აწარმოებს II კავშირებითს სუფიქსიანი და უნიშნო ვნებითები; სხვა შემთხვევებში -ა სუფიქსი გამოიყენება. III | II კავშირებითის მწკრივის ნიშნებია -ა,-ე, -ო; -ო გვაქვს [[ზმნა|ზმნებთან]], რომელთაც წყვეტილის მწკრივში -ე სუფიქსი მოუდის; -ე სუფიქსით აწარმოებს II კავშირებითს სუფიქსიანი და უნიშნო ვნებითები; სხვა შემთხვევებში -ა სუფიქსი გამოიყენება. III | ||
ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:გრამატიკა]] | [[კატეგორია:გრამატიკა]] | ||
+ | [[კატეგორია:საუღლებელი ერთეულები]] | ||
[[კატეგორია:ზმნა]] | [[კატეგორია:ზმნა]] |
მიმდინარე ცვლილება 18:22, 6 თებერვალი 2024 მდგომარეობით
II კავშირებითი – საუღლებელი ერთეული, დრო-კილოთა მეორე სერიის მწკრივი, დრო – მომავალი, კილო – კავშირებითი ან ბრძანებითი, ასპექტი – სრული ან უსრული.
II კავშირებითის მწკრივის ნიშნებია -ა,-ე, -ო; -ო გვაქვს ზმნებთან, რომელთაც წყვეტილის მწკრივში -ე სუფიქსი მოუდის; -ე სუფიქსით აწარმოებს II კავშირებითს სუფიქსიანი და უნიშნო ვნებითები; სხვა შემთხვევებში -ა სუფიქსი გამოიყენება. III სუბიექტური პირის ნიშნად მხოლობითში -ს, ხოლო მრავლობითში -ნ სუფიქსები გვაქვს.
ზმნისწინი ასპექტიან ზმნებში ახდენს სრული და უსრული ასპექტის დაპირისპირებას; სხვა შემთხვევაში აღნიშნავს მიმართულებას ან მნიშვნელობას უცვლის ზმნას. II კავშირებითში ვნებითი გვარის ზმნები უზმნისწინოდ, ჩვეულებრივ, არ იხმარება. II კავშირებითის I სუბიექტური პირის მრავლობითისა და II პირის ფორმები გამოიყენება ბრძანებითი კილოს გამოსახატავად (გავაკეთოთ! გააკეთოს! გააკეთონ!).
გ. გოგოლაშვილი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები. I, თბ., 1980;
- გოგოლაშვილი გ. დრო-კილითა მეორე სერიის ფორმები ახალ ქართულში, თბ.,I934;
- მისივე, მეორე კავშირებითის ფორმათა წარმოების ზოგი საკითხი თანამედროვე ქართულში. – „ქსკს“, წგ. 6, თბ., 1984.