სვანური ენა
(→ლიტერატურა) |
|||
ხაზი 53: | ხაზი 53: | ||
== ლიტერატურა == | == ლიტერატურა == | ||
− | + | * ჟღენტი ს. სვანური ენის ფონეტიკის ძირითადი საკითხები, თბ. 1949; | |
− | ფონეტიკის ძირითადი საკითხები, თბ. | + | * მაჭავარიანი გ. ხმოვანთა სისტემის დახასიათებისათვის სვანურში. – „თსუ შრომები“, 1963. ტ. 96; |
− | 1949 მაჭავარიანი გ. ხმოვანთა | + | * დონდუა კ. ადიღეური ტიპის მოთხრობითი ბრუნვა სვანურში. იხ. მისი: რჩეული შრომები., 1, თბ., 1967; |
− | სისტემის დახასიათებისათვის | + | * თოფურია ე, სვანური ენა. 1. ზმნა. – იხ. მისი: შრომები. I. თბ. 1967; |
− | დონდუა | + | * თოფურია ე. სვანური ენა. – შრომები. II, თბ., 2002; |
− | რჩეული | + | * მისივე, სვანური დიალექტები და მათი თავისებურებანი. – იქვრ- მისივე, სვანური სიტყვაწარმოება, – იქვე მისივე: სვანური სინტაქსი. – იქვე; ქალდანი მ. სვანური ენის ფონეტიკა, თბ., I969; |
− | + | * შანიძე ა. უმლაუტი სვანურში - თხზულებანი, I. თბ. 1981; | |
− | იხ. მისი: შრომები. I. თბ. 1967 | + | * ნიკოლაიშვილი მ. ხმოვანთა რედუქციის სტრუქტურული ანალიზი, თბ.,1951; |
− | + | * შარაშენიძე თ. სვანური ენა. – „იკეწ“, XII, თბ., 1985; | |
− | თბ., 2002 | + | * ონიანი ა. სვანური ენა, თბ., 1998; |
− | მისივე, | + | * ჭუმბურიძე ზ., მყოფადი ქართველურ ენებში, I986. |
− | + | ||
− | იქვე მისივე: სვანური სინტაქსი. – | + | |
− | იქვე; | + | |
− | ფონეტიკა, თბ., I969 | + | |
− | უმლაუტი | + | |
− | + | ||
− | ხმოვანთა რედუქციის სტრუქტურული | + | |
− | + | ||
− | სვანური ენა. – | + | |
− | ონიანი ა. | + | |
− | + | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] |
00:35, 20 თებერვალი 2024-ის ვერსია
სვანური ენა – ქართველურ ენათა ოჯახის ერთ-ერთი წევრი (ქართულთან და მეგრულ-ლაზურთან ერთად), გამოიყოფა ხუთი დიალექტი: ბალსზემოური, ბალსქვემოური (ზემოსვანური დიალექტები ენგურის ხეობაში), ლენტეხური, ლაშხური და ჩალურული (ქვემოსვანური დიალექტები ცხენისწყლის ხეობაში).
სვანურის ყველა დიალექტისათვის საერთოა 6 ხმოვანი: ა. ე. ი, ო, უ, ჷ. სხვადასხვა დიალექტში კი ხმოვან ფონემათა რაოდენობა მერყეობს 9-იდან 18-ამდე. ამ სიმრავლეს წარმოქმნის ყველა სხვა ნიშნით ერთნაირი ხმოვნების განსხვავება, ერთი მხრივ – სიგრძე-სიმოკლის, ხოლო, მეორე მხრივ – პალატალურობა-არაპალატალურობის (ე. ი. უმლაუტიანობა-უუმლაუტობის) მიხედვით. ბალსქვემოურსა და ლენტეხურში არ არის მოკლე ხმოვნების საპირისპირო გრძელი ხმოვნები, ლაშხურში – არაპალატალურ ა. ო. უ ხმოვანთა საპირისპირო გრძელი ხმოვნები: – არაპალატალურ ა. ო, უ ხმოვანთა საპირისპირო პალატალური ხმოვნები. ორივე ეს დაპირისპირება (გრძელი – მოკლე ღა პალატალური – არაპალატალური) დამახასიათებელია მხოლოდ ბალსზემოურისა და ჩოლურულისათვის. ამრიგად, ხმოვან ფონემათა შედგენილობის მიხედვით სხვადასხვა დიალექტებში ასეთი სურათი გვაქეს: ბალსქვემოური ღა ლენტეხური: ა. ე, ი, ო, უ. ჷ, ა, ო, უ: ლაშხური: ა, ე, ი, ო, უ, ჷ, ა, ე, ი, ო, უ, ჷ, ბალსზემოური და ჩოლურული: ა, ე, ი, ო, უ, ჷ. ა, ე, ი, ო, უ, ჷ. ა, ო, უ
ეს ხმოვნები ერთმანეთს უპირისპირდებიან რიგის (წინა-უკანა), ენის აწეულობის (მაღალი – დაბალი), ბაგისმიერობა-არაბაგისმივრობისი და სიგრძე-სიმოკლის მიხედვით.
თანხმოვანთა სისტემით სვანური დიალექტები ერთმანეთს ემთხვევა. გამოიყოფა ორი ჯგუფი: სონორები და ჩქამიერები; სონორებია: რ, ლ, მ, ნ, , ჲ. ყველა სხვა თანხმოვანი ჩქამიერია, ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან რიგის, სერიისა და რაგვარობის მიხედვით. რიგი: ბაგისმიერნი (ბ, ფ, პ), კბილისმიერნი (დ, თ, ტ), ნუნისმიერნი (ძ, ც, წ, ზ, ს), მაგარსასისმიერნი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ), რბილსასისმიერნი (გ, ქ, კ, ღ, ხ), ხახისმიერი (ჴ, ყ), ხორხისმიერი (ჰ). რიგის შიგნით ფონემები ერთმანეთს უპირისპირდებიან სერიის მიხედვით. სერია სამია: მჟღერთა, ფშევინვიერთა და მკვეთრთა სერია. მჟღერები: ბ. დ, ძ, ს. ჯ. ჟ. გ, დ: ფშვინვიერები: ფ, ო, ც, ს, ჩ, შ, ქ, ხ, ჴ, ჰ.
მკვეთრები: პ, ტ, წ ჭ. კ, ყ; ხშულები: ბ, ფ, პ, დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ, გ, ქ, კ; ნაპრალოვნები: ზ, ს, ჟ, შ, ღ, ხ, ჰ.
ხმოვანთა რედუქციის მიხედვით სვანურის დიალექტები (გარდა ლენტეხურისა), არსებითად, ერთმანეთს ემთხვევა. რედუქციის წესებს მხოლოდ მოკლე ხმოვანი ემორჩილება. ხმოვნის რედუქციისათვის აუცილებელია სიტყვაში არანაკლებ სამი ხმოვნისა და ორი ხმოვნიანი მორფოლოგიური ერთეულის (ძირისა და აფიქსის) არსებობა. იმის მიხედვით, თუ როგორია სარედუქციო ხმოვნის თანხმოვნური გარემოცვა, არაბაგისმიერი ხმოვანი გვაძლევს ნულს ან ჷ-ს (ქათლ „ქათამი“ – ქათლ
რ ქათმები, ლარტ
მ „ბოსტანი“ ღელჷრტ
მ „ბოსტnეული“, ბაგისმიერი ხმოვანი კი გვაძლევს
-ს ან რჩება უცვლელი (კუმ
შ „საქონელი“ – ლაკ
მაშ „საქონლის სადგომი“, მურე
ამ „კოშკი“ – ლჷმურყ
ამ „კოშკიანი“).
სეანურში გამოიყოფა სახელთა ბრუნების ორი ტიპი: I და II. ეს ტიპები გამოიყოფა მხოლოდ ზემოსვანურ დიალექტებში და ისიც მხოლოდ საზოგადო სახელთა ერთი ნაწილის მხოლობითი რიცხვის ფორმაში. II ტიპის ბრუნებას განეკუთვნება სახელთა ბრუნების პარადიგმა, რომელშიც მოთხრობით და ნათესაობით ბრუნვების ფორმები ერთმანეთს ემთხვევა. ასეთ შემთხვევაში ორივე მათგანი მუდამ -ემ სუფიქსით არის გამოხატული. ამგვარ პარადიგმაში სახელის ფუძე ყოველთვის ორ ვარიანტიანია, რომელთაგან ერთი მუდამ სახელობითი ბრუნვის ფორმითაა წარმოდგენილი, ხოლო მეორე – ყველა დანარჩენი ბრუნვის ფორმებით. ფუძის ვარიანტებს შორის
განსხვავება ან მხოლოდ ხმოვანთმონაცვლეობით წარმოიქმნება (მაგ. ჭემ – ჭამ „თივა“), ან მასთან ერთად ბოლოკიდური - ელემენტის ქონება-უქონლობითაც (ჟეღ – ჟაღ
„ძაღლი). II ტიპის მიხედვით მხოლოდ ერთმარცვლიანი ფუძის მქონე სახელები იბრუნვის და მათ, როგორც წესი, მოეპოვებათ პარალელური ფორმები 1 ტიპის ბრუნების სახით, სადაც ფუძე მუდამ ერთვარიანტიანია. ერთზე მეტმარცვლიანი ფუძის მქონე ყოველი სახელი I ტიპის მიხედვით იბრუნვის. ქვემოსვანურ დიალექტებში II ტიპის ბრუნება არ არსებობს, ყოველი სახელი I ტიპის შესაბამისად
იბრუნვის და, ამდენად, ბრუნების ტიპები აქ არც გამოიყოფა.
სახელთა მრავლობითი რიცხვის გამომხატველი ძირითადი სუფიქსია -რ (დისიმილაციით -
ლ): ჴ
ნ „ხარი“ – ჴან-
რ „ხარები“, ყ
რ „კარი“ – ყ
რ-ალ „კარები“. სახელთა სხვადასხვა ჯგუფთან დასტურდება აგრეთვე -ა, -უ, ლა-ა ალომორფები: მჷლდ-ა „მწყემსები“, ლჷდგარ-უ „მკვდრები“, ლა-ჯგილ-ა „ძმები
(დისთვის)“… მხოლობითი რიცხვის ფორმები მრავლობითს ნიშნის უქონლობით უპირისპირდება.
სვანურში, სხვა ქართველურ ენათა მსგავსად, არსებობს ზმნის პირის ორი ნაირსახეობა – სუბიექტური და ობიექტური. ობიექტური პირის შიგნით კი გამოიყოფა პირდაპირი და ირიბი. უზმნისწინო ფორმებში I სუბიექტური პირის მორფემის ალომორფებია: ხ- (არაბაგისმიერი ხმოვნების წინ): ხ
-
სყი „ვაკეთებ“, ხ- (ბაგისმიერი ხმოვნების წინ): ხ-ოსყი „ვუკეთებ“, -
- და 0 (ნული) (თანხმოვნით დაწყებულ ფუძეებთან): დ-
-იგე „ვაქრობ“, სგურ „ვზივარ“. II სუბიექტური პირის
ნიშანი უზმნისწინო ფორმებში არის ხ- (ხმოვნების წინ): ხ-
სეი „აკეთებ“ და 0: დიგე „აქრობ“. III სუბიექტური პირის მორფემა შემდეგი ალომორფებისაგან შედგება: ლ- (მხოლოდ 5 ზმნაში), მაგ., ლ-ი „არის“, ნ- და ჲ- (ლა- ზმნისწინიან ფორმათა ერთ ნაწილში): ლა-ნ-ტიხ „დააბრუნა“, ლ
-ჲ-ჭემე „მოთიბა“, -ს (კავშირებითის ფორმებში): ამ
რ
დ-ს „ამზადებდეს“ და 0 (ყველა სხვა შემთხვევაში):
სყი „აკეთებს“. სგურ „ზის“. I ობიექტური პირი (პირდაპირიცა და ირიბიცა) მ-თი გამოიხატება: მ-ახტ
ი „მხატავს“, მ-იხტ
ი „მიხატავს“. II ობიექტური პირი კი – ჯ-თი: „ჯ-ახტ
ი „გხატავს”, ჯ-იხტ
ი „გიხატავს”. III
პირდაპირ ობიექტურ პირს კი გამომხატველი აფიქსი არ მოეპოვება: ახტ
ი „ხატავს“.
თანამედროვე სვანურში ზმნისწინისა და პირის ნიშნის თანხმოვანთა ერთად თავმოყრა არ შეიძლება, ერთ-ერთი მათგანი ამიტომ
ყოველთვის დაკარგულია: შდრ., ერთი მხრივ, ა-ხ-სყ (<*ან-ხ-
სყ)
„გააკეთე“, ე-ჯ-ყა (<*ეს-ჯ-ყა) „მი-გყავს“, ა-ტეხ (<*-ად-ხ-ტეხ) და, მეორე მხრივ, ათ-აბ (<*ად-ხ-აბ) „მიაბი“, ეს-გ
ეშ (<*ეს-ხ-აგ
ეშ) „დაასხი“.
I და II სუბიექტური პირის მრავლობითი რიცხვი დ სუფიქსით გამოიხატება: ხ-
სყიდ „ვაკეთებთ“, ხ-
სყი-დ „აკეთებთ“, II სუბიექტური პირის მრავლობითობა ყოველთვის -ხ სუფიქსით გამოიხატება:
სყი-ხ „აკეთებენ“.
I პირის მრავლობითი რიცხვის ფორმა ინკლუზივ-ექსკლუზივის კატეგორიის გამოხატვით ხასიათდება (ქვემოსვანურ დიალექტებში მხოლოდ სუბიექტური პირის ფორმებში, ზემოსვანურში – ობიექტურისაშიც). ექსკლუზივის ფორმა I და III პირს აერთიანებს (II პირი გამოირიცხება), ინკლუზივისა კი – I და II პირს (III პირი კი შეიძლება ერთიანდებოდეს, შეიძლება – არა). სუბიექტის ექსკლუზივი: ხ-
სყიდ „ვაკეთებთ“, დ-
-იგე-დ „ვაქრობთ“, ინკლუზივი: ლ-
სყი-დ „ვაკეთებთ“, ლჷ-დგე-დ „ვაქრობთ“. ობიექტის ექსკლუზივი: ნ-ისყი
„გვიკეთებს“, ნჷ-ტხე „გვაბრუნებს“, ინკლუზივი: გ
-ასყი „გვიკეთებს“, გუ-ტხე „გვაბრუნებს“. ]]
ასპექტი (სრული-უსრული) ზმნისწინთა ქონება-უქონლობით გამოიხატება. არსებობს ზმნისწინთა ორი რიგი: 1. გეზისა და მოქმედების მიმართულების გამომხატველი (ჟი, ჩუ, სგა, ქა), 2. ასპექტისა და ორიენტაციის გამომხატველი (ლაი-, ან-, ად-, ეს).
გვარის მიხედვით ოპოზიციას აქვს სამი წევრი: მოქმედებითი, ვნებითი და საშუალი. მოქმედებითი გვარის გამომხატველი ნიშნებია:
ა, და ხმოვანთა აბლაუტური მონაცვლეობის ერთ-ერთი საფეხური: ა-ხტ
ი „ხატავს“,
-
ზე „ანთებს, ტიხე „აბრუნებს“, ენებითი გვარისა: ი-.
(ერთპირიანობის შემთხვევაში): ი-ხტატ
ი „იხატება“,
-შ
ი „ინთება", ე-.
(ორპირიანობის შემთხვევაში): ხ-ე-ხტ
ი
„ეხატება“, ხ-
-შ
ი „ენთება“ და აბლაუტური მონაცვლეობის ერთ-ერთი საფეხური: ტეხ-ნ-ი ,ბრუნდება”. საშუალი გვარი ნიშნის უქონლობით ხასიათდება: გიჭ „ძლებს“.
ქცევის მიხედვით ოპოზიციის წევრთა გამომხატველი აფიქსებია: საარვისო: ა-, და 0 (ნული) – ა-სყი „აკეთებს.
-შ
ე „ანთებს“, ტიხე „აბრუნებს“: სათავისოსი – ი-,
-: ი-სყი „იკეთებს“,
-შ
ე „ინთებს“,
სათავისოსი: ი-,
- (როცა ირიბი ობიექტი (1 ან II პირია: მ-ი-სყი „მიკეთებს. ჯ-ი-სყი „გიკეთებს“, მ
-შ
ე „მინთებს“. ჯ-
-შ
ე „გინთებს“ და ო-,
(როცა ირიბი ობიექტი III პირია): ხ-ო-სყი „უკეთებს“, ხ-
შ
ე „უნთებს“.
შუალობით კონტაქტს (კაუზატივს) -უნ, -ნ, -ნ სუფიქსები გამოხატავს: ხასყ-უნ-ე „აკეთებინებს”. ხამ
რ-
ნ-ე „ამზადებინებს“, ხაგემ-ხ-ე „აშენებინებს”, უშუალო კონტაქტს (არაკაუზატივს) – აღნიშნულ სუფიქსთა უქონლობა:
სყი „აკეთებს“, ამ
რე „ამზადებს“, აგემ „აშენებს“.
გეზი (მიმართული) ჟი, ჩუ, სგა, ქა ზმნისწინებით გამოიხატება. მიუმართავი კი – მათი უქონლობით: ჟი ატხ „აბრუნდა“, ჩუ ატ
ხ „ჩაბრუნდა“, სგა ატ
ხ შებრუნდა, ქა ატ
ხ „გაბრუნდა“ შდრ. ატ
ხ (მიუმართავი). სააქეთო ორიენტაციას ან-
ზმნისწინი გამოხატავს: ან-ღრი „მოდის“ – საიქეთოს კი – ად-, ეს ზმნისწინები: ეს-ღრი „მიდის“, ად-ლჲე „წაიღო.
თანამედროვე სვანურში გამოიყოფა ზმნის მწკრივთა 4 სერია: I სერია – აწმყო, უწყვეტელი. I კავშირებითი, მყოფადუსრული, მყოფადსრული, პირობით უსრული, პირობითსრული: II სერია – წყვეტილი. II კავშირებითი: III სერია – I თურმეობითი, II თურმეობითი, III კავშირებითი: IV სერია – III თურმეობითი, IV თურმეობითი.
სვანურში, ქართულის მსგავსად, ქვემდებარის ბრუნვებია: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი. (გარდამავალი ზმნით გამოხატულ შემასმენელთან) და სახელობითი (გარდაუვალი ზმნით გამოხატულ შემასმენელთან); პირდაპირი დამატების ბრუნვებია სახელობითი და მიცემითი ხოლო ირიბისა – მხოლოდ მიცემითი.
ა. ონიანი
ლიტერატურა
- ჟღენტი ს. სვანური ენის ფონეტიკის ძირითადი საკითხები, თბ. 1949;
- მაჭავარიანი გ. ხმოვანთა სისტემის დახასიათებისათვის სვანურში. – „თსუ შრომები“, 1963. ტ. 96;
- დონდუა კ. ადიღეური ტიპის მოთხრობითი ბრუნვა სვანურში. იხ. მისი: რჩეული შრომები., 1, თბ., 1967;
- თოფურია ე, სვანური ენა. 1. ზმნა. – იხ. მისი: შრომები. I. თბ. 1967;
- თოფურია ე. სვანური ენა. – შრომები. II, თბ., 2002;
- მისივე, სვანური დიალექტები და მათი თავისებურებანი. – იქვრ- მისივე, სვანური სიტყვაწარმოება, – იქვე მისივე: სვანური სინტაქსი. – იქვე; ქალდანი მ. სვანური ენის ფონეტიკა, თბ., I969;
- შანიძე ა. უმლაუტი სვანურში - თხზულებანი, I. თბ. 1981;
- ნიკოლაიშვილი მ. ხმოვანთა რედუქციის სტრუქტურული ანალიზი, თბ.,1951;
- შარაშენიძე თ. სვანური ენა. – „იკეწ“, XII, თბ., 1985;
- ონიანი ა. სვანური ენა, თბ., 1998;
- ჭუმბურიძე ზ., მყოფადი ქართველურ ენებში, I986.