რთული წინადადება
(ახალი გვერდი: '''რთული წინადადება''' – სინტაქსური კონსტრუქცია, რომელიც შედგ...) |
|||
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
შერწყმული წინადადების შეერთებით და აზრობრივად და ინტონაციურად ერთი მთლიანი დასრულებული ერთეულია. | შერწყმული წინადადების შეერთებით და აზრობრივად და ინტონაციურად ერთი მთლიანი დასრულებული ერთეულია. | ||
| − | რთული წინადადების შემადგენელი წინადადებების (პრედიკატული ერთეულები) შეკავშირება ხდება თანწყობის ([[პარატაქსი]]) და ქვეწყობის (ჰიპოტაქსი) წესით. თანწყობა გულისხმობს ერთმანეთის მიმართ გრამატიკულად | + | რთული წინადადების შემადგენელი წინადადებების (პრედიკატული ერთეულები) შეკავშირება ხდება თანწყობის ([[პარატაქსი]]) და ქვეწყობის ([[ჰიპოტაქსი]]) წესით. თანწყობა გულისხმობს ერთმანეთის მიმართ გრამატიკულად |
თანასწორი წინადადებების შეერთებას (მთიდან დაეშვა ღამე და დაიბინდა მდელო, [[ტაბიძე გალაკტიონ|გ. ტაბიძე]]. ქვეწყობა კი – გრამატიკულად არათანასწორი (მთავარი და დამოკიდებული) წინადადებების შეერთებას | თანასწორი წინადადებების შეერთებას (მთიდან დაეშვა ღამე და დაიბინდა მდელო, [[ტაბიძე გალაკტიონ|გ. ტაბიძე]]. ქვეწყობა კი – გრამატიკულად არათანასწორი (მთავარი და დამოკიდებული) წინადადებების შეერთებას | ||
(როცა მთიდან დაეშვა ღამე, დაიბინდა მდელო). რთული წინადადების შემადგენელი წინადადებები ერთმანეთს უერთდება [[კავშირი (გრამატიკა)|კავშირებით]] ან უკავშიროდ (მხოლოდ [[ინტონაცია|ინტონაციით]]), ე. ი. რთული წინადადება არის კავშირიანი („სანამ არ გადამხმარან ბაღში ვარდთა ბარდები, მიწავ, ნუ გეცოდები, ცაო, ნუ გედარდები, გ. ტაბიძე) და უკავშირო („შუქი გაიშალა, წყალი დაიფერა, სიო დაიბერა, ჩალა გაიჩალა“, გ. ტაბიძე). [[რთული თანწყობილი წინადადება|რთულ თანწყობილ წინადადებაში]] გამოყენებულია მაერთებელი (მაჯგუფებელი, მაპირისპირებელი, მაცალკევებელი) კავშირები, [[რთული ქვეწყობილი წინადადება|რთულ ქვეწყობილ წინადადებაში]] კი – მაქვემდებარებელი კავშირები. გარდა ამისა, რთული წინადადების შესაქმნელად გამოყენებულია სხვა საშუალებებიც: [[ინტონაცია]], [[ზმნა|ზმნის]] [[დრო (გრამატიკა)|დრო]]-[[კილო (გრამატიკა)|კილოთა]] შესაბამისი ფორმები, მისათითებელი [[ნაცვალსახელი|ნაცვალსახელები]], [[ზმნისართი|ზმნისართები]], [[ნაწილაკი|ნაწილაკები]]. რთული წინადადების სახეებს თუმცა ფორმალური საშუალებების თავიანთი სისტემა აქვთ, მაგრამ თანწყობასა და ქვეწყობას შორის გარდაუვალი ზღვარი მაინც არ | (როცა მთიდან დაეშვა ღამე, დაიბინდა მდელო). რთული წინადადების შემადგენელი წინადადებები ერთმანეთს უერთდება [[კავშირი (გრამატიკა)|კავშირებით]] ან უკავშიროდ (მხოლოდ [[ინტონაცია|ინტონაციით]]), ე. ი. რთული წინადადება არის კავშირიანი („სანამ არ გადამხმარან ბაღში ვარდთა ბარდები, მიწავ, ნუ გეცოდები, ცაო, ნუ გედარდები, გ. ტაბიძე) და უკავშირო („შუქი გაიშალა, წყალი დაიფერა, სიო დაიბერა, ჩალა გაიჩალა“, გ. ტაბიძე). [[რთული თანწყობილი წინადადება|რთულ თანწყობილ წინადადებაში]] გამოყენებულია მაერთებელი (მაჯგუფებელი, მაპირისპირებელი, მაცალკევებელი) კავშირები, [[რთული ქვეწყობილი წინადადება|რთულ ქვეწყობილ წინადადებაში]] კი – მაქვემდებარებელი კავშირები. გარდა ამისა, რთული წინადადების შესაქმნელად გამოყენებულია სხვა საშუალებებიც: [[ინტონაცია]], [[ზმნა|ზმნის]] [[დრო (გრამატიკა)|დრო]]-[[კილო (გრამატიკა)|კილოთა]] შესაბამისი ფორმები, მისათითებელი [[ნაცვალსახელი|ნაცვალსახელები]], [[ზმნისართი|ზმნისართები]], [[ნაწილაკი|ნაწილაკები]]. რთული წინადადების სახეებს თუმცა ფორმალური საშუალებების თავიანთი სისტემა აქვთ, მაგრამ თანწყობასა და ქვეწყობას შორის გარდაუვალი ზღვარი მაინც არ | ||
23:21, 27 მარტი 2024-ის ვერსია
რთული წინადადება – სინტაქსური კონსტრუქცია, რომელიც შედგენილია ორი ან მეტი მარტივი თუ შერწყმული წინადადების შეერთებით და აზრობრივად და ინტონაციურად ერთი მთლიანი დასრულებული ერთეულია.
რთული წინადადების შემადგენელი წინადადებების (პრედიკატული ერთეულები) შეკავშირება ხდება თანწყობის (პარატაქსი) და ქვეწყობის (ჰიპოტაქსი) წესით. თანწყობა გულისხმობს ერთმანეთის მიმართ გრამატიკულად თანასწორი წინადადებების შეერთებას (მთიდან დაეშვა ღამე და დაიბინდა მდელო, გ. ტაბიძე. ქვეწყობა კი – გრამატიკულად არათანასწორი (მთავარი და დამოკიდებული) წინადადებების შეერთებას (როცა მთიდან დაეშვა ღამე, დაიბინდა მდელო). რთული წინადადების შემადგენელი წინადადებები ერთმანეთს უერთდება კავშირებით ან უკავშიროდ (მხოლოდ ინტონაციით), ე. ი. რთული წინადადება არის კავშირიანი („სანამ არ გადამხმარან ბაღში ვარდთა ბარდები, მიწავ, ნუ გეცოდები, ცაო, ნუ გედარდები, გ. ტაბიძე) და უკავშირო („შუქი გაიშალა, წყალი დაიფერა, სიო დაიბერა, ჩალა გაიჩალა“, გ. ტაბიძე). რთულ თანწყობილ წინადადებაში გამოყენებულია მაერთებელი (მაჯგუფებელი, მაპირისპირებელი, მაცალკევებელი) კავშირები, რთულ ქვეწყობილ წინადადებაში კი – მაქვემდებარებელი კავშირები. გარდა ამისა, რთული წინადადების შესაქმნელად გამოყენებულია სხვა საშუალებებიც: ინტონაცია, ზმნის დრო-კილოთა შესაბამისი ფორმები, მისათითებელი ნაცვალსახელები, ზმნისართები, ნაწილაკები. რთული წინადადების სახეებს თუმცა ფორმალური საშუალებების თავიანთი სისტემა აქვთ, მაგრამ თანწყობასა და ქვეწყობას შორის გარდაუვალი ზღვარი მაინც არ არის, განსაკუთრებით სემანტიკური თვალსაზრისით. კომპონენტების ერთნაირი მიმართება შეიძლება გამოიხატოს თანწყობილი წინადადებითაც და ქვეწყობილითაც („ამ წუთისოფელში ვისა აქვს მეტი ლუკმა, რომ შენც გაძლიოს?“, ი. ჭავჭავაძე; შდრ.: ამ წუთისოფელში მეტი ლუკმა არავისა აქვს და შენ რა გაძლიოს?“.
არის ისეთი რთული კონსტრუქციები, რომლებიც თანწყობასა და ქვეწყობას შორის შუალედურ ადგილს იჭერს. ასეთი წინადადებები წარმოდგენილია ერთდროულად თანწყობისა და ქვეწყობის კავშირებით (თუმცა – მაგრამ; ოღონდ – და, თუ არა – და).
ლ. კვანტალიანი