ურაველი (მდინარე)
(ახალი გვერდი: '''ურაველი,''' (სატალაო, კალმახის წყალი, ცუნქისჴევი) – მდინარე [[...) |
(→წყრო) |
||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:მდინარეები ასპინძის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:მდინარეები ასპინძის მუნიციპალიტეტში]] | ||
[[კატეგორია:მდინარეები სამხრეთ საქართველოში]] | [[კატეგორია:მდინარეები სამხრეთ საქართველოში]] | ||
+ | [[კატეგორია:მდინარეები სამხცე-ჯავახეთის მხარეში]] |
22:14, 15 მაისი 2024-ის ვერსია
ურაველი, (სატალაო, კალმახის წყალი, ცუნქისჴევი) – მდინარე ერუშეთის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მთა გუმბათის ჩრდილოეთ კალთაზე და მდინარე მტკვარს ერთვის სოფელ მინაძესთან (ახალციხის მუნიციპალიტეტი). მისი სიგრძეა 31 კმ, აუზის ფართობი – 338 კმ2
წყალდიდობა ახასიათებს გაზაფხულზე. წყალს იყენებენ სარწყავად. მასზე აგებულია ჰიდროელექტროსადგური. მდინარე ურავლის ხეობაში მდებარეობს ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი ურაველი, სადაც ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყალი. ხეობის ზედა წელში სუბალპური და ალპური მდელოებია, ხოლო ქვედა ნაწილში – ტყეები მუხის, ფიჭვის, არყის ხისა და წიფლის მონაწილეობით. ვახუშტი ბაგრატიონი მას ცუნქისჴევის სახელით იხსენიებს: „ახალციხისწყლისა მტკვრის შესართავს ზეით, მტკვარს მოერთვის ცუნქისჴევი. გამოსდის ერუშეთის მთას და მოდის აღმოსავლეთ-ჩდილოს შორის“.