საზონოვი სერგეი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „საზონოვი სერგეი“ გადაიტანა გვერდზე „სერგეი საზონოვი“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''სერგეი საზონოვი''' – 1860-1927), რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. 1883-დან მუშაობდა [[რუსეთი]]ს საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]] რუსეთის | + | [[ფაილი:Sazonovi sergei.JPG|thumb|150px|სერგეი საზონოვი]] |
| − | ნიკოლოზ II 30.VII.1914 გამოეცა ბრძანებულება საყოველთაო მობილიზაციის შესახებ. 1914-16 ინგლისთან და საფრანგეთთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს [[ომი]]ს ერთობლივი წარმოებისა და ომის შემდგომი საზავო პირობების შესახებ. აქტიურად მონაწილეობდა ინგლის-საფრანგეთ-რუსეთის 1915 შეთანხმების მომზადებაში, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთისათვის შავი ზღვის სრუტეების გადაცემას. 1916 წლის ნოემბერში გადადგა მინისტრის თანამდებობიდან, რადგან არ ეთანხმებოდა მეფისა და მისი კამარილიის მისწრაფებას გერმანიასთან სეპარატული | + | '''სერგეი საზონოვი''' – (რუს. Серге́й Дми́триевич Сазо́нов; 1860-1927), რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. |
| + | |||
| + | 1883-დან მუშაობდა [[რუსეთი]]ს საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]] რუსეთის [[საელჩო]]ს მდივანი, მრჩეველი, [[აშშ]]-ში – რუსეთის საელჩოს მრჩეველი, [[ვატიკანი|ვატიკანში]] – რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენელი. 1909 წლის ივნისში დაინიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგად, ხოლო 1910 წლის ნოემბერში – მინისტრად. 1910 აწარმოებდა მოლაპარაკებას [[გერმანია]]სთან, რის შედეგადაც დაიდო [[პოტსდამის შეთანხმება 1911]]. 1913 წლის იანვარში დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს წევრად. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს წინ ცდილობდა [[ანტანტა|ანტანტის]] განმტკიცებას და მისი კავშირის გაძლიერებას რუსეთთან. 1914 წლის ივნის-ივლისში ავსტრია-უნგრეთ-სერბეთის კონფლიქტის დროს ცდილობდა, რომ რუსეთს, დიდ ბრიტანეთსა და [[საფრანგეთი|საფრანგეთს]] კოლექტიურად ემოქმედათ ავსტრია-უნგრეთზე, რათა მას უკან წაეღო [[ულტიმატუმი]], იმავე დროს აიძულებდა სერბეთს, წასულიყო კომპრომისზე, რათა თავიდან აეცილებინა შეიარაღებული შეტაკება. ის ხედავდა [[ომი]]ს გარდაუვალობას და აიძულა [[ნიკოლოზ II (რუსეთის იმპერატორი)|ნიკოლოზ II]] 30.VII.1914 გამოეცა ბრძანებულება საყოველთაო მობილიზაციის შესახებ. 1914-16 ინგლისთან და საფრანგეთთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს [[ომი]]ს ერთობლივი წარმოებისა და ომის შემდგომი საზავო პირობების შესახებ. აქტიურად მონაწილეობდა ინგლის-საფრანგეთ-რუსეთის 1915 შეთანხმების მომზადებაში, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთისათვის შავი ზღვის სრუტეების გადაცემას. 1916 წლის ნოემბერში გადადგა მინისტრის თანამდებობიდან, რადგან არ ეთანხმებოდა მეფისა და მისი კამარილიის მისწრაფებას გერმანიასთან [[სეპარატული ზავი]]ს დადების შესახებ. 1917 წლის იანვარში დაინიშნა რუსეთის ელჩად დიდ ბრიტანეთში, მაგრამ რევოლუციის დაწყების გამო ვერ დაიკავა ეს თანამდებობა. რუსეთში [[სამოქალაქო ომი]]ს დროს შედიოდა კოლჩაკისა და [[დენიკინი ანტონ|დენიკინი]]ს თეთრგვარდიულ მთავრობებში, იყო მათი წარმომადგენელი [[პარიზის საზავო კონფერენცია 1919-20|პარიზის საზავო (სამშვიდობო) კონფერენცია]]ზე 1919-20, გარდაიცვალა ემიგრაციაში. | ||
მიმდინარე ცვლილება 11:50, 16 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
სერგეი საზონოვი – (რუს. Серге́й Дми́триевич Сазо́нов; 1860-1927), რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი.
1883-დან მუშაობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მდივანი, მრჩეველი, აშშ-ში – რუსეთის საელჩოს მრჩეველი, ვატიკანში – რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენელი. 1909 წლის ივნისში დაინიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგად, ხოლო 1910 წლის ნოემბერში – მინისტრად. 1910 აწარმოებდა მოლაპარაკებას გერმანიასთან, რის შედეგადაც დაიდო პოტსდამის შეთანხმება 1911. 1913 წლის იანვარში დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს წევრად. პირველი მსოფლიო ომის წინ ცდილობდა ანტანტის განმტკიცებას და მისი კავშირის გაძლიერებას რუსეთთან. 1914 წლის ივნის-ივლისში ავსტრია-უნგრეთ-სერბეთის კონფლიქტის დროს ცდილობდა, რომ რუსეთს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს კოლექტიურად ემოქმედათ ავსტრია-უნგრეთზე, რათა მას უკან წაეღო ულტიმატუმი, იმავე დროს აიძულებდა სერბეთს, წასულიყო კომპრომისზე, რათა თავიდან აეცილებინა შეიარაღებული შეტაკება. ის ხედავდა ომის გარდაუვალობას და აიძულა ნიკოლოზ II 30.VII.1914 გამოეცა ბრძანებულება საყოველთაო მობილიზაციის შესახებ. 1914-16 ინგლისთან და საფრანგეთთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ომის ერთობლივი წარმოებისა და ომის შემდგომი საზავო პირობების შესახებ. აქტიურად მონაწილეობდა ინგლის-საფრანგეთ-რუსეთის 1915 შეთანხმების მომზადებაში, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთისათვის შავი ზღვის სრუტეების გადაცემას. 1916 წლის ნოემბერში გადადგა მინისტრის თანამდებობიდან, რადგან არ ეთანხმებოდა მეფისა და მისი კამარილიის მისწრაფებას გერმანიასთან სეპარატული ზავის დადების შესახებ. 1917 წლის იანვარში დაინიშნა რუსეთის ელჩად დიდ ბრიტანეთში, მაგრამ რევოლუციის დაწყების გამო ვერ დაიკავა ეს თანამდებობა. რუსეთში სამოქალაქო ომის დროს შედიოდა კოლჩაკისა და დენიკინის თეთრგვარდიულ მთავრობებში, იყო მათი წარმომადგენელი პარიზის საზავო (სამშვიდობო) კონფერენციაზე 1919-20, გარდაიცვალა ემიგრაციაში.