ნუნი
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ნუნი''' – | + | '''ნუნი''' – (ეგვ. Nn), პირველყოფილი ქაოსური წყლები, რომლებიც სამყაროს შექმნამდე არსებობდა. |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| + | თითქმის ყველა ეგვიპტური კოსმოგონიის თანახმად, სამყაროს შემოქმედი ნუნიდან წარმოიშობოდა. [[მემფისი]]ს კოსმოგონიაში შემოქმედი ღვთაება, [[პტახი]], თავად იყო გაიგივებული ნუნთან. ჰერმოპოლისის ოგდოადაში ნუნი თავის მდედრობით მეწყვილესთან [[ნუნეტი|ნუნეტთან]] ერთად ღმერთების პირველ წყვილს ქმნის. ჰელიოპოლისში [[ატუმი]] ნუნიდან წარმოიქმნა. მაგრამ ნუნს ეძახდნენ „ღმერთების მამას“ მხოლოდ იმიტომ, რომ ის პასიურად არსებობდა ყველაზე და ყველაფერზე ადრე. სამყაროს შექმნასთან მას არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ის იყო ინერტული მატერია, რომელშიც ჩაისახა პირველი აქტიური ძალა შემოქმედი ღვთაება. უფრო გვიანდელ [[ტექსტი|ტექსტებში]] მისი სახელი „პასიურობასთან“, „ინერტულობასთან“ არის დაკავშირებული. სანამ „პირველი ჯერი“ დადგებოდა, [[დემიურგი]] ნუნის წყლებში განისვენებდა (ეგვიპტელები სამყაროს შექმნის მომენტს „პირველ ჯერს“ ეძახდნენ, რადგან მათი წარმოდგენით სამყაროს მარადიულობა „პირველი ჯერის“ გამეორებაზე და სამყაროს განახლებაზე იყო დამოკიდებული). „პირველი ჯერის“ მომენტში დემიურგი საკუთარი ძალისხმევით შორდებოდა ნუნს და იწყებდა სამყაროს შექმნას. მაგრამ ეგვიპტელის წარმოდგენით, ნუნის არსებობა არ წყდებოდა სამყაროს შექმნის და წესრიგის დამყარების შემდეგ. ის გარს იყო შემოვლებული სამყაროს, და სამყარო და წესრიგი მის შიგნით არსებობდა. ნუნი იყო ვარსკვლავების ზემოთ და მიწისქვეშეთის უფსკრულის ძირში. მზე ყოველ ღამეს ნუნში ეშვებოდა, რომ იქიდან ყოველ დილას განახლებული აღზევებულიყო. | ||
| − | == წყარო == | + | |
| − | [[ | + | ==წყარო== |
| + | [[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] | ||
| + | [[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
მიმდინარე ცვლილება 03:55, 5 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ნუნი – (ეგვ. Nn), პირველყოფილი ქაოსური წყლები, რომლებიც სამყაროს შექმნამდე არსებობდა.
თითქმის ყველა ეგვიპტური კოსმოგონიის თანახმად, სამყაროს შემოქმედი ნუნიდან წარმოიშობოდა. მემფისის კოსმოგონიაში შემოქმედი ღვთაება, პტახი, თავად იყო გაიგივებული ნუნთან. ჰერმოპოლისის ოგდოადაში ნუნი თავის მდედრობით მეწყვილესთან ნუნეტთან ერთად ღმერთების პირველ წყვილს ქმნის. ჰელიოპოლისში ატუმი ნუნიდან წარმოიქმნა. მაგრამ ნუნს ეძახდნენ „ღმერთების მამას“ მხოლოდ იმიტომ, რომ ის პასიურად არსებობდა ყველაზე და ყველაფერზე ადრე. სამყაროს შექმნასთან მას არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ის იყო ინერტული მატერია, რომელშიც ჩაისახა პირველი აქტიური ძალა შემოქმედი ღვთაება. უფრო გვიანდელ ტექსტებში მისი სახელი „პასიურობასთან“, „ინერტულობასთან“ არის დაკავშირებული. სანამ „პირველი ჯერი“ დადგებოდა, დემიურგი ნუნის წყლებში განისვენებდა (ეგვიპტელები სამყაროს შექმნის მომენტს „პირველ ჯერს“ ეძახდნენ, რადგან მათი წარმოდგენით სამყაროს მარადიულობა „პირველი ჯერის“ გამეორებაზე და სამყაროს განახლებაზე იყო დამოკიდებული). „პირველი ჯერის“ მომენტში დემიურგი საკუთარი ძალისხმევით შორდებოდა ნუნს და იწყებდა სამყაროს შექმნას. მაგრამ ეგვიპტელის წარმოდგენით, ნუნის არსებობა არ წყდებოდა სამყაროს შექმნის და წესრიგის დამყარების შემდეგ. ის გარს იყო შემოვლებული სამყაროს, და სამყარო და წესრიგი მის შიგნით არსებობდა. ნუნი იყო ვარსკვლავების ზემოთ და მიწისქვეშეთის უფსკრულის ძირში. მზე ყოველ ღამეს ნუნში ეშვებოდა, რომ იქიდან ყოველ დილას განახლებული აღზევებულიყო.