გიზე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Giza.PNG|thumb|250პქ|გიზა]] | [[ფაილი:Giza.PNG|thumb|250პქ|გიზა]] | ||
| − | '''გიზე''' – შუა საუკუნეების არაბული [[ქალაქი]]. მისი სახელი ფართოდაა ცნობილი IV დინასტიის სამი დიდი პირამიდის გამო ( | + | '''გიზე''' – შუა საუკუნეების არაბული [[ქალაქი]]. მისი სახელი ფართოდაა ცნობილი IV დინასტიის სამი დიდი პირამიდის გამო ([[ხეოფსი]]ს, [[ხეფრენი]]ს და [[მიკერინი]]ს), რომლებიც მის სიახლოვეს მდებარეობენ. აქვე იყო მემფისის [[ნეკროპოლისი]]ს მფარველის, მემფისის გარდაცვლილთა ღვთაების, სოკარის ტაძარი, დიდი [[სფინქსი]] ([[ხარმახისი]]), ისიდას ტაძარი, რომელიც სავარაუდოდ XXI დინასტიის დროს აიგო უფრო ძველი (დაახლ. XVIII დინასტია) ხატხორის ტაძრის ადგილას; სფინქსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა „ოსირისის, [[როსეტაუ]]ს ბატონის“ ტაძარი (ეგვიპტური წარმოდგენით როსეტაუ მიცვალებულთა ერთ-ერთი სამყოფელი იყო). |
მიმდინარე ცვლილება 22:43, 17 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
გიზე – შუა საუკუნეების არაბული ქალაქი. მისი სახელი ფართოდაა ცნობილი IV დინასტიის სამი დიდი პირამიდის გამო (ხეოფსის, ხეფრენის და მიკერინის), რომლებიც მის სიახლოვეს მდებარეობენ. აქვე იყო მემფისის ნეკროპოლისის მფარველის, მემფისის გარდაცვლილთა ღვთაების, სოკარის ტაძარი, დიდი სფინქსი (ხარმახისი), ისიდას ტაძარი, რომელიც სავარაუდოდ XXI დინასტიის დროს აიგო უფრო ძველი (დაახლ. XVIII დინასტია) ხატხორის ტაძრის ადგილას; სფინქსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა „ოსირისის, როსეტაუს ბატონის“ ტაძარი (ეგვიპტური წარმოდგენით როსეტაუ მიცვალებულთა ერთ-ერთი სამყოფელი იყო).