პორტულანები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პორტულანები, კომპასური რუკები''' (portulan chart, portulan) – უძველესი [[რუკა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პორტულანები“ გადაიტანა გვერდზე „კომპასური რუკები“) |
15:55, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია
პორტულანები, კომპასური რუკები (portulan chart, portulan) – უძველესი რუკა, რომელსაც ევროპის ქვეყნები ნაოსნობის დროს იყენებდნენ XII-XVII საუკუნეებში. მზადდებოდა ტყავის პერგამენტზე. დეტალურადაა გამოსახული ზღვების სანაპირო ზოლი, მდინარეთა შესართავები, ნავსადგურები. ნაოსნობის გაადვილების მიზნით გავლებულია ლოქსოდრომული ხაზები. XVII საუკუნიდან პორტულანები შეცვალა მერკატორის საზღვაო რუკებმა, რომლებიც აგებულია მათემატიკურ საფუძველზე და გამოიყენება ზღვაოსნობაში.