წყლის ბუღა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''წყლის ბუღა''' (''ლათ.'' Botaurus stellaris Linnaeus, 1758) – ფრინველთა გვარი [[ყარყატი...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Wylis buRa.PNG|thumb|250პქ|დიდი წყლის ბუღა]]
 
'''წყლის ბუღა''' (''ლათ.'' Botaurus stellaris Linnaeus, 1758) – ფრინველთა გვარი [[ყარყატისნაირნი|ყარყატისნაირთა]] რიგიდან.  საკმაოდ დიდი ფრინველია, ფრთა 300-360 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] − 60-75 მმ, წონა – საშუალოდ 1000 გ, თუმცა ნაპოვნია ეგზემპლარი, რომლის წონა 1700 გ-ს აჭარბებდა. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობით ორივე სქესის ფრინველი ერთნაირია. თხემი შავია, კეფის ბუმბულებზე ჟანგმიწისფერი არშიებით. ზურგი შავია, მაგრამ ბუმბულებს მოყვითალო-ჟანგისფერი არშიები აქვთ. მომქნევები მოჟანგისფრო-ქარცია, უსწორმასწორო მუქი მურა განივი ლაქებით. საჭის ბუმბულები მოყვითალო-მურაა, მოშავო სიჭრელით. ყელი მოთეთროა, გასწვრივი მოჟანგისფრო ზოლით. მუცლის მხარე ჟანგმიწისფერია, მურა განივი ზოლებით. ნისკარტი მომწვანო-ყვითელია, სწორი და მახვილი, ხოლო წვეროში წვრილი კბილაკები აქვს.
 
ხაზი 22: ხაზი 23:
 
[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]]
 
[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]]
 
[[კატეგორია:ფრინველთა გვარი]]
 
[[კატეგორია:ფრინველთა გვარი]]
 +
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:ყარყატისნაირნი]]
 
[[კატეგორია:ყარყატისნაირნი]]
 
[[კატეგორია:ყანჩისებრნი]]
 
[[კატეგორია:ყანჩისებრნი]]

მიმდინარე ცვლილება 20:12, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

დიდი წყლის ბუღა

წყლის ბუღა (ლათ. Botaurus stellaris Linnaeus, 1758) – ფრინველთა გვარი ყარყატისნაირთა რიგიდან. საკმაოდ დიდი ფრინველია, ფრთა 300-360 მმ-ია, ნისკარტი − 60-75 მმ, წონა – საშუალოდ 1000 გ, თუმცა ნაპოვნია ეგზემპლარი, რომლის წონა 1700 გ-ს აჭარბებდა. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობით ორივე სქესის ფრინველი ერთნაირია. თხემი შავია, კეფის ბუმბულებზე ჟანგმიწისფერი არშიებით. ზურგი შავია, მაგრამ ბუმბულებს მოყვითალო-ჟანგისფერი არშიები აქვთ. მომქნევები მოჟანგისფრო-ქარცია, უსწორმასწორო მუქი მურა განივი ლაქებით. საჭის ბუმბულები მოყვითალო-მურაა, მოშავო სიჭრელით. ყელი მოთეთროა, გასწვრივი მოჟანგისფრო ზოლით. მუცლის მხარე ჟანგმიწისფერია, მურა განივი ზოლებით. ნისკარტი მომწვანო-ყვითელია, სწორი და მახვილი, ხოლო წვეროში წვრილი კბილაკები აქვს.

ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი წყლის ბუღა B. s. stellaris Linn., 1758.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ევროპაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისს, სამხრეთ შვეციას, ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, ესპანეთს, პორტუგალიას, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს, სსრ კავშირის ევროპულ ნაწილს; აფრიკაშიალჟირს, მაროკოს, ტუნისს და სამხრეთ აფრიკას; აზიაში – ზომიერ სარტყელს, ჩრდილოეთით 58-62-ე პარალელებიდან, სამხრეთით – პალესტინას, მცირე აზიას, ირანს, ჯუნგარიას და კაშგარიას, ჩრდილო-დასავლეთ მონგოლეთს, სახალინს და იაპონიას. ზამთრობს ჩრდილოეთ და ტროპიკულ აფრიკაში, არაბეთში, ჩრდილოეთ ინდოეთში, ბირმაში, სამხრეთ ჩინეთში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

წყალსატევები და ჭაობები, უხვად განვითარებული წყლის მცენარეულობით – ლელით, ლერწმით, ტირიფებითა და ნაირგვარი ბუჩქნარებით.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს წყალსატევების სანაპიროებთან, ჭაობში ან პატარა კუნძულებზე – ჩალეწილი ხმელი ლელის გროვაზე ან კოლბოხებზე. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 3-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

უმთავრესია ცხოველური საკვები. აღნიშნულია ნაწილობრივ მცენარეული საკვების მოხმარებაც. ცხოველურიდან უმთავრესია თევზები, ბაყაყები, თავკომბალები, ტრიტონი, ჭიები, წყალთან დაკავშირებული ნაირგვარი მწერები, აგრეთვე ქვეწარმავლები (გველები, ხვლიკები) და ძუძუმწოვრებიდან ზოგჯერ თაგვისებური მღრღნელები.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები