ფრთაშავი თოლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფრთაშავი თოლია''' (ლათ. Larus fuscus Linnaeus, 1758) − ფრინველი [[თოლიასნაირნი|თ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Frtashavi tolia.PNG|thumb|250px|ფრთაშავი თოლია]]
 
'''ფრთაშავი თოლია''' (ლათ. Larus fuscus Linnaeus, 1758) − ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლიასნაირთა]] რიგიდან.
 
'''ფრთაშავი თოლია''' (ლათ. Larus fuscus Linnaeus, 1758) − ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლიასნაირთა]] რიგიდან.
 +
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* რიგი − [[თოლიასნაირნი]] (Lariformes)
 
* რიგი − [[თოლიასნაირნი]] (Lariformes)

მიმდინარე ცვლილება 01:10, 4 აპრილი 2025 მდგომარეობით

ფრთაშავი თოლია

ფრთაშავი თოლია (ლათ. Larus fuscus Linnaeus, 1758) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.

ფრთაშავი თოლია მოზრდილი ზომისაა, ფრთა 400-450 მმ-ია, ნისკარტი − 45-55 მმ, წონა − 600-1200 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული, მაგრამ კარგად ჩანს ასაკობრივი განსხვავება. გარეგნულად, ზრდასრული ფრინველი ძალიან ჰგავს ვერცხლისფერ თოლიას, მაგრამ რამდენადმე უფრო პატარაა და ზურგის მხარეს უფრო მუქია. ზაფხულში თავი, კისერი, კუდზედა და საჭის ბუმბულები, აგრეთვე სხეულის მთელი მუცლის მხარე თეთრია; ზურგი, მხრის ბუმბულები და ფრთების მფარავები მუქი მურა-ასპიდურია, მოშავო ელფერით. ასეთივე ფერისაა მეორე რიგის მომქნევები, მაგრამ წვეროზე აქვთ ფართო თეთრი არშიები. პირველი რიგის მომქნევები შავია, რომელთაგან მეორე მომქნევის წვეროს მახლობლად მოზრდილი თეთრი ლაქაა, ხოლო დანარჩენებს თვით წვეროები აქვთ თეთრი. ნისკარტი მკვეთრი ყვითელია, მაგრამ ნისკარტქვედაზე წითელი ლაქაა. ფეხები ლიმონისფერ-ყვითელია, ბრჭყალები − შავი. ზამთარში თხემზე, კეფაზე, კისრის უკანა ნაწილზე, ზოგჯერ ჩიჩახვზედაც გასწვრივი მორუხო-მურა სიჭრელეა. ახალგაზრდებიც ვერცხლისფერი თოლიას მსგავსი შეფერილობის არიან, მაგრამ მორუხო-მურა ფერი უფრო მუქი აქვთ.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური ფრთაშავი თოლია − L. f. fuscus Linn., 1758.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, ფარერის კუნძულებიდან და ისლანდიიდან, ინგლისს, ირლანდიას, საფრანგეთს, აღმოსავლეთით — სკანდინავიასა და ფინეთს: სსრ კავშირში — ბალტიისპირეთს, მურმანსკს, თეთრ ზღვას, ლადოგისა და ონეგის ტბებს. ზამთრობს უპირატესად ხმელთაშუა ზღვაზე, ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და აფრიკის დასავლეთ ნაწილში, მეწამულ ზღვაზე და სპარსეთის ყურეში. საქართველოში მოიპოვება შავ ზღვაზე მხოლოდ ზამთრობით.

[რედაქტირება] ბიოტოპი

გამრავლების დროს ეტანება ზღვებისა და დიდი ზომის შიდა წყალსატევების სანაპირო კლდოვან ადგილებს. მიმოფრენის დროს, ზღვების სანაპიროების გარდა, მოიპოვება მდინარეთა ხეობებშიც. ზამთრობს ზღვების სანაპირო ზოლში.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდობს ჩვეულებრივად კოლონიებად, ზღვებისა და ტბების ბალახით დაფარულ ქვაღორღიანსა და კლდოვან სანაპიროებზე. ბუდეს აგებს მცენარეული მასალისაგან. მაისში, ზოგან ივნისის დასაწყისში, დებს ჩვეულებრივად 3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 24 დღეს გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

ძირითადი საკვებია საშუალო და პატარა ზომის თევზები, განსაკუთრებით ქაშაყი. ჭამს წვრილ ძუძუმწოვრებსა და ფრინველებსაც, აგრეთვე ჭიებსა და მწერებს.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

პრაქტიკულად ინდიფერენტული ფრინველია.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები