აჟარა ზემო და ქვემო
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''აჟარა ზემო და ქვემო''' — (ინგლ. Zemo Ajara, Qvemo Ajara, რუს. Земо Ажара, Квемо Ажара), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილები | + | '''აჟარა ზემო და ქვემო''' — (ინგლ. Zemo Ajara, Qvemo Ajara, რუს. Земо Ажара, Квемо Ажара), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილები [[საქართველო]]ში, აფხაზეთში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, გულრიფშიდან 79 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. კოდორის ხეობაში. ზემო აჟარა მდებარეობს ზღვის დონიდან 680 მ-ის სიმაღლეზე, ხოლო ქვემო აჟარა – 650 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – გორაკ-ბორცვიანი. |
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
===== ჩვენებები ზემო და ქვემო აჟარაში წასასვლელად: ===== | ===== ჩვენებები ზემო და ქვემო აჟარაში წასასვლელად: ===== | ||
დასვენება; კუჭ- ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების პათოლოგიები; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნითიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები. | დასვენება; კუჭ- ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების პათოლოგიები; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნითიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები. | ||
| + | |||
| + | == წყარო== | ||
| + | [[მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია]] | ||
| + | |||
| + | [[კატეგორია: კურორტები]] | ||
| + | [[კატეგორია:კურორტები საქართველოში]] | ||
| + | [[კატეგორია:კურორტები აფხაზეთში]] | ||
| + | [[კატეგორია:კლიმატური კურორტები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბალნეოლოგიური კურორტები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 20:49, 17 აპრილი 2025 მდგომარეობით
აჟარა ზემო და ქვემო — (ინგლ. Zemo Ajara, Qvemo Ajara, რუს. Земо Ажара, Квемо Ажара), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილები საქართველოში, აფხაზეთში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, გულრიფშიდან 79 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. კოდორის ხეობაში. ზემო აჟარა მდებარეობს ზღვის დონიდან 680 მ-ის სიმაღლეზე, ხოლო ქვემო აჟარა – 650 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – გორაკ-ბორცვიანი.
დამტკიცებულია, როგორც საკურორტო ადგილი, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის Nო655 ბრძანებულებით.
ჰავა – დაბალი მთის, ზომიერად ნოტიო. ზამთარი რბილია, ხოლო ზაფხული – ზომიერად თბილი. ზემო აჟარაში იანვრის საშუალო ტემპერატურაა -0,6°C. ქვემო აჟარაში აღნიშნული ტემპერატურაა -0,9°C. ზემო აჟარაში ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18,8°C, ხოლო ქვემო აჟარაში -20,1°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა ზემო აჟარაში 76%-ია, ხოლო ქვემო აჟარაში - 79%. ნალექების წლიური რაოდენობა ზემო აჟარაში 1667 მმ-ია, ხოლო ქვემო აჟარაში - 1555 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის იანვარზე, ხოლო მინიმუმი - აპრილზე.
ზემო და ქვემო აჟარის მიდამოებში იზრდება ტიპური კოლხური ტყე (წიფელი, მუხა, რცხილა, წაბლი და სხვ.) მარადმწვანე ქვეტყით (შქერი, ბაძგი, წყავი, ბზა). ფოთლოვანი ბუჩქებიდან ხარობს ლელი, თხილი და სხვ. ფართოდ არის გავრცელებული ლიანები (სურო, კატაბარდა, ეკალღიჭი და სხვ.).
ზემო და ქვემო აჟარის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის (M-05-1,0 გ/დმ3) ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატულ-მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, რომელიც მოიპოვება ზემო აჟარაში; დაბალი მთის ჰავა; აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ზემო და ქვემო აჟარაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და პასიური კლიმატოთერაპია.
[რედაქტირება] ჩვენებები ზემო და ქვემო აჟარაში წასასვლელად:
დასვენება; კუჭ- ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების პათოლოგიები; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნითიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.