მარჯანიშვილი კოტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარჯანიშვილი კოტე“ გადაიტანა გვერდზე „კოტე მარჯანიშვილი“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კოტე (კონსტანტინე) მარჯანიშვილი''' – (28 მაისი 1872, სოფ. ყვარელი – 17 აპრილი 1933, მოსკოვი, დაკრძალულია [[თბილისი|თბილისში]]), ქართველი რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1931). ქართული თეატრის რეფორმატორი.  
+
[[ფაილი:KOTE MARJANIsVILI.PNG|thumb|კოტე მარჯანიშვილი ]]
 +
'''კოტე (კონსტანტინე) მარჯანიშვილი''' – (28 მაისი 1872, სოფ. ყვარელი – 17 აპრილი 1933, მოსკოვი, დაკრძალულია [[თბილისი|თბილისში]]), [[ქართველები|ქართველი]] რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1931). ქართული თეატრის რეფორმატორი.  
  
==== ბიოგრაფია ====
 
==== ბიოგრაფია ====
 
===== მოღვაწეობა რუსეთში =====
 
===== მოღვაწეობა რუსეთში =====
კოტე მარჯანიშვილი დაიბადა 1872 წელს, 28 მაისს, სოფ. ყვარელში სწავლობდა თბილისში. თვისის სასცენო მოღვაწეობა დაიწყო მსახიობობით ჯერ ქართულ თეატრში, შემდეგ გადავიდა რუსულ სცენაზე.
+
კოტე მარჯანიშვილი დაიბადა 1872 წელს, 28 მაისს, სოფ. ყვარელში სწავლობდა თბილისში. თავისი სასცენო მოღვაწეობა დაიწყო მსახიობობით ჯერ ქართულ თეატრში, შემდეგ გადავიდა რუსულ სცენაზე.
  
მსახიობობიდან ის მალე გადადის რეჟისორობაზე. მუშაობს რუსეთის დიდ პროვინციული ქალაქების თეატრებში, საიდანაც იწვევენ მოსკოვის სამხატვრო თეატრში. შვიდი წელიწადი გაატარა მან სამხატვრო თეატრში. მისი ამ დროის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია თანარეჟისორობა კ. სტანისლავსკისთან ერთად „ჰამლეტის“ გორდონ კრეგის მიერ და დამოუკიდებელი დადგმები - ჰამსუნის „ცხოვრების კლანჭებში“ და იბსენის „პერ გიუნტი“. ამ უკანასკნელის დადგმამ მას დიდი სახელი მოუპოვა, მაგრამ ამავე დროს უსიამოვნება შეახვედრა თეატრის ხელმძღვანელების მხრით (დადგმა არ ეთანხმებოდა სამხატვრო თეატრის პრინციპებს), და ის იძულებული შეიქმნა მიეტოვებინა სამხატვრო თეატრი.
+
მსახიობობიდან ის მალე გადადის რეჟისორობაზე. მუშაობს რუსეთის დიდ პროვინციული ქალაქების თეატრებში, საიდანაც იწვევენ მოსკოვის სამხატვრო თეატრში. შვიდი წელიწადი გაატარა მან სამხატვრო თეატრში. მისი ამ დროის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია თანარეჟისორობა [[სტანისლავსკი კონსტანტინ|კ. სტანისლავსკისთან]] ერთად „ჰამლეტის“ გორდონ კრეგის მიერ და დამოუკიდებელი დადგმები - ჰამსუნის „ცხოვრების კლანჭებში“ და [[იბსენი ჰენრიკ|იბსენი]]ს „[[პერ გიუნტი (იბსენი)|პერ გიუნტი]]“. ამ უკანასკნელის დადგმამ მას დიდი სახელი მოუპოვა, მაგრამ ამავე დროს უსიამოვნება შეახვედრა თეატრის ხელმძღვანელების მხრით (დადგმა არ ეთანხმებოდა სამხატვრო თეატრის პრინციპებს), და ის იძულებული შეიქმნა მიეტოვებინა სამხატვრო თეატრი.
  
აქედან ის გადადის ჯერ ნეზლობინთან, შემდეგ კორშთნ, სადაც მრავალ საინტერესო დადგმას ახორციელებს.
+
აქედან ის გადადის ჯერ ნეზლობინთან, შემდეგ კორშთან, სადაც მრავალ საინტერესო დადგმას ახორციელებს.
  
1813 წელს მას საშუალება ეძლევა განახორციელოს თვისი დიდი ხნის ოცნება. კ. მარჯანიშვილი ცდილობს შექმნას „სინთეტიური თატრი“, რომელშიაც წარმოდგენილი იქნება ყველა თეატრალური ჟანრები: ოპერაც, პანტომიმაც, დრამაც და ბალეტიც. კ. მარჯანიშვილმა პირველმა წამოაყენა რუსეთში საკითხი თეატრალური ფორმების სინთეტიზმის შესახებ.
+
1813 წელს მას საშუალება ეძლევა განახორციელოს თავისი დიდი ხნის ოცნება. კ. მარჯანიშვილი ცდილობს შექმნას „სინთეტიური თატრი“, რომელშიაც წარმოდგენილი იქნება ყველა თეატრალური ჟანრები: [[ოპერა]]ც, [[პანტომიმა]]ც, [[დრამა (სასცენო ჟანრი)|დრამა]]ც და [[ბალეტი]]ც. კ. მარჯანიშვილმა პირველმა წამოაყენა რუსეთში საკითხი თეატრალური ფორმების სინთეტიზმის შესახებ.
  
მის მიერ მოსკოვში შექმნილი „თავისუფალი თეატრი“ (1913-14 წ.წ.) დიდი მოვლენა იყო მაშინდელ მხატვრულ ცხოვრებაში. კ. მარჯანიშვილმა ამ თეატრში სამუშაოდ მოიწვია ა. ტაიროვი, სანინი და კრეგი. მაგრამ კ. მარჯანიშვილმა ვერ შეძლო თავისი გეგმის განხორციელება. „თავისუფალმა თეატრმა“ იარსება სულ მხოლოდ ერთი სეზონი, რომლის განმავლობაშიც კ. მარჯანიშვილმა მოასწრო მხოლოდ ერთი დადგმის განხორციელება. ეს იყო ოპერეტა „მშვენიერი ელენე“, რომელიც რუსული ოპერეტის ისტორიაში შევიდა როგორც რეჟისორული ოსტატობის ბრწყინვალე ნიმუში.  
 
მარჯანიშვილი შემდეგშიაც განაგრძობდა მუშაობას ოპერეტის დარგში. მისმა დადგმებმა ლენინგრადის „პალას-თეატრში“ („ბოკაჩო“, „მასტოკა“ და სხვ.) მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ თეატრალური ჟანრის განვითარებაში. [[სამოქალაქო ომი]]ს წლებში კ. მარჯანიშვილი მუშაობდა უკრაინაში. ის ხან „უკრაინის მთავარი რეჟისორია“, ხან „ქ. კიევის მთავარი რეჟისორი“, ხან კიდევ უკრაინის თეატრების ნაციონალიზაციის ჩამტარებელ კომისიის თავმჯდომარე.
+
===== მოღვაწეობა უკრაინაში =====
 +
მარჯანიშვილი შემდეგშიაც განაგრძობდა მუშაობას ოპერეტის დარგში. მისმა დადგმებმა ლენინგრადის „პალას-თეატრში“ („ბოკაჩო“, „მასტოკა“ და სხვ.) მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ თეატრალური ჟანრის განვითარებაში. [[სამოქალაქო ომი]]ს წლებში კ. მარჯანიშვილი მუშაობდა [[უკრაინა]]ში. ის ხან „უკრაინის მთავარი რეჟისორია“, ხან „ქ. კიევის მთავარი რეჟისორი“, ხან კიდევ უკრაინის თეატრების ნაციონალიზაციის ჩამტარებელ კომისიის თავმჯდომარე.
  
1919 წელს კოტე მარჯანიშვილი კიევში, ყოფილ  სოლოვცოვის თეატრში ახორციელებს ერთ-ერთ თვის საუკეთესო დადგმას - ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყაროს“.
+
1919 წელს კოტე მარჯანიშვილი კიევში, ყოფილ  სოლოვცოვის თეატრში ახორციელებს ერთ-ერთ თვის საუკეთესო დადგმას - [[ლოპე დე ვეგა]]ს „[[ცხვრის წყარო]]ს“.
  
წარმოდგენა დაიდგა ფრონტზე მიმავალ წითელარმიელებისათვის, რეჟისორი გ. კრიჟიცკი ასე აგვიწერს ამ წარმოდგენის ემოციურ ზეგავლენას: „ მე მახსოვს წითელარმიელებით გაჭედილი დარბაზი. ეს ქარიშხალი იყო. არმიის სარდალმა, რომელიც უკრაინას სწმენდდა პეტლიურეველებისაგან, წარმოდგენის შემდეგ მარჯანიშვილის უთხრა, რომ ის გამოგზავნის ფრონტზე მიმავალ ყველა ნაწილებს „ცხვრის წყაროს“ სანახავად: ის დარწმუნებული იქნება გამარჯვებაში“.
+
წარმოდგენა დაიდგა [[ფრონტი (საომარი მოქმედებების თეატრი)|ფრონტზე]] მიმავალ წითელარმიელებისათვის, რეჟისორი გ. კრიჟიცკი ასე აგვიწერს ამ წარმოდგენის ემოციურ ზეგავლენას: „ მე მახსოვს წითელარმიელებით გაჭედილი დარბაზი. ეს ქარიშხალი იყო. [[არმია|არმიის]] [[სარდალი|სარდალმა]], რომელიც უკრაინას წმენდდა პეტლიურეველებისაგან, წარმოდგენის შემდეგ მარჯანიშვილის უთხრა, რომ ის გამოგზავნის ფრონტზე მიმავალ ყველა ნაწილებს „ცხვრის წყაროს“ სანახავად: ის დარწმუნებული იქნება გამარჯვებაში“.
  
===== მოღვაწეობა საქართველოში =====
 
1919 წლის შემოდგომაზე კ. მარჯანიშვილი გადავიდა ლენინგრადის „კომიკურ ოპერაში“, სადაც მუშაობდა 1922 წლამდე.
 
1919 წლის შემოდგომაზე კ. მარჯანიშვილი გადავიდა ლენინგრადის „კომიკურ ოპერაში“, სადაც მუშაობდა 1922 წლამდე.
1922 წელს, შემოდგომაზე, კ. მარჯანიშვილი ბრუნდება საქართველოში და იწყებს მუშაობას რუსთაველის სახელობის თეატრში.
+
 
 +
===== მოღვაწეობა საქართველოში =====
 +
1922 წელს, შემოდგომაზე, კ. მარჯანიშვილი ბრუნდება [[საქართველო]]ში და იწყებს მუშაობას რუსთაველის სახელობის თეატრში.
  
კ. მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში იმუშავა 1925 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი შესანიშნავი დადგმა განახორციელა, მათ შორის „ცხვრის წყარო“, „გააზნაურებული მდაბიო“, „ჰამლეტი“, „ინტერესთა თამაში“, „მასტოკა“, „მალშტრემი“, „კაცი მასა“ და სხვ.
 
ხაზი 34: ხაზი 37:
  
===== სიცოცხლის ბოლო წლები =====
 
===== სიცოცხლის ბოლო წლები =====
სიცოცხლის ბოლო წლებში მარჯანიშვილი მუშაობდა მოსკოვის მცირე თეატრში, სადაც დასადგმელად ამზადებდა ფ. შილერის ტრაგედიას „დონ კარლოსს“. პიესა მას თითქმის მზად ჰქონდა, პრემიერა დანიშნული იყო მაისის პირველ რიცხვებისთვის. ამის გარდა კ. მარჯანიშვილს მინდობილი ჰქონდა „აბესალომ და ეთერის“ დადგმა მოსკოვის დიდ საოპერო თეატრში, გარდა ამისა მარჯანიშვილს დაწყებული ჰქონდა და მუშაობდა ვერდის ოპერა „ოტელოს“ დასადგმელად თბილისის საოპერო თეატრში და ფ. შილერის „ყაჩაღების“ დასადგმელად თავის ხელმძღვანელობით არსებულ თეატრში. მოულოდნელმა სიკვდილმა მას საშუალება არ მისცა ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე.  
+
სიცოცხლის ბოლო წლებში მარჯანიშვილი მუშაობდა მოსკოვის მცირე თეატრში, სადაც დასადგმელად ამზადებდა [[შილერი ფრიდრიხ|ფ. შილერი]]ს ტრაგედიას „დონ კარლოსს“. პიესა მას თითქმის მზად ჰქონდა, პრემიერა დანიშნული იყო მაისის პირველ რიცხვებისთვის. ამის გარდა კ. მარჯანიშვილს მინდობილი ჰქონდა „აბესალომ და ეთერის“ დადგმა მოსკოვის [[დიდი თეატრი|დიდ საოპერო თეატრში]], გარდა ამისა მარჯანიშვილს დაწყებული ჰქონდა და მუშაობდა [[ვერდი ჯუზეპე|ვერდი]]ს ოპერა „ოტელოს“ დასადგმელად [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის საოპერო თეატრში]] და ფ. შილერის „ყაჩაღების“ დასადგმელად თავის ხელმძღვანელობით არსებულ თეატრში. მოულოდნელმა სიკვდილმა მას საშუალება არ მისცა ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე.  
  
ხაზი 43: ხაზი 46:
 
[[კატეგორია:თეატრის რეჟისორები]]
 
[[კატეგორია:თეატრის რეჟისორები]]
 
‏‎[[კატეგორია:მარჯანიშვილები]]
 
‏‎[[კატეგორია:მარჯანიშვილები]]
 +
‏‎[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]

მიმდინარე ცვლილება 16:09, 30 აპრილი 2025 მდგომარეობით

კოტე მარჯანიშვილი

კოტე (კონსტანტინე) მარჯანიშვილი – (28 მაისი 1872, სოფ. ყვარელი – 17 აპრილი 1933, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში), ქართველი რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1931). ქართული თეატრის რეფორმატორი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

[რედაქტირება] მოღვაწეობა რუსეთში

კოტე მარჯანიშვილი დაიბადა 1872 წელს, 28 მაისს, სოფ. ყვარელში სწავლობდა თბილისში. თავისი სასცენო მოღვაწეობა დაიწყო მსახიობობით ჯერ ქართულ თეატრში, შემდეგ გადავიდა რუსულ სცენაზე.

მსახიობობიდან ის მალე გადადის რეჟისორობაზე. მუშაობს რუსეთის დიდ პროვინციული ქალაქების თეატრებში, საიდანაც იწვევენ მოსკოვის სამხატვრო თეატრში. შვიდი წელიწადი გაატარა მან სამხატვრო თეატრში. მისი ამ დროის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია თანარეჟისორობა კ. სტანისლავსკისთან ერთად „ჰამლეტის“ გორდონ კრეგის მიერ და დამოუკიდებელი დადგმები - ჰამსუნის „ცხოვრების კლანჭებში“ და იბსენისპერ გიუნტი“. ამ უკანასკნელის დადგმამ მას დიდი სახელი მოუპოვა, მაგრამ ამავე დროს უსიამოვნება შეახვედრა თეატრის ხელმძღვანელების მხრით (დადგმა არ ეთანხმებოდა სამხატვრო თეატრის პრინციპებს), და ის იძულებული შეიქმნა მიეტოვებინა სამხატვრო თეატრი.

აქედან ის გადადის ჯერ ნეზლობინთან, შემდეგ კორშთან, სადაც მრავალ საინტერესო დადგმას ახორციელებს.

1813 წელს მას საშუალება ეძლევა განახორციელოს თავისი დიდი ხნის ოცნება. კ. მარჯანიშვილი ცდილობს შექმნას „სინთეტიური თატრი“, რომელშიაც წარმოდგენილი იქნება ყველა თეატრალური ჟანრები: ოპერაც, პანტომიმაც, დრამაც და ბალეტიც. კ. მარჯანიშვილმა პირველმა წამოაყენა რუსეთში საკითხი თეატრალური ფორმების სინთეტიზმის შესახებ.

მის მიერ მოსკოვში შექმნილი „თავისუფალი თეატრი“ (1913-14 წ.წ.) დიდი მოვლენა იყო მაშინდელ მხატვრულ ცხოვრებაში. კ. მარჯანიშვილმა ამ თეატრში სამუშაოდ მოიწვია ა. ტაიროვი, სანინი და კრეგი. მაგრამ კ. მარჯანიშვილმა ვერ შეძლო თავისი გეგმის განხორციელება. „თავისუფალმა თეატრმა“ იარსება სულ მხოლოდ ერთი სეზონი, რომლის განმავლობაშიც კ. მარჯანიშვილმა მოასწრო მხოლოდ ერთი დადგმის განხორციელება. ეს იყო ოპერეტა „მშვენიერი ელენე“, რომელიც რუსული ოპერეტის ისტორიაში შევიდა როგორც რეჟისორული ოსტატობის ბრწყინვალე ნიმუში.

[რედაქტირება] მოღვაწეობა უკრაინაში

მარჯანიშვილი შემდეგშიაც განაგრძობდა მუშაობას ოპერეტის დარგში. მისმა დადგმებმა ლენინგრადის „პალას-თეატრში“ („ბოკაჩო“, „მასტოკა“ და სხვ.) მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ თეატრალური ჟანრის განვითარებაში. სამოქალაქო ომის წლებში კ. მარჯანიშვილი მუშაობდა უკრაინაში. ის ხან „უკრაინის მთავარი რეჟისორია“, ხან „ქ. კიევის მთავარი რეჟისორი“, ხან კიდევ უკრაინის თეატრების ნაციონალიზაციის ჩამტარებელ კომისიის თავმჯდომარე.

1919 წელს კოტე მარჯანიშვილი კიევში, ყოფილ სოლოვცოვის თეატრში ახორციელებს ერთ-ერთ თვის საუკეთესო დადგმას - ლოპე დე ვეგასცხვრის წყაროს“.

წარმოდგენა დაიდგა ფრონტზე მიმავალ წითელარმიელებისათვის, რეჟისორი გ. კრიჟიცკი ასე აგვიწერს ამ წარმოდგენის ემოციურ ზეგავლენას: „ მე მახსოვს წითელარმიელებით გაჭედილი დარბაზი. ეს ქარიშხალი იყო. არმიის სარდალმა, რომელიც უკრაინას წმენდდა პეტლიურეველებისაგან, წარმოდგენის შემდეგ მარჯანიშვილის უთხრა, რომ ის გამოგზავნის ფრონტზე მიმავალ ყველა ნაწილებს „ცხვრის წყაროს“ სანახავად: ის დარწმუნებული იქნება გამარჯვებაში“.

1919 წლის შემოდგომაზე კ. მარჯანიშვილი გადავიდა ლენინგრადის „კომიკურ ოპერაში“, სადაც მუშაობდა 1922 წლამდე.

[რედაქტირება] მოღვაწეობა საქართველოში

1922 წელს, შემოდგომაზე, კ. მარჯანიშვილი ბრუნდება საქართველოში და იწყებს მუშაობას რუსთაველის სახელობის თეატრში.

კ. მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში იმუშავა 1925 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი შესანიშნავი დადგმა განახორციელა, მათ შორის „ცხვრის წყარო“, „გააზნაურებული მდაბიო“, „ჰამლეტი“, „ინტერესთა თამაში“, „მასტოკა“, „მალშტრემი“, „კაცი მასა“ და სხვ.

1925 წლიდან 1928 წლამდე კ. მარჯანიშვილი კინოში მუშაობს. 1928-29 წლის სეზონში კი აარსებს ქუთაის-ბათომის სახელმწიფო თეატრს, სადაც თვის გარშემო იკრეფს ნიჭიერ ახალგაზრდებს.

ამ თეატრმა ორი სეზონი იმუშავა ქუთაისში, 1930 წლიდან კი გადმოვიდა თბილისში, სადაც ჩამოყალიბდა მეორე სახელმწიფო დრამის სახით კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით.

1931 წელს კ. მარჯანიშვილის მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება.

კ. მარჯანიშვილს საქართველოში გადმოსვლის შემდეგ იწვევენ მოსკოვის თეატრები ცალკე დადგმებისთვის. 1931 წელს მან კორშის თეატრში დადგა იბსენის „მშვენიერი სოლნესი“, რომელმაც უცხოური პრესის დიდი ყურადღება დაიმსახურა.

[რედაქტირება] სიცოცხლის ბოლო წლები

სიცოცხლის ბოლო წლებში მარჯანიშვილი მუშაობდა მოსკოვის მცირე თეატრში, სადაც დასადგმელად ამზადებდა ფ. შილერის ტრაგედიას „დონ კარლოსს“. პიესა მას თითქმის მზად ჰქონდა, პრემიერა დანიშნული იყო მაისის პირველ რიცხვებისთვის. ამის გარდა კ. მარჯანიშვილს მინდობილი ჰქონდა „აბესალომ და ეთერის“ დადგმა მოსკოვის დიდ საოპერო თეატრში, გარდა ამისა მარჯანიშვილს დაწყებული ჰქონდა და მუშაობდა ვერდის ოპერა „ოტელოს“ დასადგმელად თბილისის საოპერო თეატრში და ფ. შილერის „ყაჩაღების“ დასადგმელად თავის ხელმძღვანელობით არსებულ თეატრში. მოულოდნელმა სიკვდილმა მას საშუალება არ მისცა ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე.

[რედაქტირება] წყარო

‏‎ ‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები