უღვლილება
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „უღვლილება“ გადაიტანა გვერდზე „უღლება“) |
(→წყარო) |
||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
თანამედროვე ქართულ ენაში გამოიყოფა II ნაკვთი, რომლებიც განაწილებულია სამ ჯგუფად, ანუ – [[სერია (გრამატიკა)|სერიად]]. I სერიაში გამოიყოფა აწმყოსა და მყოფადის წრეები. I და II სერიის გამოყოფას საფუძვლად უდევს მორფოლოგიური ფაქტორი – ფუძეთა წარმოება: I სერიას ამოსავლად აწმყოს ფუძე აქვს. II სერიას – ნამყო ძირითადისა. გარდამავალი ზმნების III სერიის ფორმები გაერთიანებულია სინტაქსური პრინციპით (ყველა გარდამავალი ზმნა III სერიაში [[ინვერსიული ზმნები|ინვერსიულია]]), გარდაუვალი ერთპირიანი ზმნები III სერიაში აღწერითად არის ნაწარმოები. | თანამედროვე ქართულ ენაში გამოიყოფა II ნაკვთი, რომლებიც განაწილებულია სამ ჯგუფად, ანუ – [[სერია (გრამატიკა)|სერიად]]. I სერიაში გამოიყოფა აწმყოსა და მყოფადის წრეები. I და II სერიის გამოყოფას საფუძვლად უდევს მორფოლოგიური ფაქტორი – ფუძეთა წარმოება: I სერიას ამოსავლად აწმყოს ფუძე აქვს. II სერიას – ნამყო ძირითადისა. გარდამავალი ზმნების III სერიის ფორმები გაერთიანებულია სინტაქსური პრინციპით (ყველა გარდამავალი ზმნა III სერიაში [[ინვერსიული ზმნები|ინვერსიულია]]), გარდაუვალი ერთპირიანი ზმნები III სერიაში აღწერითად არის ნაწარმოები. | ||
− | ქართულში უღვლილების პარადიგმის ეს შედგენილობა იმთავითვე ამ სახით მოცემული და მყარი არ ყოფილა და არც ახლაა. ძველი ქართული თვალსაჩინო სხვაობას იძლეოდა: ნაკვთთა რაოდენობით (ფუნქციონირებდა | + | ქართულში უღვლილების პარადიგმის ეს შედგენილობა იმთავითვე ამ სახით მოცემული და მყარი არ ყოფილა და არც ახლაა. ძველი ქართული თვალსაჩინო სხვაობას იძლეოდა: ნაკვთთა რაოდენობით (ფუნქციონირებდა [[ხოლმეობითი]]სა და ბრძანებითის ნაკვთები: წერდ-ი-ს, წერ-ი-ს; წერდი-ნ, წერე-ნ). თხრობითი კილოს მყოფადის გამოსახატავად გამოიყენებოდა კავშირებითის ფორმები, ამჟამად - სპეციალური ნაკვთი, აწმყოსგან განსხვავებული ან ზმნისწინის მქონებლობით (წერს – დაწერს), ან ფუძითა და ძირით (წუხს – იწუხებს; ამბობს – იტყვის…), ასპექტის გამოხატვის პრინციპით და სხვ. თანამედროვე [[სალიტერატურო ენა|სალიტერატურო ენისგან]] სხვაობას იძლევიან [[დიალექტი|დიალექტებიც]]. სხვაობა ორი სახისაა: დაცულია არქაული ვითარება გარკვეული ნაირსახეობებით (მაგ., ხოლმეობითი ხევსურულში, [[თუშური დიალექტი|თუშურსა]] და ფშაურში), ან გვაქვს დიალექტური ინოვაცია – ჩამოყალიბდა IV სერია: მინავალა. მინავალიყოს ([[გურული დიალექტი|გურულში]], ქვემოიმერულში). |
I და II სერიის ფუძეები ერთმანეთს უპირისპირდებიან: | I და II სერიის ფუძეები ერთმანეთს უპირისპირდებიან: | ||
ხაზი 32: | ხაზი 32: | ||
აქვს. ვნებითში გამოიყოფა – ი სუფიქსი I და II პირში: (ვმალავ – | აქვს. ვნებითში გამოიყოფა – ი სუფიქსი I და II პირში: (ვმალავ – | ||
ვიმალებ-ი, ვათბობ – ვთბები), ნამყო უსრულში შესაბამისად გვაქვს -დ და -ოდ: (ვმალავ-დ-ი – ვიმალე- ბოდ-ი), აწმყოს კავშირებითში დამოწმებულია -ე: (ვმალავდ-ე – ვიმალებოდ-ე). მყოფადის წრეში მეორდება აწმყოს წრის ჩვენება: ნამყო ძირითადში გვაქვს -ე (დავმალ-ე, დავიმალ-ე), -ი (ვთქვ-ი, გავთბ-ი) და ნული, ზოგჯერ ე. წ. უფუნქციო -ი ხმოვანდართული (მოვკალ – მოვკალ-ი, ავდექ – ავ-დექ-ი). II კავშირებითის მაწარმოებლებია: -ო (დავმალ-ო, დავიმალ-ო), -ე (გავთბ-ე, ავდგ-ე) და -ა (მოკლ-ა, ვთქვ-ა). I შედეგობითში (თურმეობითში) გარდამავალ (გარდა -აე და -ამ თემისნიშნიანებისა) და ორპირიან გარდაუვალ | ვიმალებ-ი, ვათბობ – ვთბები), ნამყო უსრულში შესაბამისად გვაქვს -დ და -ოდ: (ვმალავ-დ-ი – ვიმალე- ბოდ-ი), აწმყოს კავშირებითში დამოწმებულია -ე: (ვმალავდ-ე – ვიმალებოდ-ე). მყოფადის წრეში მეორდება აწმყოს წრის ჩვენება: ნამყო ძირითადში გვაქვს -ე (დავმალ-ე, დავიმალ-ე), -ი (ვთქვ-ი, გავთბ-ი) და ნული, ზოგჯერ ე. წ. უფუნქციო -ი ხმოვანდართული (მოვკალ – მოვკალ-ი, ავდექ – ავ-დექ-ი). II კავშირებითის მაწარმოებლებია: -ო (დავმალ-ო, დავიმალ-ო), -ე (გავთბ-ე, ავდგ-ე) და -ა (მოკლ-ა, ვთქვ-ა). I შედეგობითში (თურმეობითში) გარდამავალ (გარდა -აე და -ამ თემისნიშნიანებისა) და ორპირიან გარდაუვალ | ||
− | ზმნებს -ი-ა დაბოლოება აქვთ (დაუწერ-ი-ა-, შდრ.: დაუმალავ-ს; დას-წერ-ი-ა). I შედეგობითსა და III | + | ზმნებს -ი-ა დაბოლოება აქვთ (დაუწერ-ი-ა-, შდრ.: დაუმალავ-ს; დას-წერ-ი-ა). I შედეგობითსა და III კავშირებითში სპეციფიკური წარმოება მხოლოდ -ებ თემისნიშნიანი მარცვლოვანი ფუძის მქონე ზნებს მოეპოვებათ (გაეკეთებინა, გაეკეთებინოს), სხვა შემთხვევაში მეორდება ნამყო ძირითადისა და II კავშირებითის ჩვენება. ორპირიან გარდაუვალ ზმნებს II შედეგობითში აქვთ -ოდ მაწარმოებელი (დასწერ-ოდ-ა), III კავშირებითში -ე |
− | კავშირებითში სპეციფიკური წარმოება მხოლოდ -ებ თემისნიშნიანი მარცვლოვანი ფუძის მქონე ზნებს მოეპოვებათ (გაეკეთებინა, გაეკეთებინოს), სხვა შემთხვევაში მეორდება ნამყო ძირითადისა და II კავშირებითის ჩვენება. ორპირიან გარდაუვალ ზმნებს II შედეგობითში აქვთ -ოდ მაწარმოებელი (დასწერ-ოდ-ა), III კავშირებითში -ე | + | |
(დასწეროდ-ე-ს). | (დასწეროდ-ე-ს). | ||
ხაზი 43: | ხაზი 42: | ||
[[კატეგორია:გრამატიკა]] | [[კატეგორია:გრამატიკა]] | ||
[[კატეგორია:ზმნა]] | [[კატეგორია:ზმნა]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართული ენა]] |
მიმდინარე ცვლილება 23:50, 7 მაისი 2025 მდგომარეობით
უღვლილება – უღლება, ზმნის ფორმის ცვლილება პირის, რიცხვის, დროის, კილოსა და ასპექტის გრამატიკული კატეგორიების მიხედვით. ცვლილ ფორმათა ერთობლიობა ქმნის უღვლილების პარადიგმას. ერთისა და იმავე დროისა და კილოს გამომხატველ ფორმას (რომელიც აერთიანებს მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის სამივე პირის ფორმებს) ეწოდება ნაკვთი („მწკრივი“): ვ-წერ, ს-წერ, წერ-ს, ვ-წერ-თ, ს-წერთ, წერ-ენ (თხრობითი კილოს აწმყოს ნაკვთის ფორმები).
სხვადასხვა ენაში ნაკვთა („მწკრივთა“) სხვადასხვა რაოდენობაა, განსხვავებულია უღვლილების პრინციპებიც. პირების მიხედვით ზმნის ფორმათა ცვლა გულისხმობს მოსაუბრის (I პირის). საუბრის ადრესატისა (II პირის) და საუბრის ობიექტის (III პირის) გამოხატვას ზმნის ფორმაში შესაბამისი ნიშნებით (პირის ნიშნებით). ზმნაში შეიძლება აღინიშნოს და, ამდენად, იცვალოს სუბიექტური და ობიექტური პირები. ამის მიხედვით გვაქვს სუბიექტური და ობიექტური უღვლილება. პირთან უშუალოდაა დაკავშირებული რიცხვის კატეგორიაც. ერთპირიან ზმნაში მხოლოდ სუბიექტური პირი აღინიშნება, ორპირიანსა და სამპირიანში – ობიექტური პირებიც.
პიროვანი უღვლილების გარდა, არსებობს კლასოვანი უღვლილებაც, როცა ზმნა გრამატიკული კლასების მიხედვით იცელება.
უღვლილებისას დროის (აწმყოს, მყოფადის, ნამყოს) გამოხატვა სხვადასხვა ენაში გარკვეული გრამატიკული ნაირსახეობებით ხასიათდება. რასაც ქმნის დროისა და ასპექტის (სრული, უსრული, განგრძობითი, წერტილობრივი ანუ მომენტობრივი…) რთული ურთიერთობები.
კილოს ფორმათაგან სპეციალური მაწარმოებელი ქართულში მხოლოდ კავშირებითს აქვს. თხრობითი უნიშნოდაა წარმოდგენილი, ბრძანებითი იყენებს თხრობითი და კავშირებითი კილოს ნაკეთებს (ნუ წერ! არ დაწერო წერე!.).
თანამედროვე ქართულ ენაში გამოიყოფა II ნაკვთი, რომლებიც განაწილებულია სამ ჯგუფად, ანუ – სერიად. I სერიაში გამოიყოფა აწმყოსა და მყოფადის წრეები. I და II სერიის გამოყოფას საფუძვლად უდევს მორფოლოგიური ფაქტორი – ფუძეთა წარმოება: I სერიას ამოსავლად აწმყოს ფუძე აქვს. II სერიას – ნამყო ძირითადისა. გარდამავალი ზმნების III სერიის ფორმები გაერთიანებულია სინტაქსური პრინციპით (ყველა გარდამავალი ზმნა III სერიაში ინვერსიულია), გარდაუვალი ერთპირიანი ზმნები III სერიაში აღწერითად არის ნაწარმოები.
ქართულში უღვლილების პარადიგმის ეს შედგენილობა იმთავითვე ამ სახით მოცემული და მყარი არ ყოფილა და არც ახლაა. ძველი ქართული თვალსაჩინო სხვაობას იძლეოდა: ნაკვთთა რაოდენობით (ფუნქციონირებდა ხოლმეობითისა და ბრძანებითის ნაკვთები: წერდ-ი-ს, წერ-ი-ს; წერდი-ნ, წერე-ნ). თხრობითი კილოს მყოფადის გამოსახატავად გამოიყენებოდა კავშირებითის ფორმები, ამჟამად - სპეციალური ნაკვთი, აწმყოსგან განსხვავებული ან ზმნისწინის მქონებლობით (წერს – დაწერს), ან ფუძითა და ძირით (წუხს – იწუხებს; ამბობს – იტყვის…), ასპექტის გამოხატვის პრინციპით და სხვ. თანამედროვე სალიტერატურო ენისგან სხვაობას იძლევიან დიალექტებიც. სხვაობა ორი სახისაა: დაცულია არქაული ვითარება გარკვეული ნაირსახეობებით (მაგ., ხოლმეობითი ხევსურულში, თუშურსა და ფშაურში), ან გვაქვს დიალექტური ინოვაცია – ჩამოყალიბდა IV სერია: მინავალა. მინავალიყოს (გურულში, ქვემოიმერულში).
I და II სერიის ფუძეები ერთმანეთს უპირისპირდებიან:
ა. თემის ნიშნის ქონა-არქონით: მალ-ავ-ს – მალ-ა;
ბ. გახმოვანების ცვლით: დრეკ-ს – დრიკ-ა;
გ. ერთდროულად თემის ნიშნის მქონებლობითაც და გახმოვანების ცვლითაც: თლ-ი-ს – თალ-ა.
ზოგი უძველესი ზმნა ერთსა და იმავე ფუძეს გვიმოწმებს ორსავე სერიაში: წერ-ს – წერ-ა, ჩეხ-ს – ჩეხ-ა…
ქართულში უღვლილების სამი ძირითადი ტიპი გამოიყოფა: დინამიკური – მოქმედებითი, ვნებითი გვარისა და სტატიკური (ე.წ. საშუალი გვარის) ზმნებისა.
მოქმედებითი გვარის ზმნებს მოეპოვება ყველა ნაკვთი და, იშვიათი გამონაკლისის გარდა (ანგარიშობ-ს – იანგარიშებს, ამბობს – იტყვის – თქვა), უღვლილებისას ფუძეს ან ძირს არ იცვლიან. II სერიაში მათთვის დამახასიათებელია ინვერსია – სუბიექტური და ობიექტური პირის ნიშნების ფუნქციების ურთიერთშენაცვლება.
ვნებითი გვარის ზმნების უღვლილებისას გამოიყოფა ორი ქვეჯგუფი იმის მიხედვით, ერთპირიანია თუ ორპირიანი ვნებითის ფორმა. სხვაობა მათ შორის მხოლოდ III სერიაში იჩენს თავს: ერთპირიანი ზმნა მიმღეობის ფუძეს იყენებს, წარმოება აღწერითია, მეშველზმნიანი, ორპირიანი – მასდარის ფუძეს, წარმოება ორგანულია.
სტატიკური ზმნების აბსოლუტური უმეტესობა დეფექტური უღვლილებით ხასიათდება. ამ ზმნებს საკუთარი ფუძე მოეპოვებათ ან მხოლოდ აწმყოს ნაკეთი, ანდა აწმყოს წრის ნაკვთები. სხვა ნაკვთები ან საერთოდ არ ეწარმოებათ, ანდა ივსებენ შესაბამისი ძირის მოქმედებითი და ვნებითი გვარის ფორმებით.
ნაკვთებს თავიანთი მაწარმოებლები აქეთ. აწმყოში მოქმედებითი გვარის ზმნას სპეციალური ნიშანი არა აქვს. ვნებითში გამოიყოფა – ი სუფიქსი I და II პირში: (ვმალავ – ვიმალებ-ი, ვათბობ – ვთბები), ნამყო უსრულში შესაბამისად გვაქვს -დ და -ოდ: (ვმალავ-დ-ი – ვიმალე- ბოდ-ი), აწმყოს კავშირებითში დამოწმებულია -ე: (ვმალავდ-ე – ვიმალებოდ-ე). მყოფადის წრეში მეორდება აწმყოს წრის ჩვენება: ნამყო ძირითადში გვაქვს -ე (დავმალ-ე, დავიმალ-ე), -ი (ვთქვ-ი, გავთბ-ი) და ნული, ზოგჯერ ე. წ. უფუნქციო -ი ხმოვანდართული (მოვკალ – მოვკალ-ი, ავდექ – ავ-დექ-ი). II კავშირებითის მაწარმოებლებია: -ო (დავმალ-ო, დავიმალ-ო), -ე (გავთბ-ე, ავდგ-ე) და -ა (მოკლ-ა, ვთქვ-ა). I შედეგობითში (თურმეობითში) გარდამავალ (გარდა -აე და -ამ თემისნიშნიანებისა) და ორპირიან გარდაუვალ ზმნებს -ი-ა დაბოლოება აქვთ (დაუწერ-ი-ა-, შდრ.: დაუმალავ-ს; დას-წერ-ი-ა). I შედეგობითსა და III კავშირებითში სპეციფიკური წარმოება მხოლოდ -ებ თემისნიშნიანი მარცვლოვანი ფუძის მქონე ზნებს მოეპოვებათ (გაეკეთებინა, გაეკეთებინოს), სხვა შემთხვევაში მეორდება ნამყო ძირითადისა და II კავშირებითის ჩვენება. ორპირიან გარდაუვალ ზმნებს II შედეგობითში აქვთ -ოდ მაწარმოებელი (დასწერ-ოდ-ა), III კავშირებითში -ე (დასწეროდ-ე-ს).
ბ. ჯორბენაძე